
თუ თქვენი მანქანის ძარა შეიჭეჭყა, ნუ მიეცემით პანიკას. არსებობს ხრიკი, რომელიც ამ პრობლემას ოსტატისა და ზედმეტი ხარჯის გარეშე მოაგვარებს. დაზიანების აღმოფხვრაში დაგეხმრებათ ჩვეულებრივი პლასტმასის ბოთლი. მოცემული ხრიკის გამოყენება, რა თქმა უნდა, ამაო იქნება სერიოზული დაზიანების დროს, თუმცა, თავისი სიმარტივის გამო, ცდად ნამდვილად ღირს.
დაგჭირდებათ: 2-3 პლასტმასის ბოთლი, თავსახურიანად, სამშენებლო ფენი (თუ გაქვთ), ხელი წებოს ჩხირი.
სანამ ძარის გასწორებას შეუდგებოდეთ, ჯერ ზედაპირი უნდა მოამზადოთ. დეფორმაცია დაამუშავეთ საშუალო ხორკლიანი ზუმფრის ქაღალდით. საქმის დასრულების შემდეგ, გასწორების ადგილი სწორ ფერში უნდა შეიღებოს. ამისთვის საღებავი და გრუნტი მოამზადეთ წინასწარ.
ახლა აიღეთ ბოთლი და დაამუმშავეთ ზუმფრის ქაღალდით მისი თავსახურით. სურვილისამებრ, შეგიძლიათ უფრო მსხვილი ქაღალდიც გამოიყენოთ. ამის შემდეგ, თავსახურიც გაწმინდეთ. ბოლოს შეუდექით ნამდვილ საქმეს.
წებო გაახურეთ ფენის ან ნებისმიერი სხვა რამის გამოყენებით. ამის შემდეგ, მალევე წაუსვით ცხელი წებო თავსახურს და სწრაფად მიაწებეთ დეფორმაციის ცენტრს. თუ დეფექტი გრძელია, მიაწებეთ რამდენიმე თავსახური ერთდროულად. როცა წებო გაშრება, მიახრახნეთ ბოთლი.შემდეგ უბრალოდ გაასწორეთ დეფექტი ბოთლზე მოქაჩვის გზით. ეს მანამ აკეთეთ, სანამ თავსახურები არ მოძვრება. გაიმეორეთ აღწერილი პროცედურა სასურველ შედეგამდე.
როცა დეფექტი აღმოიფხვრება, დაადეთ ძარას გრუნტი და შეღებეთ.
ვიდეო: