
ბევრი ადამიანი წლების განმავლობაში ოცნებობს სახკზე, რომელიც თავისი გემოვნებითაა აშენებული და მოწყობილი. ბევრი ჩვენგანისთვის მისაღებია კარგი ბინა, წარმატებული რემონტით, ან კერძო სახლი.
თუმცა, ზოგიერთი ადამიანის შემოქმედებითი აზროვნება უფრო შორს მიდის. ექსპერიმენტების მოყვარული ახალგაზრდები ავტომობილებში სახლდებიან და მთელ მსოფლიოს შემოივლიან ისე, რომ საკუთარი სახლის ზღურბლს არ სცდებიან.
ვიღაც კი საერთოდ გამოქვაბულში გადადის საცხოვრებლად. ჩვენი დღევანდელი სტატიის მთავარმა გმირმა საცხოვრებელ სახლად ძველი წყალსატევი კოშკი გადააქცია.
ეს ცარიელი კოშკი, სქელი ბეტონის კედლებით, ქალქ ჩელმსფორდის, ინგლისის ესექსის საგრაფოს ცენტრის მოშორებითაა. იგი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში აშენდა.
ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, წყალსატევი კოშკი დანიშნულებისამებრ არ გამოიყენებოდა და ნელ-ნელა უკაცრიელდებოდა. თუმცა, 2013 წელს შენობა 65 წლის ინჟინერმა, მაიკ თომასმა შეიძინა.
მამაკაცმა შენობაში 197 ათასი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა. კიდევ 250 ათასი რემონტს დაახარჯა, რომელიც მთელი 2 წელი გრძელდებოდა.
სახლის რეკონსტრუქციაზე მაიკის მიერ სპეციალურად დაკომპლექტებული მშენებელთა გუნდი მუშაობდა. გარდა ამისა, მამაკაცს თავისი ქალიშვილი, სპეციალობით არქიტექტორი ელენა ეხმარებოდა.
ახლა თომასს სავსებით ორიგინალური ორსართულიანი საცხოვრებელი შენობა აქვს, რომელში ცხოვრებაც ერთი სიამოვნებაა. აქ სამი ნათელი და ძალიან ვრცელი საძინებელია.
მისაღები-სამზარეულო გადის ტერასაზე, რომლის მასშტაბებიც წარმოსახვის საზღვრებს ზრდის.
ესეც ვრცელი ტერასა. თუმცა, ვრცელი არასწორად შერჩეული სიტყვაა.
ღია ტერასიდან შესანიშნავი ხედი იშლება. სხვათა შორის, აქ იგეგმება ექსკურსიების მოწყობაც, რომლიდან შემოსული თანხაც ქველმოქმედებას მოხმარება.
სააბაზანო ოთახის თანამედროვე, დახვეწილი დიზაინი ყველაფერს დამოუკიდებლად ამბობს. ხაზების სიმკაცრე და მოელვარე სითეთრე…
დღეს თომასი ამბობს, რომ ამ პროექტზე მუშაობა მარტივი არ იყო. წლების მანძილზე, ინჟინერი და მისი გუნდი უამრავ სირთულეს წააწყდა. მიუხედავად ამისა, მამაკაცი შედეგით ძალიან კმაყოფილია.
თავისი შემოქმედების წყალობით, თომასმა უკვე მიიღო პრესტიჟული ჯილდოები. პირველ რიგში, ისინი შენობის უჩვეულო დიზაინის დამსახურებით მიანიჭეს.
მოხუცი მამაკაცი ამტკიცებს, რომ მთელი ცხოვრება სურდა მსგავსი სახლი. გარდა ამისა, თომასის მშობლები, ბებიები და ბაბუებიც აქვე ახლოს ცხოვრობენ. აი, რატომაა ხელოვანი მამაკაცი მიღებული შედეგით კმაყოფილი.
თქვენ რას ფიქრობთ ამ გადაკეთებაზე? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება კომენტარებში.