
ჩვენს დროში, უამრავი ახალგაზრდა ფიქრობს სტარტაპ იდეებზე. თუმცა, ამ პროცესში, ქალაქის ნაგავსაყრელი ბოლო ადგილია, რომელშიც ამ საქმისთვის სასარგებლო რამეს მოძებნიან. მიუხედავად ამისა, უამრავმა ადამიანმა უკვე იპოვა შესაფერისი ნივთები სწორედ ნაგვის ბორცვებში.
აშშ-ს ნაგავსაყრელებზე, უმეტესად, ჯართის სახით ძველ ტრაილერებს აბარებენ. მათი უმრავლესობა ჩვეულებრივ ხარახურად აღიქმება, თუმცა, ერთმა მოხერხებულმა გოგონამ ეს მოძრავი სახლი თავის მომავალ ბიზნესს მოარგო.
ოდესღაც გასაოცარმა ტრაილერმა თავისი დრო მოჭამა.
მანქანის ინტერიერი საერთოდ განადგურებული იყო. ალბათ, მას ველური ცხოველების სახლად თუ აღიქვამდით. შეგიძლიათ იმის წარმოდგენა, რომ ეს ჯართი როგორღაც განახლდებოდა?
ქეით მაკლაფინმა შეძლო ამის წარმოდგენა. მან ჩაატარა კვლევა, რომლითაც დაასკვნა, რომ ტეხასში მოძრავი სილამაზის სალონის გახსნის ლიცენზიას მარტივად იძლევიან. ამასთან, ტეხასელთა დიდი ნაწილი სამსახურში დიდ დროს ატარებს, ამიტომ მათთვის მოსახერხებელია, როცა სილამაზის სალონი მათთან, სახლთან მიდის.
ამრიგად, ქეითი საქმეს შეუდგა. ჯერ ფასადი მოიყვანა მწყობრში, რადგან სწორედ ესაა პირველი, რასაც კლიენტები ხედავენ.
როცა ტრაილერი ძველებურად გაბზინდა, ინტერიერზე გადავიდნენ.
ქეითს დიდხანს არც უფიქრია – მთელი შიგთავსი გადაყარა, შიგნით მხოლოდ ცარიელი კედლები და ფანტაზიისთვის ცარიელი სივრცე დატოვა.
როცა მომავალი სილამაზის სალონი, როგორც იქნა, გაასუფთავეს, კაპიტალური რემონტის დროც დადგა.
მანამდე, გოგონა სალონის პროექტზე დიდხანს მუშაობდა: აკეთებდა გადაგეგმარებას, არჩევდა ავეჯს და გეგმავდა ყველაფერს ისე, რომ სივრცე მაქსიმალურად გამოეყენებინა.
გენიალური დაგეგმვის შედეგად, აქ მოთავსდა ვინტაჟური კუთხე, რომელშიც კლიენტები მოცდას შეძლებენ. წარმოიდგინეთ, რომ ამ მცირე სივრცეში, მომხმარებლისთვის დასასვენებელი ადგილიც მოიძებნა.
გოგონას არც დეკორაციები დავიწყებია: ჭერზე კარგად გათვლილი განათების სისტემა ამშვენებს.
ოთხთვიანი მუშაობის შემდეგ, ეს ჯართი მოდურ სალონად იქცა. ახლა მას ვეღარავინ იცნობს.
ალბათ, ვერ იპოვით ადამიანს, რომელიც ამ სილამაზის სალონს უგემოვნოდ მიიჩნევს და აქაურ მომსახურებაზე იტყვის უარს.
ახლა ქეითი ჰიუსტონში მუშაობს, თავის მოძრავ სალონს კი “Hair & There Mobile Salon” უწოდა. იგი მუდმივად ერთ ადგილასაა გაჩერებული, თუმცა, თუ კლიენტები თანხას დაამატებენ, ქეითი მას სახლთან მიაკითხავს. მისი მომსახურება განსაკუთრებით მოთხოვნადია ხალხმრავალ წვეულებებზე (ქორწილებსა და გამოსაშვებ საღამოებზე).
ეს შესანიშნავი ვარიანტია მათთვის, ვისაც დრო არ აქვს სალონებში სიარულისთვის, ან უბრალოდ სახლში უყვარს ყოფნა.
ქეით მაკლაფონი თავისი სალონისთვის შეუჩერებლად ეძებს ვარიანტებს, სრული კომფორტისთვის. სულ ცოტა ხნის წინ, მან აქ ელექტროგენერატორი შეცვალა. გოგონა მიღებულ შედეგს არ სჯერდება და ცდილობს, კლიენტები მუდმივად კმაყოფილი გაუშვას.
როცა ქეითი თავის ბიზნესს იწყებდა, აშშ-ში მოძრავი სალონი უცხო ხილი იყო. ახლა კი ბაზარზე წარმატებით ლიდერობენ მსგავსი სალონები და მალე კლასიკურ, სტაციონარულ სალონებს კონკურენციასაც გაუსწრებენ.
მაკლაფონი მალე მეორე მოძრავ სალონსაც გახსნის, რამდენადაც კლიენტების რაოდენობას მარტო ვერ უმკლავდება.
თუ არ იცით, სად და როგორ დააბანდოთ ფული, ეს შესანიშნავი ბიზნეს-იდეაა. შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში მოძრავი სალონების მსხვილი ქსელის მფლობელიც გახდეთ.