
14 სექტემბრის დილას, პოლიცილებმა განაცხადეს, რომ ბლენჰეიმის სასახლიდან, რომელშიც ვინსტონ ჩერჩილი დაიბადა, მოიპარეს ბაჯაღლო ოქროს ტუალეტი.
ბლენჰეიმის სასახლის აღმასრულებელი დირექტორის, დომინიკ ჰეირის თქმით, სავსებით ფუნქციონირებადი ტუალეტი, რომელიც იტალიელმა მხატვარმა, მაურიციო კატელანმა შექმნა და “ამერიკა” უწოდა, 6 მილიონი დოლარადაა შეფასებული.
მარლბოროს ჰერცოგის ნახევარძმა და ბლენჰეიმის სამხატვრო ფონდის დამფუძნებელი ედვარდ სპენსერ-ჩერჩილი ადრე ტრაბახობდა, რომ ტუალეტის მოპარვა “მარტივი” არ იქნება.
-“პირველ რიგში, იგი კანალიზაციაზეა მიბმული, მეორეც, პოტენციურ მძრაცველს არ ეცოდინება, თუ ვინ გამოიყენა ბოლოს უნიტაზი და რა შეჭამა მან. ამიტომ არა, მე მის ზედმეტად დაცვას არ ვაპირებ.” – უთხრა მან The Times-ს.
მან, ასევე, დაუმატა: “ჩვენ ძალიან რთული ოპერაცია გვაქვს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, და მსგავსი ინციდენტები არ მახსენდება.”
სკულპტურის ხის პანელებით შემოზღუდული ოთახიდან მოპარვით, მე-18 საუკუნის ოქსფორდშირის სასახლეს დიდი ზიანი მიადგა, რადგან უნიტაზი დამთვალიერებლებისთვის იყო და მისმა მოხსნამ დატბორვა გამოიწვია.
ამ მომენტისთვის, 66 წლის მძარცველი მამაკაცი დაკავებულია, თუმცა უნიტაზი დღემდე არ დაუბრუნებიათ სასახლეში.
-“ბოლო 24 საათის მოვლენები იმას ნიშნავს, რომ გაგვიჩნდა მიზეზი, გადავხედოთ ჩვენს სისტემებს. როცა წარმოიდგენ ხელოვნების ძვირფას ნიმუშს საზოგადოებაში, რისკი ყოველთვის არსებობს. თუმცა, ამ რისკად ნამდვილად ღირს, ახლაც კი.”
ბატონმა ჰეირმა დაუმატა, რომ ბატონი კატელანი მოვლენებით შეძრწუნებულია: “მესმის, რომ იგი ძალიან განიცდის.”
მარლბოროს არისტოკრატიული ოჯახის ქალაქგარე სახლში უნიტაზი მისტერ კატელანის გამოფენის ფარგლებში დაიდგა. ტუალეტი იმ ოთახის პირდაპირ იდგა, რომელშიც ვინსტონ ჩერჩილი დაიბადა, და ღია იყო დამთვალიერებლებისთვის, როგორც XVIII ძეგლი. ხელოვნების მოყვარულებს წინასწარ უნდა დაეჯავშნათ ადგილი კაბინაში, საათში კი ოცი ადგილი იყო თავისუფალი. იგი იმდენად პოპულარული აღმოჩნდა, რომ ადამიანები რიგებში რამდენიმე საათის განმავლობაში იდგნენ, რათა საკუთარი თვალით ენახათ ეს ოქროს სავარძელი, და 100 000-მა ადამიანმა იგი დანიშნულებისამებრ გამოიყენა.
კრიტიკოსებმა ოქროს უნიტაზი დაახასიათეს, როგორც “მწვავე სატირა ჭარბი სიმდიდრის წინააღმდეგ.”
-“გამოძიება გრძელდება, თუმცა ხვალიდან ეს გამარტივდება, ამიტომ დამთვალიერებლებს შეუძლიათ მოსვლა და სხვა ექსპონატების ნახვა.” – ამბობს მისტერ ჰაირი.
ტემზის ხეობის პოლიციის ინსპექტორი რიჩარდ ნიკოლასი გვიზიარებს გამოძიების დეტალებს:
-“დამნაშავეთა ჯგუფი სასახლეში შეიჭრა და ძვირფასი უნიტაზი მოიპარა, რომელიც გამოფენაზე იყო წარდგენილი. ჩვენ ვთვლით, რომ მათ არანაკლებ 2 ავტომობილი გამოიყენეს დანაშაულის დროს და დანაშაულის ადგილი დილის 04:50-ზე დატოვეს.”