
იტალიის ზოგიერთი ქალაქისა და სოფლის ხელისუფლება უპრეცედენტო ნაბიჯს დგამს: მათ დაიწყეს სახლების გაჩუქება ან სიმბოლურ ფასად გაყიდვა – იგი 1-დან 100 ევრომდე მერყეობს. ამრიგად, მათ ჩაფიქრებული აქვთ, შეაჩერონ პატარა დასახლებული პუნქტების გაცარიელება და დააბრუნონ ახალგაზრდობა, რომელიც ახალ სიცოცხლეს მოიტანს. ბუნებრივია, ნებისმიერი საღადმოაზროვნე ადამიანი ამ გულუხვ შემოთავაზებაში ეძებს ცბიერებას და, რომ არ მოგატყუოთ, არის კიდევაც.
პატარა სოფლები და პროვინციული ქალაქები ნებისმიერ ქვეყანაში განიცდის კრიზისს, რადგან ახალგაზრდები დიდ ქალაქებში გადასვლას ლამობენ, რადგან იქ მეტი პერსპექტიული სამუშაო, კარიერული ზრდის შესაძლებლობა და მრავალი შესანიშნავი ადგილია დასვენებისა და ურთიერთობისთვის.
ანალიტიკოსების თქმით, მიმდინარე მომენტისთვის, ევროპის ტერიტორიაზე 11 მილიონზე მეტი ობიექტია ცარიელი. იტალიაზე კი 2-2.7 მილიონი მიტოვებული სახლია და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.
ასეთ პრობლემას იტალიის ზოგიერთი ქალაქის ხელისუფლება საინტერესო გზით ებრძვის. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გადამსვლელი ხალხი უბრალოდ ტოვებს საკუთარ სახლებს, რომლებიც, დროთა განმავლობაში, გარეგნულ მიმზიდველობას კარგავს და აფუჭებს საერთო არქიტექტურულ სურათს, გადაწყდა, რომ ეს მიტოვებული სახლები აჩუქონ მათ, ვისაც ამ დასახლებულ პუნქტებში მოუნდება ცხოვრება.
ბუნებრივია, ასეთი “საჩუქრები” ფორმდება ხელშეკრულების გამოყენებით, რომელიც ძალიან დიდი ყურადღებით უნდა წაიკითხოს იღბლიანმა ადრესატმა, რადგან მასში შეთანხმების ყველა პირობაა გაწერილი. თანაც, ყოველი დასახლებული პუნქტისთვის პირობები შეიძლება განსხვავდებოდეს, თუმცა, საწყისი ფასი ნამდვილად არ იქნება იმაზე ძვირი, ვიდრე ერთი ფინჯანი ყავა (გამონაკლისი მხოლოდ ძველი ციხე-სიმაგრეებია).
მაგალითად, პატარა ქალაქ მუსომელიში, სიცილიის სამხრეთში, ქალაქის მერია ნებისმიერი გზით ცდილობს ახალი მაცხოვრებლების მოზიდვას. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გასაყიდავად გამოეტანა ასობით სახლი ძალიან მიმზიდველ ფასად – 1 ევროდ. თუმცა, ასეთ გულუხვობას კონკრეტული პირობები აქვს, რომელთა თანახმადაც, ახალმა მფლობელმა აქ მუდმივად უნდა იცხოვროს, 1 წლის განმავლობაში გააკეთოს რემონტი, რომელიც არც ისე იაფი დაჯდება.
ექსპერტებმა გამოთვალეს და დაადგინეს, რომ კომუნიკაციების გაყვანა და სპეციალისტების მუშაობა არანაკლებ 95 ევრო დაჯდება 1 კვ.მ. ფართზე. თუმცა, ეს ყველაფერი არაა: ერთევროიანი ძირითადი ხელშეკრულება მოიცავს პუნქტს, რომელშიც 7 000 ევროს ოდენობის საგარანტიო დეპოზიტია გათვალისწინებული. ეს თანხა ერთგვარი წინაპორობაა მომდევნო ვალდებულებების შესასრულებლად. ამიტომ იღბლიანებმა, რომლებმაც სახლი თითქმის საჩუქრად მიიღეს, უნდა იჩქარონ, რათა რემონტი დროულად დაასრულონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კარგავენ სახლსაც, შეტანილ ფულსაც და იმ თანხასაც, რომლითაც რამის გაკეთება მაინც მოასწრეს. თუმცა, თუ პირობები შესრულდება, შეგიძლიათ მშვიდად იცხოვროთ განახლებულ სახლში და საგარანტიო დეპოზიტიც დაიბრუნოთ.
