საახალწლო გირლანდები ბუნებრივი მასალებით: იდეები

თუ დღესასწაულები დიდი ხანია, ისე აღარ გახარებთ, როგორც ბავშვობაში, ალბათ, უბრალოდ არ შეგიძლიათ სწორი ატმოსფეროს შექმნა! ამის გაკეთება მარტივია იმ ყველაფრის გამოყენებით, რასაც ბუნება გვაძლევს.

საახალწლო დეკორის იდეები

დღესასწაულის ნამდვილი სული, ხანდახან, ვერ არღვევს რუტინასა და გამოსასვლელი დღეების ზუზუნს, რომლითაც ჩვენი თავი მუდმივად დაკავებულია. ხანდახან, მაღაზიის ლამაზი სათამაშოებიც ვერ გვეხმარება.

მიუძღვენით თქვენი სახლის ლამაზად მორთვას თუნდაც რამდენიმე საათი კვირაში. იქნებ, კვირის საღამოს მოამზადოთ გემრიელი ორცხობილები, არომატული ჩაი და დაკავდეთ ამ დამამშვიდებელი შემოქმედებით.

ხოლო ამ სტატიაში ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე იდეას ბინის საახალწლო დეკორაციებისთვის, რომლებიც საჭირო განწყობაზე დაგაყენებთ.

ეს იდეები არამხოლოდ რაღაც უჩვეულოს შექმნაში, არამედ გამხიარულებაშიც დაგეხმარებათ. აუცილებლად ჩართეთ ამ საქმეში ბავშვებიც, რადგან ეს შესანიშნავი შეაძლებლობაა დროის ერთად გასატარებლად და დასაახლოევბლად.

უჩვეულო გირლანდები და სხვა დეკორაციები ბუნებრივი მასალებისგან

1. მე ძალიან მიყვარს გირლანდები. მათი დაკიდება მთელ ბინაში შეიძლება, შედეგად კი იგი ჯადოსნური ტყის ფილიალად იქცევა. ყველაზე ლამაზი გირლანდები ნაძვისა და ტუიას წიწვებით გამოდის.

2. შეგიძლიათ, ისინი ლამაზად შეაერთოთ შემოდგომის ფოთლებით ან ძახველის ტოტებით. რკოები და გირჩები კომპოზიციას შეავსებს.

3. გირლანდები შეიძლება მწვანე არ იყოს. ყვითელი აქცენტებიც თავისებურად სადღესასწაულოდ და ძალიან მყუდროდ გამოიყურება.

4. ასეთ ნატურალურ გირლანდებს მარტივად აქცევთ გვირგვინებად, რომელსაც ჭერზე ან კარზე დაკიდებთ.

5. ასევე, შეგიძლიათ მყუდრო დეკორაციები გამხმარი ყვავილებითაც გააკეთოთ. მათი ჩამატება გვირგვინში ან გირლანდებში შეიძლება.

6. ფანჯრის გაფორმება გირჩების, მშრალი ციტრუსისა და დარიჩინის გირლანდით შეიძლება. ასეთი დეკორაცია არამხოლოდ განწყობას ამაღლებს, არამედ ბინას საოცარი სურნელით აავსებს.

არ შეუშინდეთ ექსპერიმენტებს მასალებთან და ტექნიკასთან მიმართებით. ასევე, იხილეთ ვიდეოები ინტერნეტში, თუ უფრო რთული კომბინაციები დაგაინტერესებთ.

თქვენი მთავარი მიზანია მოდუნდეთ, მიიღოთ სიამოვნება და შეიქმნათ სადღესასწაულო განწყობა.