შავი ნივთები გახუნდა: როგორ აღვადგინოთ ფერი საშინაო პირობებში

შავი ფერის ნივთები უნივერსალურია და ნებისმიერ გარდერობში უნდა იყოს. მისი ნაკლი მხოლოდ ისაა, რომ, დროთა განმავლობაში, ასეთი ნივთები (როგორ ნებისმიერი სხვა) იწყებს გახუნებას. მათ, ვინც ასეთ პრობლემას შეხვედრია, ალბათ, უცდიათ იმის გაგება, თუ როგორ გაახანგრძლივოს გარდერობის საყვარელი ნივთის ვარგისიანობის ვადა და განაახლოს უკვე გახუნებული. მაშ ასე, რა უნდა იცოდეთ.

სწორი მოვლა

პირველ რიგში, ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ უმჯობესია, არ დაუშვათ ნივთის ფერის დაკარგვა. ამის მიღწევა შეიძლება მხოლოდ სწორი მოვლით, პირველ რიგში კი – სწორი რეცხვით. ყველაფერი მწარმოებლის რეკომენდაციების გაცნობით იწყება. შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში, იარლიყზე მითითებულია სწორი პარამეტრები და საჭირო ჩამონათვალი იმისა, თუ რა უნდა გაკეთდეს ამა თუ იმ პროდუქტის რეცხვის დროს.

გარდა ამისა, მაღაზიებში შეიძლება სპეციალური სარეცხი საშუალების შეძენა, რომელიც განკუთვნილია უშუალოდ შავი ნივთების მოსავლელად. ასევე, რეკომენტებულია დამატებითი გავლება ძმრის, მარილისა და სოდის დამატებით, მხოლოდ ცივ წყალში.

შავი ფერის რესტავრაცია

შეგიძლიათ სცადოთ ნივთის საწყისი ფერის აღდგენა. ამისთვის უამრავი საშუალება არსებობს, როგორც სპეციალური, ისე საშინაოც. თითოეულ მათგანს, როგორც წესი, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. ამიტომ, დიასახლისებმა უნდა აირჩიონ შესაფერისი რეცეპტი, თავიანთი გამოცდილებისა და კონკრეტული ნივთის მიხედვით. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დასახმარებლად უნდა მიმართოთ სპეციალურ ქიმიურ საღებავებს, რომლებიც ქსოვილების მაღაზიებში იყიდება. მათი გამოყენება შეიძლება როგორც ხელით, ისე მანქანით რეცხვის დროს. ყველაზე ხშირად, ისინი ფხვნილის სახითაა წარმოებული.

მნიშვნელოვანია: სპეციალური აღმდგენი საშუალების გამოყენებამდე, გაეცანით მისი მოხმარების ინსტრუქციას.

გარდა ამისა, დიასახლისებს შეუძლიათ “ხალხური” საშუალებების გამოყენებაც. ამ საქმეში სუფრის ძმარი დაგეხმარებათ. იგი არამხოლოდ აღადგენს, არამედ დიდხანს ამყარებს ნივთების შავ ფერს. აღნიშნული საშუალება უშუალოდ რეცხვის შემდეგ, ცივ წყალში სავლებად უნდა გამოიყენოთ. სარეცხ წყალს 2-3 ჩ.კ. სითხე უნდა დაუმატოთ. პირველი გავლების შემდეგ, ტანსაცმელი ჩაალბეთ ხსნარში 2-3 საათით, ხოლო შემდეგ კიდევ ერთხელ გაავლეთ ამავე წყალში.

შენიშნვა: ძმრის გამოყენების შემდეგ, ნივთი უნდა გააშროთ სუფთა ჰაერზე, უსიამოვნო სუნი რომ არ შერჩეს.

შეგიძლიათ, ნატურალური ყავა გამოიყენოთ. დაახლოებით 10 გ პროდუქტი გააზავეთ 1 ლ ცხელ წყალში. ნივთი წინასწარ გარეცხეთ, რის შემდეგაც ნივთი გაგრილებულ ხსნარში უნდა ამოავლოთ.

ძმრისა და ყავის ალტერნატივის სახით, თამბაქოს გამოყენებაც შეიძლება. ამისთვის დაახლოებით 15 გ ფხვნილი დაგჭირდებათ. იგი თბილ წყალში იხსნება. ხსნარი დააყენეთ 30 წუთით, რის შემდეგაც იგი უნდა გადაწუროთ და გამოიყენოთ ფერდაკარგული ადგილების გაჟღენთვისთვის. ყველაზე მოსახერხებელია ტანსაცმლის დადება ბრტყელ ზედაპირზე.