
თქვენ, ალბათ გაგიგიათ, რომ იტალიურ სოფლებში სახლებს $1 ყიდდნენ? თუმცა, ახლა ხელისუფლება თავადაა მზად, ფული გადაგიხადოთ შორეულ დაბებში დასახლებისთვის.
რაში მდგომარეობს შემოთავაზების არსი?
რეგიონი მოლიზე რომის აღმოსავლეთით მდებარეობს. იგი ცნობილია მწვანე იალაღებით, ზეთისხილის ხერგილებითა და თოვლიანი მწვერვალებით. თუმცა, აქაური ქალაქების უმეტესობა ცარიელდება.
ჩინოსნები ამბობენ, რომ 27 000-ზე მეტს გადაუხდიან ადამიანს, ვინც 106-იდან ერთ-ერთ ნაკლებად დასახლებულ ქალაქში დასახლდება. ნებისმიერი, ვინც ამ შემოთავაზებას მიიღებს, თვეში 700 ევროს მიიღებს, სამი წლის განმავლობაში.
პროგრამა ოფიციალურად 16 სექტემბრიდან მოქმედებს. პრიორიტეტულია ახალგაზრდებისა და წვრილშვილიანი ოჯახების დახმარება.
ამ იდეით გამოვიდა ანტონიო ტედესკი, რეგიონალური მრჩეველი:
-“მინდა, რომ ჩემმა რეგიონმა რენესანსი განიცადოს. ამის მიზანია სოფლისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა და ეკონომიკის ფეხზე დაყენება.”
თუმცა
პროგრამის მონაწილეებმა აუცილებლად უნდა დაიწყონ ახალი საქმე. ეს შეიძლება იყოს პატარა სასტუმრო, რესტორანი, ბარი, სასოფლო ფერმა, ბიბლიოთეკა ან მაღაზია.
ცოტაოდენი სტატისტიკა
დღეისათვის, მოლიზეს 136 ქალაქიდან 106-ში 2000-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს. 2014 წლიდან, აქ მცხოვრებთა რიცხვი თითქმის 9000 ადამიანით შემცირდა. შედეგად, რეგიონში 305 000 ადამიანიღა დარჩა.
რატომ ხდება ეს?
ახალგაზრდა ადამიანები უფრო მსხვილ ქალაქებში ან საზღვარგარეთ მიდიან, სამსახურის საძიებლად.
გთავაზობთ 10 თვალწარმტაც ადგილს, სადაც იტალიელები ამ პროგრამით გთავაზობენ გადასვლას:
ფორნელი
ზეთისხილის ხერგილები, გასაოცარი პეიზაჟები და უმაღლესი ხარისხის ტრუფელები. ეს ქალაქი ნომინირებულ იქნა 2019 წლის კონკურსზე “იტალიის ყველაზე ლამაზი ქალაქი”. მას შუასაუკუნეების ისტორია აქვს. ოდესღაც, მას ასაწევი ხიდი იცავდა, ხოლო ახლა წვრილი კვეთებისა და თაღოვანი შესასვლელების ქსელს მოიცავს. 7 კოშკი ქალაქის გალავნებზეა აშენებული. აქ აკრძალულია მანქანითა და მოტოციკლით გავლაც კი. ამიტომ, ქალაქი მშვიდი, სუფთა და მშვიდობიანია.
პესკე
თეთრ-ყვითელი საცხოვრებელი კონტრასტს ქმნის მწვანე-ყავისფერ ქვებთან, რომლებიც ფუმფულა მცენარეებითაა დაფარული. სოფელი მთა სან-მარკოს ფერდობზე მდებარეობს. ამის დამსახურებით, იგი საუკუნეების მანძილზე დაცული იყო ბარბაროსებისგან. სახლებისა და არისტოკრატული შენობების შესასვლელები მორთულია უცნაური ქვის გამოსახულებებით.
რიჩია
რიჩიაში წლის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი მოვლენაა ყურძნის ფესტივალი. იგი ღვინის მოყვარულებს მთელი იტალიიდან იზიდავს. რიჩია უნიკალური ადგილია, რომელშიც ტრადიციები და უძველესი რეცეპტებია შემორჩენილი. პრემიუმ-კლასის ლიქიორი Amaro იწარმოება სპეციალური ბალახებისგან, რომელთა პოვნაც აქაურ ტყეებში შეიძლება.
კაპრაკოტა და კამპიტელო მატეზე
ეს სოფლები – ზამთრის სპორტის მოყვარულებისთვისაა ზედგამოჭრილი. სათხილამურე გზები არც ისე რძელი და მაგარია, როგორიც ალპებში. თუმცა, ისინი თავიანთი სილამაზით გვაოცებენ. ხშირ ტყეებში ჯერ კიდევ ცხოვრობენ ველური ცხოველები, დათვების ჩათვლით.
პიეტრაბონდანტე და სეპინო
ორ მომცხო სოფელში ციტადელების იდუმალი ნანგრევებია. რთულია იმის დაჯერება, რომ მოლიზე უძველესი არქიტექტურითა და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობებით რომსა და პომპეის კონკურენტია. თუ ისტორიის მიმართ არაერთსულოვანი ხართ, ეს სოფლები აუცილებლად მოგეწონებათ.
სან ჯოვანი ინ გალდო
აქ ამრავლებენ ცხვრებს, ძროხებსა და კამეჩებს. ძველი ქალაქი წარმოდგენილია გამოქვაბულებისა და მიწისქვეშა დარბაზების ლაბირინთებით. მტვრიანი ბილიკები, აზიდული მთები და დიდებული ტაძრის ნანგრევები, რომელიც ძვ.წ. მესამე საუკუნეში აშენდა – სანახავი ბევრია.
კასტელ სან ვინჩენცო
ლურჯი ტბის გამჭვირვალე წყალი ამ ადგილს მოლიზეს ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად ადგილად აქცევს. იგი ცნობილია, როგორც რწმენის ხეობა. იმიტომ, რომ მონაზვნები და მომლოცველები აქ საუკუნეების მანძილზე მოდიოდნენ მედიტაციისა და ლოცვისთვის.
დურონია
სოფელში უამრავი გლეხური სახლია პასტელურ ტონებში, მათ ერთმანეთთან კიბეები და ციხე-სიმაგრეები აერთიანებს. მისი მოედანი ბელვედერი გვთავაზობს უნიკალურ პანორამას მდელოებზე, რომლებზეც სამნიური კოშკების ნანგრევებია მიმობნეული. ეს ადგილი პოპულარულია მათ შორის, ვისაც ლაშქრობა უყვარს.