სასიამოვნო ხელსაქმე: როგორ გავაფორმოთ სკამები საახალწლოდ

ახალი წლის აღნიშნვისას, ჩვენ ვცდილობთ, სახლი მაქსიმალურად ლამაზი და სადღესასწაულო გახდეს. საკუთარი ხელით ვრთავთ ნაძვის ხეს, ფანჯრებსა და კედლებს, ხოლო დღესასწაულის დადგომისას ვაწყობთ სუფრას. რა არ გვყოფნის? მართალია, სკამები! მარტივი დეკორი მათ არანაკლებ ეფექტურს ხდის, ვიდრე სხვა დანარჩენი დეკორაცია. მთავარია, კარგი იდეა იპოვოთ და განახორციელოთ კიდევაც.

სკამის საზურგის დეკორი

დღეს ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ შთამაგონებელ ნაკრებს, რომელიც სკამის საზურგის სადღესასწაულო დეკორებისგან შედგება. შარფის, ხელსახოცებისა და ფორთოხლის კანის გამოყენებაც კი შეიძლება.

1. უბრალოდ წარმოიდგინეთ: თვითონ თოვლის პაპამ მოგიტანათ საჩუქრები, ძალიან ჩქარობდა და ქუდი დარჩა. მოდიტ, ვუპოვოთ მას შესანიშნავი გამოყენება – ჩავაცვათ სკამის საზურგეს.

თვითონ მომზადების პროცესს მარტივად მიხვდებით, ფოტო მასტერ-კლასის წყალობით.

2. ალბათ, ყველაზე სწრაფი და მარტივი გზა სკამების მოსართავად – ესაა ნათელი და ფუმფულა ბაფთების გაკეთება. უბრალოდ აირჩიეთ რამდენიმე ნათელი და ბრჭყვიალა ქსოვილი და შემოახვიეთ სკამის საზურგეებს, ხოლო შემდეგ შეკარით ლამაზი ბაფთით.

თვითონ ბაფთა შეგიძლიათ გააფორმოთ დიდი ნაძვის გირჩებით.

3. დარწმუნებული ვარ, თქვენს შვილებს ძალიან მოეწონებათ ასეთი უჩვეულო დეკორი სკამებისთვის. მე განსაკუთრებით მომეწონა პინგვინები და თოვლის კაცები.

დეკორისთვის გამოგადგებათ ნებისმიერი ლამაზი ქსოვილი, შემოხვეული სკამის საზურგეზე და უკან გაკვანძული.

4. შეგიძლიათ, საზურგის დეკორებს გაუკეთოთ ნამდვილი თემატური საალახლო აპლიკაციები. დაე, სკამებს ამშვენებდეს თოვლის პაპები, თოვლის კაცები, საშობაო ირმები და სხვა ჯადოსნური პერსონაჟები.

5. სკამის საზურგეზე შეგიძლიათ კასკადურად დაკიდოთ ნაძვის ხის სათამაშოები ან საკუთარ ხელით გააკეთოთ ქაღალდის გირლანდები ხელსახოცებისგან.

პროცესში ზიზილ-პიპილების ჩართვაც შეიძლება! ამისთვის, ნებისმიერი იმპროვიზებულ ლენტში ჩაამაგრეთ 1-2 ნაძვისხის სათამაშო და დაკიდეთ საზურგეზე. ოღონდ, უკეთესი იქნება, თუ გამოიყენებთ პლასტმასის ბურთებს, რომ არაფერი გატყდეს…

6. სკამების სადღესასწაულო გაფორმებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ფორთოხლის მძივები და გირჩიანი გვირგვინები, მანდარინები და ნაძვისხის სათამაშოები.

შეგიძლიათ, დეკორი შეკეროთ სანტა კლაუსის ხურჯინების სახითაც. ან შეიძინოთ მკვეთრი ფერის თბილი შარფები და შემოახვიოთ სკამს. ასევე, შეიძლება სკამის ფეხებზე წინდების ჩაცმაც.

ხოლო მათთვის, ვისაც ასეთი სილამაზის საკუთარი ხელით გაკეთება სურს, ვურთავთ ვიდეოს: