
მდიდრულ სახლში 4 საძინებელი, 3 სასტუმრო და საკუთარი კინოდარბაზიც კია.
რთულია იმის წარმოდგენა, რომ ვინმემ მზად იყო, თითქმის 1 მლნ ევრო ბეღელში საცხოვრებლად გადაეხადა. თუმცა, ეს უძრავი ქონება დაგაჯერებთ, რომ ასეთი კაპიტალდაბანდება გამართლებულია.
მშენებელმა ნორფლოკში თავისი ყოფილი ბეღელი აქცია მდიდრულ სახლად, რომელიც მოიცავს 4 საძინებელ, 3 სასტუმრო, თანამედროვე სამზარეულო ოთახებსა და აივანს, ფანტასტიკური ხედით. სახლში კინოდარბაზი და დათბობილი იატაკიცაა.
სოფელში მდებარე სახლის გარდასახვას დაახლოებით წელიწადნახევარი დასჭირდა. მანამდე, იგი ეულად იდგა მინდორში და სრულიად ავარიულ მდგომარეობაში იყო. ყოფილი მფლობელები ბეღელს მხოლოდ საქონლის საკვების სესანახავად იყენებდნენ.
გარდა მდიდრული სახლისა, რომლის ღირებულებაც 975 000 ევროს (1 073850 დოლარი) შეადგენს, მომავალ მფლობელს ერგება დაახლოებით 1 აკრი მიწა. მსურველებს, აგრეთვე, შეუძლიათ მთელი მინდვრის (17 აკრი) შეძენა, თუმცა ამისთვის, რა თქმა უნდა, დამატებით უნდა გადაიხადონ.