
გინდათ, მდიდრული სახლი 10 დოლარად შეიძინოთ? ვფიქრობ, ამას ის ადამიანებიც დათანხმდებიან, რომლებსაც უკვე აქვთ საცხოვრებელი. ამერიკის ქალაქ მოკლერში, ნიუ-ჯერსის შტატში, სწორედ ასეთი სახლი იყიდება. რა თქმა უნდა, მის შესაძენად ერთი პირობის შესრულებაა საჭირო.
საქმე ისაა, რომ მყიდველმა სახლი სხვა ადგილას უნდა გადაიტანოს!
ულამაზესი ვილა 1906 წელს აშენდა. ოდესღაც, მისი მფლობელი გახლდათ ობრი ლუისი – გუნდ “ნოტრ დამის” ცნობილი ფეხბურთელი, რომელიც, საბოლოო ჯამში, ფსბ-ს პირველ შავკანიან აგენტად იქცა.
სახლი ისტორიულ მემკვიდრეობადაა აღიარებული, ამიტომ მისი დანგრევა არ შეიძლება. თუმცაღა მიწა, რომელზეც თვითონ შენობა დგას, სერიოზულ ბიზნესმენსა და მსხვილ მშენებელს ეკუთვნის.
ამ ადგილზე, დროთა განმავლობაში 8 ახალი სახლის აშენება იგეგმება, თუმცა, ვილა ხელს უშლის ასეთი გეგმების განხორციელებას.
გასაგებია, რომ 10 დოლარი – სახლისთვის სასაცილო ფასია. თუმცა, მისი გადატანა და დოკუმენტების გაფორმება მყიდველს ნამდვილად ძვირი დაუჯდება.
სპეციალისტების მტკიცებით, ამ ყველაფერს 60 000-მდე დოლარი დასჭირდება. თუმცა, ეს იმაზე უფრო იაფია, ვიდრე სახლის ხელახლა აშენება, ამიტომ მყიდველი აუცილებლად გამოჩნდება.
საინტერესოა, რომ ეს პირველი და ერთადერთი მსგავსი შემთხვევა არაა. მინესოტელმა წყვილმა სახლში 1 დოლარი გადაიხადა, მის გადასატანად კი 22 000 დოლარი დახარჯა.