დაამზადეთ საახალწლო სათამაშო წინდისგან: დაწვრილებითი ინსტრუქცია

როგორც ყველამ ვიცით, 2020 წლის სიმბოლო, ჩინური კალენდრის თანახმად, ვირთხაა. სწორედ ეს ცხოველი წარსდგა პირველად ბუდას წინაშე, რითიც კალენდრის გახსნის უფლება დაიმსახურა. მთელ მსოფლიოში ვირთხა სიბრძნის, სიყვარულისა და სიმდიდრის სიმბოლოდ ითვლება.

ამიტომ, თუ ჯერ კიდევ არ იცით, თუ როგორი სათამაშო უნდა გააკეთოთ ახალი წლისთვის, ჩვენ დაჟინებით გირჩევთ, სწორედ ეს ვარიანტი აირჩიოთ. ასე ხომ არამხოლოდ იღბალსა და ფინანსურ კეთილდღეობას მოიტანთ სახლში, არამედ დროს შესანიშნავადაც გაატარებთ დროს ძაფისა და ნემსის გამოყენებით. ხოლო თუ სახლში ბავშვებიც არიან, მათთვის საინტერესო იქნება წინდის რბილ სათამაშოდ ქცევა.

ხელნაკეთი საახალწლო სათამაშო

რა დაგჭირდებათ

  • სუფთა ნაცრისფერი წინდა
  • 2 სხვადასხვა ფერადი ლენტა
  • ქეჩის პატარა ნაჭერი
  • სათამაშოს სპეციალური შემავსებელი
  • წებო
  • მარკერი
  • შავი ძაფი
  • ნემსი

მუშაობის პროცესი

1. გამოაბრუნეთ წინდა. შემდეგ მარკერით გააკეთეთ ხაზი, რომლის მიხედვითაც უნდა გაჭრათ. ნაჭერი გულის ფორმით უნდა გამოვიდეს. ამისათვის, ქუსლიდან წინდის წინა ნაწილისკენ უნდა იმოძრაოთ. მაშინვე მოაჭერით ეს ნაწილი.

2. უნდა მიიღოთ ასეთი ნაჭერი, რომელიც ორი ნახევრისგან შედგება.

3. შემდეგ აიღეთ ფერადი ლენტი, რომლის სიგანე დაახლოებით 3 სმ უნდა იყოს, ხოლო სიგრძე – 15 სმ. დაკეცეთ რამდენჯერმე ისე, რომ მხოლოდ წაღმა მხარე უნდა ჩანდეს, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები. შემდეგ იგი უნდა დააგვირისტოთ და კიდეები გაკვანძოთ.

4. შეკერეთ დეტალები. განიერ ნაწილთან ახლოს დაჭიმეთ ჩაკერილი ლენტი. გააგრძელეთ კერვა და გარეთ ლენტის მხოლოდ მცირე ნაწილი დატოვეთ.

5. როცა თითქმის ბოლომდე შეკერავთ, გამოაბრუნეთ წინდა წაღმა და გაჩენილ ხვრელში ჩაყარეთ შემავსებელი. შემდეგ დაასრულეთ მოკერვა.

6. ახლა, როცა სხეული მზადაა, მიაკერეთ ვირთხას მძივის თვალები.

7. ცხვირი სემდეგნაირად გააკეთეთ: გააკეთეთ კვანძი ცხვირის ვიწრო ბოლოზე და რამდენჯერმე გადაუარეთ ამ ადგილს ძაფით. თუ შეძლებთ, ბოლოში კიდევ ერთხელ გაკვანძეთ. ასევე, შეგიძლიათ წებოს გამოყენება ძაფის გორგლის მისაწებებლად.

8. შემდეგ გაუკეთეთ ულვაშები. უბრალოდ გააკეთეთ ისინი ძაფისგან, სათამაშოს ბაზაზე.

9. აიღეთ მეორე ლენტა, სასურველია, ორივე მხრიდან ერთნაირი იყოს. გააკეთეთ მისგან ბაფთა და მიაწებეთ ვირთხას კისერზე.

10. ქეჩის ნაჭრისგან გამოჭერით ყურები. მიაკერეთ სათააშოს.

რბილი სათამაშო შეგიძლიათ დაკიდოთ ნაძვის ხეზე ან უბრალოდ დადოთ თვალსაჩინო ადგილას, სიმყუდროვის შესაქმნელად.

ამ ვიდეოში უფრო თვალსაჩინოდ ნახავთ, თუ როგორ დაამზადოთ ეს საყვარელი სათამაშო თქვენი საახალწლო ატმოსფეროს შესაქმნელად.