ბრჭყვიალი ზედმეტი არასდროსაა: 7 იდეა საახალწლო დეკორაციისთვის

ახალი წელი – ეს ის დროა, როცა ბრჭყვიალების სიჭარბე ბანალურად არ მიიჩნევა. რამდენიმე ქილა მშრალი მბზინავი ნამცეცები და წებო დაგეხმარებათ გასაოცარი დეკორის შექმნაში, პრაქტიკულად არაფრისგან. ჩვენ შევაგროვეთ 7 შესანიშნავი იდეა, რომელთა დახმარებითაც სახლს ყველაზე ბიუჯეტურად, თუმცა ლამაზად გააფორმებთ.

ბრჭყვიალა რკოები

მას, ვინც შემოდგომაზე მოასწრო რკოების შეგროვება, შეუძლია თავის კოლექციას უჩვეულო სილამაზე შემატოს. ბრინჯაოსფერი და ოქროსფერი ბრჭყვიალა რკოები დეკორის დახვეწილ ელემენტად იქცევა.

ნეკერჩხლის ბრჭყვიალა ფოთლები

ბევრი აშრობს წიგნებში ნეკერჩხლის ფოთლებს, ხოლო შემდეგ ავიწყდებათ მათ შესახებ. სწორედ რომ დროა თქვენი ჰერბარიუმის გამოყენებისა, რათა აქციოთ ფოთლები მბზინავ დეკორაციებად, რომელთა დაკიდება შეგიძლიათ ფანჯრებსა და პირდაპირ სადღესასწაულო მაგიდების თავზე.

შამპანურის ბრჭყვიალა ბოთლები

თუ ბრჭყვიალებით შამპანურის ბოთლებს დაფარავთ, ისინი სტუმრებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას დატოვებს.

ბრჭყვიალა ბოკლები

მოსაწყენი ბოკლები თქვენი სადღესასწაულო მაგიდის მთავარ აქცენტად იქცევა. შეგიძლიათ, შემოიფარგლოთ ბოკლის ფეხზე გლიტერის გამოყენებით, ასევე, შეიძლება მთლიანი შუშის დაფარვაც.

ბრჭყვიალა ჩამრთველი

ჩვეულებრივი ჩამრთველის გაფერადებაც შეიძლება სადღესასწაულოდ, თუ მას ნებისმიერი ფერის გლიტერით დაფარავთ.

ბრჭყვიალა ტოტები

ინტერიერის მოსართავად შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ ჩვეულებრივი ტოტები, რომლებსაც წინასწარ მბზინავებს მიაყრით.

მდიდრული ნაძვისხის სათამაშოები

მათ, ვინც მბზინავების გამოყენებას აპირებს, შეუძლიათ ყველაზე იაფფასიანი, შეუხედავი სათამაშოები იყიდონ. მთავარია, მათ სასურველი ფორმა ჰქონდეს, თორემ შარმს გლიტერითა და აკრილის საღებავებითაც მოუმატებთ.

მოგწონთ ხელსაქმე? გთავაზობთ კიდევ რამდენიმე იდეას ხელნაკეთი საახალწლო დეკორაციისთვის.