
უჩვეულო მასალების ახალ შენობებად ქცევა, მიტოვებული შენობების გარდასახვა – ეს საინტერესო და სასარგებლო პროცესია. ზოგიერთი არქიტექტური მოდულურ სასწაულებს ქმნის, მაგალითად, ზღვის კონტეინერების უკვე არსებული სექციებისგან. სხვები გადამუშავებულ მასალებს ან მთელ ძველ შენობებს ლამაზი და გასაოცარი პროექტების განსახორციელებლად იყენებენ, ერთმანეთს უკავშირებენ ძველსა და ახალს.
თვითმფრინავების ანგრის ქცევა აკვაპარკად
ხშირად ხდება ისე, რომ უზარმაზარი სივრცის ხელმეორედ გამოყენება რთულია. პატარა სივრცის შეცვლა, გაფართოება, საჭირო ზომების მიცემა ხომ გაცილებით მარტივია და მისი მორგება შეიძლება როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული მიზნებისთვისაც. ხოლო იმის მოფიქრება, თუ რა მოვუხერხოთ, მაგალითად, უზარმაზარ ანგარს თვითმფრინავებისთვის, რთულია.
საბედნიეროდ, ასეთი უზარმაზარი სივრცისთვისაც მოიძებნა საჭირო დანიშულება! მაგალითად, აკვაპარკად ქცევა! შესანიშნავი იდეაა: აუზები, ტროპიკული მცენარეები, ბარები, კაფე, ქვიშის პლაჟი, წყლის ატრაქციონები – ყველაფერი შესანიშნავი დასვენებისთვის. ეს ყველაფერი იდეალურად მოთავსდება 182×304 მეტრი ფართობისა და 92-მეტრიანი სიმაღლის შენობაში. ჩვეულებრივი ანგარი ბერლინთან (გერმანია) ახლოს ნამდვილ სამოთხედ აქციეს.
სახლი წყალსატევ კოშკში
მყუდრო სახლი მდიდარი ისტორიით. თავიდან, ეს იყო წყალსატევი კოშკი, რომელიც ასწლიანი მუშაობის შემდეგ, საცხოვრებელ სახლად იქცა. რა თქმა უნდა, სახლის ზედა ნაწილში ასვლა ამაღელვებელი, თუმცა დამღლელია, რაც გააკვირი სულაც არაა, რადგან სახლის შიდა ნაწილი ადრე გამოიყენებოდა რეზერვუარად… 113562 ლიტრი წყლისათვის. თუმცა, ასეთი გასეირნება შიდა კიბეზე ამად ღირს. სახლის ფანჯრებიდან ხედი უბრალოდ გასაოცარია. მთელი დასახლება ხელის გულივით ჩანს.
ბუდისტური მონასტერი შუშის ბოთლებისგან
ბანგკოკის საზღვრებს გარეთ მაცხოვრებელი მონაზვნების ჯგუფმა, ლამაზი ტაძრის აშენებისა და გარემოს დახმარების მიზნით, შუშის ბოთლები გამოიყეენს. რელიგიის ერთგულ ადამიანებს დაეხმარნენ ადგილობრივი მაცხოვრებლებიც, რომლებმაც მილიონობით ფერადი შუშის ბოთლი შეწირეს მონასტრის ინტერიერისა და ექსტერიერის გაფორმებას. მთელი შენობა – კედლებიდან სახურავამდე, დაფარულია დეკორატიული მოზაიკისგან, რომელიც შესრულებულია შუშის ბოთლებით. სწორედ რომ შესაფერისი შენობაა მედიტაციისა და ლოცვისთვის.
პარკი ჯართისგან
პარკი, სახელად Foreverton მითიურად და მისტიურადაც კი გამოიყურება. ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი მეტალის სკულპტურების პარკია. ხუმრობაა თუ არა, პარკის შემქმნელები ამტკიცებენ, რომ ისინი ცდილობენ, პარკში კოსმიური ხომალდი შექმნან, რომელიც უცნობის შეცნობაში დაგვეხმარება. რეალური იდეაა თუ ტურისტების მოზიდვის ხერხი – ეს ჯერ არავინ იცის.
პარკი გადამუშავებული მასალებისგან
შთამაგონებელი არქიტექტურული და მხატვრული პროექტი იტალიელი ემიგრანტის მთელი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე იყო. Watts Towers – ესაა ორიგინალური პარკი შესანიშნავი სკამებით, შადრევნებით, ფანტასტიკური შენობებითა და აზრობრივი მოზაიკებით. ყველა ექსპონატი, ძირითადად, დამზადებულია ნაპოვნი ობიექტებისა და გადამუშავებული მასალებისგან. თითქმის 30 მ სიმაღლის კოშკები ბეტონის, ფოლადის, სამშენებლო ხსნარისა და მავთულიანი ბადისგანაა დამზადებული. საერთო ჯამში, ესაა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარ პარკთაგანი, რომელიც ოდესმე დაპროექტებულა და აშენებულა.
პლასტმასის ბოთლების შენობა
ამერიკელები ყოველდღიურად 70 მლნ პლასტმასის ბოთლ წყალს მოიხმარენ. მათგან მხოლოდ 10 მლნ ექვემდებარება გადამუშავებას. ამიტომ, დღეს სულ უფრო მეტი დიზაინერი ცდილობს მასალების ხელახლა გამოყენებას. ასეთი ორიგინალური კარავი – ერთ-ერთი გზაა პლასტმასის ბოთლების ხელმეორედ გამოყენებისთვის.
ქვიშის სასახლე
ქვიშის ტომრები, ხშირად, საგანგებო სიტუაციებში, სტიქიური უბედურებების დროს გამოიყენება. თუმცა, მათგან ნამდვილი სახლის აშენებაც შეიძლება, თუ მჭიდროდ დაალაგებთ. ეს ხელმისაწვდომი და იაფი სამშენებლო მასალაა.