სამწუხაროდ, ეს იტალიის ერთადერთი დასახლება არაა, რომელიც კარგავს ძირეულ მაცხოვრებლებს. სიცილიის კიდევ ერთ კომუნა კამარატაშიც მოულოდნელად ელიან ახალ მაცხოვრებლებს, რომლებიც კოლორიტულ სოფელს პირვანდელ დიდებას დაუბრუნებენ. რამდენადაც ახალგაზრდობა მიდის და დასახლებაში მხოლოდ ზრდასრულები რჩებიან, ხელისუფლება ცდილობს, ეს პრობლემა უძრავი ქონების “გაჩუქებით” გადაწყვიტოს. მიუხედავად იმისა, რომ დასახლება ჯერ არც ისეთი პატარაა, იქ ახლა 6.5 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მერი მაინც შეწუხებულია იმით, რომ ათამდე სახლს არ ჰყავს პატრონი, ამიტომაც გადაწყვიტა მათი გაჩუქება მსურველებზე.
ბუნებრივია, ასეთი უპრეცედენტო გულუხვობის ატრაქციონიც მოიცავს გარკვეულ პუნქტებს, რომლებიც აუცილებლად უნდა შესრულდეს. პირველ რიგში, კანტიდატებს, რომლებსაც ამ საჩუქრის მიღება სურთ, უნდა ჰყავდეთ პატარა ბავშვები და გეგმავდნენ ამ დასახლებაში მუდმივად ცხოვრებას. ასევე, ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგ, ახლადგამომცხვარმა მფლობელმა უნდა შეიტანოს გირაო 5 000 ევროს ოდენობით და, რაც ყველაზე მთავარია, გაამყაროს და სრულად გაარემონტოს მიღებული სახლი 3 წლის განმავლობაში. თუ ყველაფერი კარგად წავა, ამ დროის გასვლისა და საჭირო პირობების შესრულების შემდეგ, მფლობელს გირაო უკან დაუბრუნდება.
ცარიელდება, აგრეთვე, ტურისტული ადგილებიც, რომლებშიც ადრე დაუჯერებელი სამთო ხედების ტკბობისთვის, ადამიანთა ნაკადი არ წყდებოდა. პატარა ქალაქი განჯი, რომელიც თვალწარმტაც მთა მადონიეს ფერდობზე მდებარეობს და, რომელსაც ერთ დროს “იტალიის ყველაზე ლამაზი დაბა” ეწოდებოდა, ასევე დაცარიელდა – იგი გადაშენებად დასახლებულ პუნქტად იქცევა. კომუნის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ააღორძინოს რეგიონი, ამისთვის კი ახალგაზრდა და ენერგიული ადამიანები სჭირდებათ. ტურისტული ინდუსტრიის ახალ დონეზე გადასაყვანად, მათ გადაწყვიტეს უძველესი ციხე-სიმაგრეების, მიტოვებული სასტუმროებისა და რესტორნების ჩუქება მათთვის, ვისაც სურვილი აქვს, აღადგინოს დაზიანებული შენობები, თუმცა არ შეცვალოს მათი იერი და კომერციული საქმიანობის მიმართულება.
როგორც სხვა შემთხვევებში, ეს კომუნაც სთავაზობს მსურველებს ბიზნესის საჩუქრად მიღებას, თუმცა, გარკვეული პირობებით. გარდა იმისა, რაც ზემოთ დავწერეთ, პრეტენდენტმა 1 წლის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს რეკონსტრუქციის გეგმა, შემდეგი 3 წლის განმავლობაში კი მიიღოს ყველა ნებადამრთველი დოკუმენტი ყველა საჭირო კომუნიკაციის გასაყვანად (როგორც წესი, ამ შენობებში ისინი საერთოდ არაა) და აღდგენის დასამთავრებლად, და გააკეთოს კაპიტალური რემონტი. ეს კი ნამდვილად ძალიან ძვირი დაჯდება!
