
მოკლედ, თქვენს კლავიატურაზე მოხვდა სითხე, შეიძლება, ცხელიც კი, ასევე, შაქრისა და ნაღების დამატებით. საწერი მოწყობილობა აფრქვევს ნაპერწკლებს, თქვენ პანიკაში ხართ, ხმამაღლა იძახით სიტყვებს, რომლებიც მსგავს სიტუაციებს შეეფერება.
რას აკეთებენ ადამიანები ამ შემთხვევაში? სწორია, სველ კლავიატურას აგდებენ და ყიდულობენ ახალს, რომელიც საკმაოდ იაფია. სხვა საქმეა, თუ ეს ტომოგრაფის ან ორბიტალური სადგურის კლავიატურაა. კარგი, თუნდაც, ნოუთბუქის, რომელზეც მთელი თქვენი ბუღალტერია და ანგარიშებია დამოკიდებული და ახლავე გჭირდებათ. ნუ ჩავარდებით პანიკაში, ჩვენმა რედაქციამ იცის, როგორც უნდა მოიქცეთ. ნოუთბუქის კლავიატურის წმენდა არც ისე შეუძლებელი საქმეა.
კლავიატურის გაწმენდა
მნიშვნელოვანია ერთი მარტივი რამის გაგება: არაფერი საშინელი არ მომხდარა, თქვენ წინაშე მხოლოდ რკინაა, რომლის შეკეთება ან შეცვლა შეიძლება. პირველი ლოგიკური მოქმედებაა კვების გამორთვა. ეს მაქსიმალურად სწრაფად გააკეთეთ, თანაც, არამხოლოდ დენიდან გამორთოთ, არამედ გამოიღეთ ელემენტიც, შემდეგ ნოუთბუქი გადმოაბრუნეთ თავდაყირა, რათა სითხე მაქსიმალურად გამოვიდეს ან უფრო ღრმად მაინც არ ჩავიდეს.
ახლა კონცეპტუალურად უნდა გადაწყვიტოთ, თუ როგორ მოიქცეთ: ან გააშროთ და გაწმინდოთ კლავიატურა დამოუკიდებლად, ან მაშინვე წაიღოთ ხელოსანთან. თუ მეორე აირჩიეთ, შეგიძლიათ, სტატიის კითხვა აღარ გააგრძელოთ. ხოლო თუ თავად გამკლავებას გადაწყვეტთ, გთავაზობთ დაწვრილებით ინსტრუქციას. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა რაოდენობით და რა სახის სითხე დაიღვარა ღილაკებზე.
კლავიატურაზე დაიღვარა
1. წყალი
არ დაგავიწყდეთ, რომ ნოუთბუქების უმეტესობას აქვს დაცვა, თუმცა იგი სრულყოფილი როდია. თუ ეს ჭიქა წყალი იყო, რომელშიც დამამშვიდებლის ჩაწვეთება ვერ მოასწარით, შეიძლება, საკმარისი იყოს შემდეგი მოქმედებები. უბრალოდ გამორთეთ მოწყობილობა, გაწმინდეთ მშრალი ტილოთი და გააშრეთ 1 დღით მაინც. თუ დრო არ გაქვთ, აიღეთ ფენი და აშრეთ ელექტრომეგობარი მთელი სიყვარულით.
2. ჩაი ან ყავა
ნოუთბუქისთვის ეს საკმაოდ აგრესიული სითხეებია. რატომ? ყველაფერი შაქრის, რძისა და ყავის მარცვლების ნაწილაკების ბრალია, რომლებიც, ასე თუ ის, მაინც აღწევს ფილტრებში. მაშინაც კი, თუ კლავიატურის ნორმალურად გაშრობას მოახერხებთ, ღილაკების დაწებება და შეცდომები გამორიცხული არაა. პრევენციული მეთოდი: მაშინვე მოხსენით და გაწმინდეთ კლავიატურა.
3. ლუდი ან სხვა სპირტიანი
ლუდისგან მუხტდგამტარი კონტაქტები შეიძლება სწრაფად ამჟავდეს, ხოლო სპირტი, თავის მხრივ, ტექნიკას აზიანებს. თუ გაშრობის შემდეგ ღილაკები არ რეაგირებს, ეწებება, არასწორი ასოები იბეჭდება ან საერთოდ არ მუშაობს, თქვენთვის ცუდი ამბავი გვაქვს: კლავიატურის დაშლა მოგიწევთ. სიტუაციის გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება, თუ არ დაზიანებულა დედაპლატა, რომელიც სწორედ კლავიატურის ქვეშაა განთავსებული.
როგორ მოვიქცეთ
1. მოხსენით კლავიატურა
უმეტესი მოწყობილობის აგებულება მოდულურია, ღილაკები შეიძლება უბრალო პლასტმასის კბილანებზე იყოს დამაგრებული, ამიტომ მარტივად შეიძლება მთელი სექციის ამოღება სახრახნისით. არაა საჭირო დიდი ძალის დატანება, თორემ შეიძლება შემოგატყდეთ. მოქმედებები დააფიქსირეთ ფოტოზე.
2. ვიფურთხებით სამჯერ და ვაკაკუნებთ ხეზე, რომ არ გავთვალოთ
კლავიატურის მოხსნისას, გააშრეთ ღილაკები მშრალი ღრუბლით, რათა დარჩენილი სითხე გაიწოვოს. ასევე, შეგიძლიათ ოდნავ ნოტიო ქსოვილის ხელსახოცითაც გაწმინდოთ, ყავის ან ჩაის კვალი რომ მოაშოროთ. ამ სითხეებს თქვენს ნოუთბუქზე არაფერი ესაქმებათ. ფრთხილად დააბრუნეთ ყველაფერი თავიას ადგილზე, სახელმძღვანელოდ კი ფოტოები გამოიყენეთ.
თუ კლავიატურის გაწმენდის შემდეგ ყველაფერი ნორმალურად მუშაობს, ამოისუნთქეთ, ისევ მოიმზადეთ რამე დასალევი, ამჯერად უფრო სანდო ჭურჭელში, და დალიეთ ნოუთბუქისგან მოშორებით. ჰო, მართლა, ნიუანსი! მაკბუქთან ასეთი რამეები არ გაგივათ, ამიტომ მაშინვე ამოიდეთ იღლიის ქვეშ და ძალიან სწრაფად მიიტანეთ სერვის-ცენტრში. ისე, ეს სხვა ნოუთბუქებსაც ეხება.