მიტოვებული საწყობი არაორდინალური ინტერიერის მქონე კომფორტულ ბინად აქციეს

საცხოვრებელი საკითხის გადაწყვეტა ზოგიერთ ადამიანს არაორდინალური ექსპერიმენტებისკენ უბიძგებს, განსაკუთრებით, თუ ასეთი უძრავი ქონება მსხვილ ქალაქებშია. გოგონას, რომელსაც ხვდა 36 კვ.მ. ყოფილი საწყობის ქონის “ბედნიერება”, ინტერიერის სრულად გადაგეგმარება მოუხდა, რათა შენობა კომფორტულ საცხოვრებლად ექცია.

ისეთ ქალაქში, როგორიც სტოკჰოლმია (შვეცია), საცხოვრებელი ფართის უკმარისობისა და 1 კვ.მ. ფართობის ფასის გათვალისწინებით, მცირე თანხით, პრაქტიკულად, შეუძლებელია საცხოვრებელი სახლის შეძენა. თუ, რა თქმა უნდა, ეს მიტოვებული შენობა არაა, საშინელ მდგომარეობაში. ასე გაუმართლა ახალგაზრდა დიზაინერს, რომელიც ამდენად სარისკო ექსპერიმენტზე წავიდა, თუმცა ყველა პრობლემა გადაწონა ფასმა, რომელიც აუქციონზე გამოცხადდა.

ეს ბინა ძალიან დიდი ხნის მანძილზე საწყობად გამოიყენებოდა, ბოლო 20 წლის განმავლობაში კი საერთოდ მიტოვებული იყო. როგორც ჩანს, წინა მფლობელმა რემონტის გაკეთება 1980-იან წლებში სცადა, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, იგი არ შედგა, ამიტომ სახლში შპალერი ნახევრად მოხსნილი იყო, სამზარეულოს სამუშაო კედელზე კი რამდენიმე ფილა და ჰაერში გამოკიდებული ონკანი დარჩა.

ბინაში არ იყო ელექტრობაც კი, კომუნიკაციებიც უვარგისი იყო, რაც გასაგებიცაა, რადგან ბოლო ათწლეულის მანძილზე აქ მხოლოდ ვირთხები ცხოვორბდნენ.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ახალი მფლობელი კარინ მაცი – საკმაოდ კრეატიული დიზაინერი და არქიტექტური გახდა, მისთვის სირთულეს არ წარმოადგენდა ახალი გეგმა-ესკიზი ყოველგვარი ცვლილებებით, რომლებიც ამ პატარა საცხოვრებელს ნამდვილ ბინას დაამსგავსებდა.

მიუხედავად იმისა, რომ სივრცე საკმაოდ შეზღუდული იყო, ბინის საერთო ფართობი მხოლოდ 36 კვ.მ.-ს შეადგენდა. გოგონას სურდა, მაქსიმალურად დიდი თავისუფალი სივრცე დაეტოვებინა, თუმცა საცხოვრებელი კომფორტულად მოეწყო. როგორც აღმოჩნდა, ამ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია, თუ თითოეულ სანტიმეტრს მაქსიმალურად რაციონალურად გამოიყენებთ. არაორდინალური საცხოვრებლის ჩანაფიქრის განსახორციელებლად, კარინს ბინის ორ ნაწილად დაყოფა მოუხდა.

ერთ ნახევარში იდეალური რემონტი ჩატარდა, დახურული ელექტროკომუნიკაციების, კედლების გასწორების, ფანჯრის ჩარჩოების შეღებვის, ორიგინალური სანათების დაყენებისა და ლამინატის დაგების ჩათვლით. გოგონამ მხოლოდ მილები და სამუშაო წინსაფარი დატოვა იმ სახით, რომელსაც ბინა 20 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა. რატომ მოიქცა კარინი ასე – მხოლოდ მაშინ გავიგებთ, როცა ნახავთ, თუ რა სტილში გადაწყვიტა მან დარჩენილი სივრცის გაფორმება.

იმის გათვალისწინებით, რომ ამ ზონაში კარინი სრულყოფილი სამზარეულოს, საძინებლისა და გარდერობის მოწყობას გეგმავდა, მას Ikea-ს მოდულური ავეჯის შეძენა მოუხდა, რომლისგანაც სამზარეულოს ავეჯი აეწყო.

