
ჯოელ ვებერი ტეხასის უნივერსიტეტის სტუდენტია. ხშირად, სტუდენტობის პერიოდი დიდ სახსრებს მოითხოვს სწავლის დროს საცხოვრებლის დასაქირავებლად, განსაკუთრებით, თუ სტუდენტები უნივერსიტეტებით განთქმულ ქალაქში სწავლობენ.
ჯოელმა გადაწყვიტა, აეშენებინა საკუთარი პატარა სახლი, რომელშიც იგი სწავლის დროს იცხოვრებდა. 14 კვ.მ.-ზე უფრო პატარა ფართობის მქონე სახლის ასაშენებლად და დასაკომმპლექტებლად, მან დაახლოებით 20 ათასი დოლარი დახარჯა, რაც გაცილებით ნაკლებია იმ რაოდენობაზე, რომელსაც ბიჭი მთელი სწავლის პერიოდის მანძილზე დახარჯავდა.
ბიჭი ამბობს: “ვიცოდი, რომ ვრისკავდი, თუმცა შედეგმა ყველა ხარჯი გაამართლა!”
რა თქმა უნდა, დიდი ფართების მოყვარულებს ასეთი ვარიანტი არ მოეწონებათ, თუმცა უბრალო სტუდენტისთვის – შესანიშნავი ადგილია.
ვფიქრობ, მე სიამოვნებით ვიცხოვრებდი ამ სახლში – აქ საკმარისი სიმყუდროვეა.
13.5 კვ.მ. ფართობის მქონე სახლი კარგადაა დაგეგმილი. კიბისქვეშა სივრცე ნივთების შენახვისა და სამუშაო მაგიდის ფუნქციას ასრულებს.
ეს კი სასტუმრო კუთხეა.
ხელსაბანი, რომელსაც სახლის მფლობელი ყოველდღე იყენებს.
ეს მრავალფუნქიური სამზარეულო, შორს კი საშხაპე კაბინაც ჩანს.
საძინებელი საცხოვრებელი სივრცის თავზეა მოთავსებული. ასე ადგილიც იზოგება და განმარტოვებაც შეიძლება.
ხო, მართლა, ამ სახლის გადატანა თავისუფლად შეიძლება – სასიამოვნო ბონუსია, არა?
ჯოელი ცხოვრების აქტიურ წესს ეწევა, ამიტომ სახლის ეს ვარიანტი მისთვის ნამდვილად შესაფერისია.