10 ყველაზე უჩვეულო ციხე მსოფლიოში

მთელი მსოფლიოს ციხეების უმრავლისობა, ძირითადად, მოწყობილია ერთი კონცეფციის გარშემო: ისინი შედგება სპეციალური კამერებისგან, რომლებშიც პატიმრები მისჯილი ვადის დიდ ნაწილს ატარებენ, ცალკეული დასასვენებელი ტერიტორიებისგან, რომლებზეც ისინი სეირნობენ, კავდებიან სპორტით, ასევე, სააბაზანოს, სამზარეულოსა და სასადილოსგან. რამდენადაც ციხეები თავიანთი სპეციფიკაციებით განსხვავდება, აშენებულია გარკვეული მოთხოვნილებების მიხედვით. გთავაზობთ ყველაზე უჩვეულო და უცნაური ციხეების ნაკრებს, მთელი მსოფლიოდან. ისინი შორსაა პენიტენციალური დაწესებულებების შესახებ წარმოდგენისგან, განლაგებულია უჩვეულო ადგილებში და ახასიათებს ციხეებისთვის არატრადიციული საცხოვრებელი პირობები და საქმიანობები ან უცნაური დაგეგმარება აქვს.

10. გამოსასწორებელი დაწესებულება ლუიზიანას შტატში, აშშ-ში

ბევრ საკითხში, ლუიზიანას შტატის გამოსასწორებელი დაწესებულება არაფრით განსხვავდება აშშ-ს ზოგიერთი სხვა ციხისგან. აქ ყოფნის ტერიტორიაც, პირობებიც, სავსებით ჩვეულებრივია. აქ არის მიმღები პუნქტი, კამერები სიკვდილმისჯილთათვის, ასევე, ბევრი სხვა ოთახი და დანაყოფი. თუმცა, სხვა ციხეებისგან განსხვავებით, ტერიტორიაზე არის ცხრათხრილიანი გოლფის სათამაშო მოედანი, რომელიც ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომია. საჭიროა, უბრალოდ წინასწარ შეატყობინონ თამაშის სურვილის შესახებ საჭირო პირებს, რათა ხელისუფლებამ სხვადასხვა შემოწმება ჩაატაროს. ამავდროულად, როცა მოედანზე პატიმრები თამაშობენ, იგი ხელმიუწვდომელია თავისუფალი დასწრებისთვის.

9. ციხე “სან-პედრო” – ბოლივია

ციხე “სან-პედრო” – ესაა უნიკალური ადგილი რამდენიმე მიზეზით. პირველ რიგში, აქ ცხოვრების პირობები ტრადიციული ციხისაგან განსხვავდება. რამდენადაც აქ ათასზე მეტი პატიმარია, იგი უფრო გვახსენებს ერთგვარ ქალაქურ რაიონს, რომელშიც ციხეა. გარდა დაცვისა, მაღალი ბეტონის ღობეებისა და გამშვები პუნქტებისა, აქ არის მაღაზიენი, რესტორნები და ა.შ. რაც უფრო გასაკვირია, პატიმარმა თავად უნდა იყიდოს ადგილი კამერაში, რომელშიც სასჯელს მოიხდის. ეს იმას ნიშნავს, რომ მდიდარი პატიმრები მდიდრულ პირობებში იცხოვრებენ, საკაბელო ტელევიზიების, ბილიარდის მაგიდების, პირადი სააბაზანოს ჩათვლით. ხოლო უფრო ღარიბი პატიმრები უნდა მოეწყონ გადავსებულ კამერებში.

8. ციხე Bastoy Island – ნორვეგია 

ექსპერტები თვლიან, რომ ნორვეგიის ციხის სისტემა საუკეთესო და ყველაზე ლიბერალურია მსოფლიოში. ეს იმიტომ, რომ პატიმრები ციხეში რეაბილიტაციას გადიან, სასჯელს კი არ იხდიან. მათ ასწავლიან სხვანაირად, კრიმინალის გარეშე ცხოვრებას. ციხე სრულად უზრუნველყოფს საკუთარ თავს. მზის ელემენტები ელექტრობით კვებავს მთელ შენობას, ციხის ფერმაში აშენებენ ღორებს, ძროხებსა და ქათმებს… ციხეში არაფერი იყრება – ყველაფერი გადამუშავდება. მყუდრო კამერები სრულად აღჭურვილია ავეჯით, ხოლო პატიმრებს შეუძლიათ ცხენებით ჯირითი ან ჩოგბურთის თამაში. ეს ყველაფერი ძალიან უჩვეულოა, თუმცა სისტემა მოქმედებს, რამდენადაც ნორვეგიაში განმეორებითი დანაშაულის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია ევროპის მასშტაბით.