მხოლოდ პირველი პუნქტის შესასრულებლად, დაგჭირდებათ არანაკლებ 17-20 ათასი ევრო, ხოლო რეკონსტრუქცია დამოკიდებულია ობიექტის ზომებსა და დანიშნულებაზე. თუ ეს მოზრდილი სახლი იქნება – 30-40 ათას ევროს აკმარებთ, თუ სასტუმრო, რესტორანი ან სასახლე – ფიქრისაც კი მეშინია.
როგორც ჩვენი რედაქციის ავტორებმა გაარკვიეს, ეს კიდევ ყველა ცბიერება არაა: მაშინაც კი, თუ ყველა პირობას დადგენილ ვადაში შეასრულებთ, პრეტენდენტი ამ გულუხვად ნაჩუქარი ქონების მფლობელი მაინც ვერ გახდება, რადგან მას უბრალოდ იჯარით გასცემენ, 9-50 წლით.
კოლორიტულ ქალაქ ოლოლაის მერიამ, სარდინიაზე, ასეთი აუქციონების შემხედვარემ, გადწყვიტა გასაყიდად 200-მდე სახლი გამოეტანა, თითოეული მათგანი კი 1 ევროდ შეეფასებინა. ბუნებრივია, ამ სიაში მოხვდა ნახევრად დანგრეული და მიტოვებული შენობები, რომლებშიც არავითარი კომუნიკაცია, ხანდახან კი, სახურავიც არაა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მსურველები არ მოჰკლებიათ, რადგან საცხოვრებელი სახლის ფლობა ასეთ თვალწარმტაც ადგილას ბევრისთვის ოცნებაშიც მიუწვდომელი იყო. განსაკუთრებით იაქტიურეს უცხოელებმა, სანამ არ გაიგეს, თუ რა საჩუქარი ელოდათ იქ.
დასაწყისისთვის, უნდა ჩაედოთ 5 000 ევროს ოდენობით გირაო, ხოლო შემდეგ მიეღოთ ნებართვა კომუნიკაციების გასაყვანად და ჩაეტარებინათ შენობის სრული რეკონსტრუქცია. ამ ყველაფრისთვის ხელისუფლებამ სამწლიანი ვადა გაითვალისწინა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მსურველს არც გირაო დაუბრუნდება და არც ქონება შერჩება. ხოლო, თუ საბოლოო ხაზამდე უცხოელი მივა, მან ყოველწლიურად უნდა იხადოს უსამართლოდ მაღალი გადასახადი. ამიტომ, კარგად დაფიქრდით, გიღირთ თუ არა ასეთ ავანტურაზე წამოგება.
არსებობს კიდევ ერთი ადგილი, რომელშიც ბედის გამოცდა და უძრავი ქონების მიღება შეგიძლიათ – კომუნა კარეგა-ლიგურე. ეს უნიკალური სამთო დასახლება განლაგებულია პიემონტის რეგიონში, ზღვის დონიდან 950 მეტრზე. გასაოცარი სილამაზე, სუფთა ჰაერი, შესანიშნავი ეკოლოგიური მდგომარეობა პოტენციურ მაცხოვრებლებს მიიზიდავს. თუმცა სახლები, რომლებსაც ერთ ევროდ გთავაზობენ, სულაც არაა უფასო, უფრო სწორად, ძვირიც კია.
მიუხედავად იმისა, რომ ამ სოფელში არ იღებენ გირაოს, პირობები უფრო პრობლემატურია, რადგან მიღებული ნანგრევების აღდგენა მარტივი არაა, არადა, უნდა შეუნარჩუნოთ საწყისი იერი, ანუ ზუსტ ასლად უნდა აქციოთ. ამასთან, რეკონსტრუქციისთვის დაშვებულია მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენება, რომლებიც მაქსიმალურად ახლოს იქნება იმასთან, რაც ამ დასახლების სახლების აშენებისთვის არაერთი ასეული წლის წინ იქნა გამოყენებული.
სანამ ასეთი თავლწარმტაცი ადგილები, იდეალური ეკოლოგიური მდგომარეობით, ცარიელდება, სხვები იმ დონემდე გადატვირთულია, რომ ადამიანებს საშინელ პირობებში უწევთ ცხოვრება.
იტალიას კიდევ ერთი შემოთავაზება აქვს მათთვის, ვისაც იქ სურს ცხოვრება: ეს იტალიური ქალაქები $27 000 გადაგიხდიან, თუ იქ გადახვალთ.