ხოლო საძინებელი ადგილი საკმაოდ მაღალ პოდიუმზე შემოიდგა. მის ქვეშ ნამდვილი გარდერობის მოწყობა გახდა შესაძლებელი. იმ რელსების გამოყენება, რომლებზეც ნივთებია დაკიდული, უფრო მოსახერხებელი რომ გამხდარიყო, შეირჩა მრგვალი საკიდების სისტემა.

სამზარეულოდან სუნი და ორთქლი საწოლზე რომ არ მოხვედრილიყო, დამონტაჟდა შუშის ტიხარი, რომელიც საძინებლის მეორე სართულზე დღის შუქის მოხვედრას არ უშლის ხელს. ბინის ეს ნაწილი კარინმა თეთრ ფერში გადაწყვიტა, რათა მისი საზღვრები ვიზუალურად მაინც გაეფართოვებინა.

საერთო ჯამში, ბინის ეს ნაწილი სკანდინავიურ სტილში გაფორმდა, როგორც გოგონა ოცნებობდა. იმისათვის, რომ ეს ზონა “დაიმალოს” მეგობრების ან სტუმრების მოსვლის დროს, ახლადგამომცხვარმა ბინის მეპატრონემ დააყენა გრაგნილური ფარდები, რომლებსაც ნებისმიერ მომენტში დაუშვებს.

ხოლო ბინის მეორე ნაწილი კრეატიულმა დიზაინერმა შეუცვლელად დატოვა. ბუნებრივია, ყველაფერი გაწმინდა, გაასუფთავა, შეცვალა ფანჯრის გამხმარი ჩარჩო, იატაკს გააცალა ძველი საღებავი და შეღება უფერული საშუალებით, რომელიც ინარჩუნებს ხის ფერს და იცავს წყლისა და მწერების უარყოფითი გავლენისგან.

რჩევა ჩვენი რედაქციისგან: თუ გინდათ, რომ ხის ფერი შეუცვლელი დარჩეს, ხის საფარად გამოიყენეთ უფერული წყალ-დისპერსიული ლაქი, აკრილის ფუძეზე. მის გამოყენებამდე, დაფა იდეალურად უნდა გაწმინდოთ, დაამუშავოთ ზუმფრით, წაუსვათ იგივე ლაქი, უბრალოდ წყლის დამატებით, და მხოლოდ ამის შემდეგ, როცა გაშრება, დაფარეთ 2-3 ფენით.

კედლებიდან ჩამოიხსნა ავეჯის ნარჩენები, გაიყვანეს ელექტრობა, თუმცა სადენები არ დაუმალავთ – ყველაფერი კედელსა და ჭერზეა.

წინა მფლობელებისგან ზოგიერთი ავეჯი შემორჩა, კარინმა კი ისინი “წარსულის” მხარეს დატოვა. ზოგიერთი ელემენტის განახლება და შეღებვა მოუხდა, ზოგიერთი კი სპეციალურად დააძველა, თანაც, არავითარი თანამედროვე დეკორი არ გამოუყენებია – ყველაფერი ისე დატოვა, როგორც იყო. ბინის ამ ნაწილში ჭარბობს ლოფტი, შები-შიკზე ფაქიზი პრეტენზიით, რადგან მკვეთრი ფუფუნება აქ არც განიხილება.

სააბაზანო ოთახში სრულად შეიცვალა კომუნიკაციები, სანტექნიკა და კაფელი, ოთახის მხრიდან დაყენდა სარეცხი მანქანა და საშრობი, რომლებიც კარინმა კარის უკან მდებარე ნიშაში დამალა. ამგვარად, გამოვიდა ჩაშენებული კარადა, რომელიც დამატებით შესანახავ ადგილად იქცა.

კიდევ ერთი არაორდინალური გადაწყვეტილება იყო ის, რომ კარინმა საშხაპე ისე მოაწყო, რომ ერთი მხრიდან ფანჯრისა და აივნის გაკეთებაც შეძლებოდა. ასე, რომ ახლა, შხაპის მიღებისას, შეუძლია იმღეროს და დატკბეს ლამაზი ხედით.

იმის გათვალისწინებით, რომ სააბაზანო ოთახი უჩვეულო ბინის შუაგულშია, იგი ერთგვარი დამაკავშირებელი ზონაა “წარსულსა” და “ახლანდელს” შორის.

მოგეწონათ გარდასახვა?