7. ციხე “ჯვრები” – რუსეთი

რუსეთის ბევრი ციხე გადავსებულია, რისი ერთ-ერთი მიზეზიც ისაა, რომ ახალი ციხეები არ შენდება და პატიმრები იძულებულნი არიან, გადავსებულ კამერებში იცხოვრონ. ყველაზე სავსე ციხედ მსოფლიოში ითვლება “ჯვრები”. ციხე გათვლილია 1500 პატიმარზე, თუმცა, რეალურად, მათი რაოდენობა 12 000-ს აღწევს. გარდა გადავსებულობისა, ციხე განთქმულია თავისი საშინელი პირობებით, საწოლების უკმარისობითა და მომსახურე პერსონალის არარსებობით. ეს საპროკურორო ორგანოს საშუალებას აძლევს, მიიღოს აღიარება ან ძვირფასი ინფორმაცია, სხვა ციხეში გადაყვანის შეპირების სანაცვლოდ.

6. ციხე ქალაქ არანხუესში – ესპანეთი

არანხუესის ციხე ესპანეთში – ეს პენიტენციალური დაწესებულების მსოფლიოში პირველი დაწესებულებაა, რომელშიც ოჯახები ცხოვრობენ სპეციალურ კომპლექსებში. ცხლკეულ შენობებში ყველა კომფორტი, პირადი სააბაზანოები, სათამაშოებია, ხოლო საბავშვო ოთახების კედლები მორთულია საბავშვო შპალერით. აქ სიმყუდროვე და საშინაო ატმოსფერო სუფევს. ასეთი პირობები უზრუნველყოფს პატიმრების თავიანთ შვილებთან შეხვედრას კომფორტულ პირობებში, რაც ზიანს არ მიაყენებს ბავშვის ფსიქიკას. გარდა ამისა, ასეთი ურთიერთობა ხელს უწყობს პატიმრის სოციალიზაციასა და რეაბილიტაციას. როცა ბავშვი 3 წლის ასაკს მიაღწევს, მის მეურვეობას ნათესავებს აკისრებენ, რადგან ციხეში მას არაფერი ესაქმება. თუმცა, ოფიციალური ორგანოები დღეისათვის განიხილავენ შესაძლებლობას, რათა ბავშვებმაც შეძლონ ცხოვრება დაპატიმრებულ მშობლებთან ერთად.

5. სასჯელაღსრულების ცენტრი ლეობენი – ავსტრია

სასჯელაღსრულების ცენტრი 2004 წელს აშენდა და იგი 250 პატიმრისთვის სასამართლოცაა და ციხეც. იგი იმისათვის აშენდა, რომ პატიმრები უზრუნველეყოთ ადამიანური პირობებით, სასჯელის მოხდის დროს, და ეჩვენებინათ, რომ სახელმწიფო პატივს სცემს მათ ღირსებას, მიუხედავად განაჩენისა. ბევრი ამ დაწესებულებას “ხუთვარსკვლავიან სასტუმროს” უწოდებს, ცხოვრების მდიდრული პირობების გამო. პატიმრებს აქ უამრავი თავისუფლება აქვთ. დიდი და მყუდრო კამერები აღჭურვილია თანამედროვე სამზარეულოებით, სააბაზანოებითა და სხვა კომფორტული პირობებით.

