პატარა გოგონამ სახლში საიდუმლო ოთახი იპოვა. კარს მიღმა მთელ ოჯახს დიდი სურპრიზი ელოდა

იქნებ ყველა სახლშია ასეთი?

ვის არ უოცნებია ბავშვობაში, ეპოვა სკივრი, რომელიც ოქროს ნაკეთობებითა და არტეფაქტებით იქნებოდა სავსე? როგორი ამაღელვებელი იყო თავი ინდიანა ჯონსის ადგილას წარმოგვედგინა და გავმგზავრებულიყავით ექსპედიციებზე, სანამ დედა საჭმელად არ დაგვიძახებდა. წარმოიდგინეთ: ზოგიერთი ადამიანი განძს მართლა პოულობს! როგორც ამ ისტორიის ახალგაზრდა გმირმა. არა სადღაც ტყეში, არამედ საკუთარ სახლში. იქნებ, თქვენც ყურადღებით უნდა დაათვალიეროთ საკუთარი ბინა?

მამა, რომელიც დიდხანს ინახავდა ერთ პატარა საიდუმლოს.

ბავშვის ლოდინი – თითოეული ოჯახის ცხოვრებაში ყველაზე ამაღელვებელი მომენტია. ახალგაზრდა მშობლები მას უდიდესი პასუხისმგებლობით უდგებიან. ზოგიერთი მათგანი კი ფანტაზიას უდიდეს გასაქანს აძლევს. როგორც ერთმა ინგლისელმა მომავალმა მამამ. სასიხარულო ამბის გაგებისას, რომ მალე სახლში ერთი ადამიანით მეტი იქნებოდა, მან რემონტის გაკეთება და საბავშვო ოთახის მოწყობა გადაწყვიტა. ამასთან, დამალა რაღაც თავისი შვილისთვის, თანაც სავსებით მოულოდნელ ადგილას. ამ საიდუმლოს კი მთელი 6 წელი ინახავდა.

ძველი ჩემოდნის ამოლაგება დაბადების დღის საუკეთესო საჩუქარი არაა.

რა არის ეს?

თავის მეექვსე დაბადების დღეზე, პატარა გოგონამ მიიღო არც ისე სადღესასწაულო დავალება: ძველი ჩემოდნის ამოლაგება. პატარა დამჯერად შეუდგა დაჟანგული ინსტრუმენტებისა და ტანსაცმლის გადარჩევას, სანამ უეცრად რაღაც ნამდვილად საინტერესო არ იპოვა: ძველი რუკა.

ნამდვილი საგანძურის რუკა

რა თქმა უნდა, გოგონას ეჭვიც არ შეჰპარვია, რომ ეს ნამდვილი საგანძურის რუკა იყო. მითუმეტეს, რომ წარწერა “საგანძური” მასზე დიდი ასოებით იყო დატანებული. ყურადღებით დაკვირვების შემდეგ, გოგონა მიხვდა, რომ მის წინაშე თავისივე სახლის რუკა იყო.

აი, საგანძურიანი სამალავი, რუკის მიხედვით, პირდაპირ მისი საძინებლის გვერდით იყო. თუმცა, როგორ? იქ ხომ არაფერია, გარდა კედლისა.

ძველი “მეკობრული” მეთოდი: მამამ (იგი ყველაფერს კამერით იღებდა) შესთავაზა ქალიშვილს ძველი მეთოდის გამოყენება – კედელზე დაკაკუნება.

კედლის გამოჭრა გახდა საჭირო.

როცა უჩვეულო ხმა გაიგონა, გოგონამ იფიქრა, რომ კარს უკან სამალავი იყო. მას ასეთი რამ მულტფილმებში არაერთხელ უნახავს. მამა დათანხმდა და დაიწყო კედლის გამოჭრა. მალე, საბავშვო ოთახის კედელში ახალი გასასვლელი გაჩნდა.

გოგონამ იქაურობა დაალაგა და დაინახა პატარა ოთახი, რომელიც აქამდე სახლში არასდროს შეუმჩნევია. მიუხედავად იმისა, რომ იგი პირდაპირ მისი ოთახის კედლის უკან მდებარეობდა. თუმცა, ეს ყველაფერი არაა: ფანჯრის ქვეშ იუბილარმა ზარდახშა შენიშნა.

აი ისიც, განძი! ზარდახშაში გოგონამ ლალი და ბრილიანტები არა, მაგრამ მბზინავი მონეტები და ლამაზი სამკაულები იპოვა, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, დედასა და ბებიას ეკუთვნოდა.

ნუთუ ეს იდეალური დაბადების დღე არაა? გოგონა ისეთი აღფრთოვანებული იყო ნაპოვნით, რომ მამამ ვერ შეძლო მისთვის იმის გამხელა, რომ მთელი ეს საქმე მისი ჩაწყობილი იყო.

6 წლის წინ, გოგონას დაბადებამდე, მამაკაცმა კაპიტალური რემონტი დაიწყო. მათი სახლი დიდი, თუმცა ძველი და დაზიანებული იყო. მომავალი საბავშვო ოთახის დათბობა აუცილებელი გახდა. დიდხნიანი ყოყმანის შემდეგ, მამამ გადაგეგმარება გადაწყვიტა, შეამცირა ოთახი ზომაში და კარგადაც დაათბო. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ დარჩენილი ფრაგმენტი საწყობად გამოეყენებინათ, იქ სამალავის მოწყობა გადაწყვიტა და დროებით “დაივიწყა”, რათა წლების შემდეგ თავისი შვილი გაეხარებინა.

ეს იმის მაგალითია, თუ როგორ ვაქციოთ რემონტი გასაოცარ სურპრიზად, რომელიც ნამდვილად მთელი ცხოვრება დაამახსოვრდებათ.