1790 წლის ეკლესია დიდხანს არ ფუნქციონირებდა, სანამ აქ ბრიტანელი წყვილი არ დასახლდა…

ჩვენ უკვე არაერთხელ მოგვიყოლია იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც გადააკეთეს საწყობები, საზღვაო კონტეინერები თუ ავტობუსები საცხოვრებელ სახლად. თუმცა, ამ სტატიაზე მუშაობისას გავიგე, რომ ასეთი რამეც ხდება…

2002 წელს, ბრიტანელმა იან ბოტომლიმ და სალი ონიონსმა ნორტამბერლენდის საგრაფოში მიტოვებული ეკლესია შეიძინეს. შენობა 1792 წელს იყო აშენებული, ხოლო 1980-იანი წლებიდან ერთი მფლობელის ხელიდან მეორეში გადადიოდა, რადგან არავის სურდა მისი რესტავრაციისთვის დიდი ფულის დახარჯვა.

რემონტის მსვლელობისას საჭირო გახდა შენობის აღჭურვა ახალი ელექტროსადენებით. ასევე, იატაკქვეშ გაჩნდა გათბობა. იგი არც თანამედროვე დიზაინერული ნივთების გარეშე დასრულდა.

ამასთან, იანმა და სალიმ შეძლეს ეკლესიის საწყისი იერის გარკვეული ნაწილის შენარჩუნება. მათ ახალ სახლში ხელუხლებელია ძველი ვიტრაჟები, თაღიანი ჭერები და ემბაზიც კი, რომელშიც ოდესღაც ბავშვებს ნათლავდნენ.

თუ შენობის ინტერიერი ცოტათი შეიცვალა, ფასადი უცვლელად დატოვეს. ასევე, ახალი მფლობელები არ შეხებიან საფლავის ფილებს, რომლებიც მოშორებით მდებარეობს. ყველაფერი სწორად გაიგეთ: ეკლესიის ტერიტორიაზე სასაფლაოცაა.

სამზარეულოს ავეჯი იმ ფიჭვის დაფებისგან დამზადდა, რომლებიც მანამდე ეკლესიის დახლების ფუნქციას ასრულებდნენ. რაღაც მკარნახობს, რომ ჩვენს რეგიონში ასეთ საცხოვრებელს ცოტა თუ დააფასებდა…

სხვათა შორის, იანი სა სალი მზად არიან, თავი ანთი სახლი თითქმის 700 000 ფუნტად გაყიდონ. მათ კოორდინატებს ინტერნეტში იპოვით და სახლის ჩვენებაზეც მოელაპარაკებით.

ასე, რომ, თუ ამ წყვილის იდა მოგეწონათ, თამამად გაემგზავრეთ ინგლისში. თქვენ, სხვა თუ არაფერი, გექნებათ ძალიან ორიგინალური და ფართო სახლი, ვიდრე ზოგიერთი ბინა.

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი ამ განახლების შესახებ კომენტარებში.