4. ციხე მეკობრეებისთვის – სეიშელის კუნძული 

სეიშელი – ესაა პატარა კუნძულების ნაკრები, რომელსაც სამოთხესთან აიგივებენ, მდიდრული პლაჟბისა და ტროპიკული პეიზაჟების დამსახურებით. კუნძულზე არსებული ვილები და სასტუმრო სახლები ძალიან ძვირია. სეიშელი – ესაა ადგილი მდიდრებისა და ცნობილებისთვის. ამ კუნძულზე მდებარეობს ციხეც, რომელიც 2010 წელს გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის დეპარტამენტის ეგიდით აშენდა, სომალელი მეკობრეების დასაპატიმრებლად, სამშობლოში მათ დეპორტაციამდე. აქ მუშაობენ დიდი ბრიტანეთიდან და ნიდერლანდებიდან მოწვეული მოსამართლეები და ადვოკატები, თვითონ მეკობრეები კი თავისუფლად ცხოვრობენ, თამაშობენ სპორტულ თამაშებს და ისვენებენ სუფთა ჰაერზე, ტკბებიან მზის პროცედურებით.

3. ციხე Ceby – ფილიპინები

ეს დაწესებულება ცნობილია პატიმართა მასობრივი საცეკვაო წარმოდგენებით. ინტერნეტში შეგიძლიათ მოიძიოთ უამრავი სიუჟეტი იმის შესახებ, თუ როგორ ცეკვავენ პატიმრები ცნობილ კომპოზიციებზე. ინტერნეტში ყველაზე პოპულარულია სიუჟეტი საცეკვაო ფლეშმობზე, რომელშიც 1500 პატიმარი მონაწილეობდა და რომელიც მაიკლ ჯექსონის კომპოზიციაზე “Thriller” იყო აგებული. ციხის ხელისუფლება ასეთ ღონისძიებებს პატიმართა დისციპლინისა და ფიზიკური ფორის შენარჩუნების მიზნით აწყობს. თავიანთ ქორეგრაფიულ გამოსვლებს პატიმრები უძღვნიან სპეციალურ მოვლენებს და მონაწილეობისთვის ფულსაც იღებენ.

2. ციხე სარკი – ნორმანდიის კუნძულები

სარკი – ესაა პატარა კუნძული ლა-მანშის სრუტეში, რომელიც ბრიტანულ სამეგოს ეკუთვნის, თუმცა, დიდი ბრიტანეთის პოლიტიკისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს. კუნძული ჯერსისა და ჰერნსის შორის მდებარეობს. მასზე, სამართალდამცავების ნაცვლად, მოღვაწეობს მოხალისე კონსტებლი, რომელიც კუნძულის 600 მაცხოვრებლისთვის კანონს წარმოადგენს. კუნძულზე პატარა ციხეა, რომელიც მხოლოდ ორ კამერას მოიცავს, ყოველგვარი ფანჯრისა და კომფორტის გარეშე, მხოლოდ საწოლებით. მასში, ძირითადად, დროებით აკავებენ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ პირებს ან ტურისტებს, რომლებსაც დანაშაულის ჩადენაში სდებენ ბრალს. ტურისტებს აქ ღამის გათევაც შეუძლიათ, თუ ციხე თავისუფალია.

1. ციხე “მედიჩის ციხე-სიმაგრე” – იტალია

“მედიჩის ციხე-სიმაგრე” – ესაა გასაოცარი ადგილი, რადგან იგი 1474 წელს, რენესანსის პერიოდში აშენებულ ციხე-სიმარეშია მოწყობილი. თუმცა, მას უჩვეულოდ ამ მიზეზის გამო არ თვლიან. 2006 წლიდან, ციხეში პატიმრები გადიან რეაბილიტაციას, იძენენ ახალ უნარებს და ცოდნას, რომლებიც ციხის გარეთ დაეხმარებათ. კომპლექსის ტერიტორიაზე არსებობს რესტორანი, რომელშიც არასაშიში პატიმრები ამზადებენ და ყიდიან იტალიური სამზარეულოს კერძებს.

მიუხედავად პლასტმასის თეფშებისა და რამდენიმედონიანი გამშვები კონტროლისა, ადგილი ძალიან პოპულარულია, ხოლო უქმეებში აქ მთელი ანშლაგია.

მოგწონთ უჩვეულო შენობები? მაშინ აუცილებლად მოგეწონებათ ჩვენი სტატია იმ შენობების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა არასტანდარტული ფორმისაა.