როგორ დავამზადოთ ავეჯი ხის ყუთებისგან

ჩემ მეგობარს თავის ქალაქგარე სახლში დიდი რაოდენობით ხის ყუთები და პადონები დაუგროვდა, რომლებიც უჩვეულო, თუმცა მოსახერხებელ ავეჯად აქცია სახლისთვის. ზოგიერთი რამ ქალაქის ბინისთვისაც კი გააკეთა. მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი დავათვალიერე, ქმარს ვუთხარი, რომ ჩვენც უნდა მიგვებაძა მისთვის.

რა შეიძლება გავაკეთოთ ხის ყუთებით

დღეს ჩვენმა რედაქციამ თქვენთვის მოამზადა ძველი ხის ყუთებისგან დამზადებული ავეჯის იდეების ნაკრები. უნიკალური დიზაინის, ინდივიდუალური სტილისა და ხელსაქმის მოყვარულებო, აუცილებლად დაათვალიერეთ ბოლომდე.

1. მოდულური ავეჯი ძველი ყუთებისგან – ნამდვილი მონაპოვარია მყუდრო სახლისთვის. რასაც ქვია, იაფი, საიმედო და პრაქტიკული! მარტივად იწყობა, საჭიროებისამებრ ტრანსფორმირდება და ფანტაზიას გასაქანს აძლევს.

2. უჩვეულო სტელაჟი ქანთრის სტილში – შეაწებეთ რამდენიმე ხის ყუთი, მიაწებეთ ან მიაჭედეთ საერთო მაგიდების ზედაპირი და ოდნავ შეღებეთ. აღნიშნული სტელაჟი ბორბლებზეა, რაც ძალიან მოსახერხებელია.

3. ხოლო ეს იდეები აგარაკისთვის გამოგადგებათ.

4. რაც ნივთების შესანახავად გჭირდებათ, ყუთებისგან დამზადდება. იქნება ეს საძინებელი თუ შემოსასვლელი ოთახი – მკვეთრი, უჩვეულო და მოსახერხებელი ავეჯი ყველგან გამოგადგებათ.

5. შესანიშნავი გადაწყვეტილება სამუშაო კუთხის ან სამეცადინო ზონისთვის, თქვენი ბავშვის ოთახში.

6. თუ ეს ყუთები საჭირო რაოდენობით არ გაქვთ, მისი დამზადება შეგიძლიათ დამოუკიდებლად, დაფებისა და ფანერების გამოყენებით. ან გამოიყენეთ ძველი კორპუსული ავეჯის უჯრები და დაამზადეთ მიმზიდველი კედლის სტელაჟი ათასი წვრილმანის შესანახავად.

Visit Site

ასევე, გთავაზობთ იდეებს, სახლში ძველი კუნძების გამოსაყენებლად. ასეთი ნაკეთობები ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გამოიყენება სახლის ავეჯად, რაც არამხოლოდ სივრცის განახლების, არამედ ბუნებაზე უფრო ხშირად ფიქრის საშუალებასაც მოგცემთ. როგორც წესი, შედეგი ყველა მოლოდინს აჭარბებს და გამოდის იაფიც და ლამაზიც.

როგორც ხედავთ, მოდური და უჩვეულო ავეჯი არ ნიშნავს, რომ იგი ყველაზე ძვირია, როგორც დიზაინში გამოუცდელი ადამიანები ფიქრობენ. უნიკალური დიზაინერული ავეჯის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითები სწორედ ამის მტკიცებულებაა. დიზაინერული ქმნილების ძირითადი ფასი – ესაა ორიგინალური იდეა და მისი შემოქმედებითი ხორცშესხმა.

სტელაჟები, სამზარეულოსა და წიგნის თაროები, კარადები, შემოსასვლელი ოთახის ავეჯი, საწოლები, ჟურნალის მაგიდები, ტანსაცმლის სათავსოები – ხის ყუთებისგან დამზადებული ამ ავეჯის ცქერისას იგებთ, რომ ყველაზე უბრალო და უსარგებლო ნივთებისგანაც შეიძლება შევქმნათ რაღაც გასაოცარი და პრაქტიკული.