
უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ მსოფლიოში ყველაზე საყვარელი ადამიანის ნახვა ყოველდღე შეგიძლიათ, თუმცა მას ვერ ეხებით, ვერ ეხუტებით, ვერ ეფერებით თმაზე, ვერ კიდებთ ხელს… საშინელებაა, არა?
ესპანელი ხუანა მუნიეზის ცხოვრების 14 წელი სწორედ ასეთია. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მისმა ქმარმა კარტოფილი დარგო, ხოლო ხუანამ თხრილების გათოხნვა დაიწყო. მუშაობისას მას ალერგიის უძლიერესი შეტევა დაეწყო. საავადმყოფოში შეშუპებული ქალი მიიყვანეს, რომელიც ტკივილისგან ყვიროდა.
ძლიერმოქმედი პრეპარატების დახმარებით, ექიმებმა შეძელს ხუანას გადარჩენა, თუმცა, ქალს სიცოცხლის ბოლომდე ექნება ალერგია ქიმიურად აქტიურ ნივთიერებებზე. სწორედ ამ მდგომარეობამ შეიტანა მის ცხოვრებაში უამრავი ცვლილება.
ქალი თვალსა და ხელშუა უძლურდებოდა. ყოველდღიურ ნივთებთან კონტაქტსაც კი შეეძლო მისი ტრავმირება და საშინელი ტკივილების გამოწვევა. ექიმებმა მას ფიბრომალგიის, მრავლობითი ქიმიური მგრძნობელობისა და ელექტომგრძნობელობის დიაგნოზი დაუსვეს. ახლა, ხუანას სიცოცხლე რისკქვეშ რომ არ აღმოჩნდეს, მას სტერილურ გარემოში ცხოვრება უხდება.
წვიმა, მზე და ქარი ხუანასთვის სიტყვა ტკივილის სინონიმებია. ყვავილების არომატი მისთვის ჰიპოქსიასთან ასოცირდება. თვეში ორჯერ, ქმარი მას განსაკუთრებულ, დიეტურ ხორცს ყიდულობს, ერთ გამოცდილ მწარმოებელთან. ასევე, მას მოჰყავს ცოლისთვის ხილი და ბოსტნეული, სასუქების გამოყენების გარეშე.
ქალის სიცოცხლის გადასარჩენად, ოჯახმა სპეციალური სახლი ააშენა, რომელშიც ხუანა ბოლო 14 წელია ცხოვრობს. შუშის კედელს მიღმა, იგი უყურებს თავის ბაღს, თუმცა საყვარელ მცენარეებთან შეხება არ შეუძლია, რადგან მათაც შეუძლია ალერგიის გამოწვევა. სახლში არსებული ყველა საყოფაცხოვრებო ნივთი კერამიკისგან, ხოლო ხუანას ტანსაცმელი – ბამბისგანაა დამზადებული.
რამდენიმე წელიწადში ერთხელ, ქალი საავადმყოფოში, გეგმიურ დათვალიერებაზე მიჰყავთ. ახლა ეს ნამდვილი სასიკვდილო ლატარეაა, რადგან ავტომობილის სრულყოფილად გასტერილება შეუძლებელია.
წელიწადში ორჯერ, შვილები და ქმარი გარკვეული დროით შედიან ხუანას სახლში, რათა მას ჩაეხუტონ და დრო ერთად გაატარონ. მანამდე, რამდენიმე დღით ადრე განსაკუთრებულ დიეტას იცავენ, შესვლამდე კი ტანსაცმელს საგულდაგულოდ ასუფთავებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება უნებლიეთ მოკლან საყვარელი ადამიანი.
მალე ხუანა ბებია გახდება, თუმცა იმის იმედი არ აქვს, რომ შვილიშვილს ხელში აიყვანს. ქალმა სხვა მიზანი დაისახა: სხვა ადამიანებს დაეხმაროს მსგავს დაავადებებთან გამკლავებაში.
ცოტა ხნის წინ, მან მოხალისეობის სურვილი გამოთქვა სპეციალური სასუნთქი ნიღბის გამოსაცდელად. ქალმა რამდენიმე წუთით საყვარელ ბაღში გასეირნებაც კი შეძლო.
წარმოდგენაც კი მზარავს, თუ რამდენად რთულია ხუანასთვის ასე ცხოვრება. იმედი მაქვს, გაჩნდება წამალი, რომელიც მის ხვედრს შეამსუბუქებს. მანამდე კი ვუსურვოთ მას ძალა, რომელიც დაავადებასთან ბრძოლაში დაეხმარება.