10 სასარგებლო ხრიკი პატარა სამზარეულოსთვის

რამხელაც არ უნდა იყოს თქვენი სამზარეულო, სასარგებლო სივრცე მაინც არაა საკმარისი. ამ პრობლემის გადაწყვეტაში დაგეხმარებათ რამდენიმე ხრიკი ნივთების სწორად განლაგებასა და შენახვის დამატებითი ადგილების შერჩევაში. ამ იდეების რეალიზაცია დიდ დროსა და ხარჯს არ მოითხოვს.

1. კონტეინერების ორგანიზება

პლასტმასის კონტეინერები – ერთ-ერთი შეუცვლელი მონაწილეა სამზარეულო პროცესებისა. მათი გამოყენებით, ძალიან მოსახერხებელია მაცივარში საკვების შენახვა ან სამსახურში, უნივერსიტეტსა თუ ბუნებაში წაღება.

ერთი მინუსი – კონტეინერების შენახვა, ხშირად, მოუხერხებელია, როგორც მათი თავსახურების ძებნაც, თუ ისინი თაროებზე სხვადასხვა ადგილას დევს. არაფერი რომ არ დაიკარგოს, კომპაქტურად იდოს და, ამასთან, თაროებიდან უშნოდ არ ჩანდეს, საუკეთესო გადაწყვეტილებაა გათვლილი ორგანაიზერის გამოყენება. მისი დახმარებით, ყველაფერს ყოველთვის ექნება თავისი ადგილი.

2. ორი თარო ერთისგან

მავთულიანი თაროს დასადგამი შეგიძლიათ მაღაზიაში შეიძინოთ ან თავად გააკეთოთ. ისინი ზრდის ვერტიკალურ სივრცეს, რითიც სხვადასხვა ჭურჭლის შესანახავად მეტ ადგილს ქმნის.

ნუ შეიზღუდავთ თავს ახალი, ლამაზი თეფშების, ფინჯნების ან მოსახერხებელი თასების შეძენისას, იმ მიზეზით, რომ სამზარეულო პატარაა და ადგილი არ გეყოფათ. მცირე სივრცეც კი, გონივრულად გამოყენებული, დიდ შესაძლებლობებს ქმნის.

3. შენახვის სისტემა ჩაის პაკეტებისთვის

ჩაი – ბევრი ადამიანის ყველაზე საყვარელი ცხელი სასმელია. მათ, ვინც მას მუდმივად სვამს, ჩვეულებრივ, სხვადასხვა ფირმის, გემოსა და სახეობის პროდუქტი აქვთ, რათა ნებისმიერ მომენტში ისიამოვნონ სასმლით, განწყობისამებრ. ყველაზე მოსახერხებელია ჩაის პაკეტების გამოყენება, რადგან ისინი მარტივად და სწრაფად იძლევა ფერს.

თუმცა, სხვადასხვა ჩაის პაკეტები საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს. ამ პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ ჩაის კომპაქტური ორგანაიზერი, რომელსაც მარტივად გააკეთებთ დამოუკიდებლად, ნებისმიერი ლამაზი ყუთისგან. საკმარისია, უბრალოდ დაყოთ სივრცე დანაყოფებად და ჩაალაგოთ მასში პაკეტები. ამრიგად, შემცირდება უწესრიგობა და ჩაის კოლექცია იდეალურ ფორმაში იქნება.

4. დამატებითი უჯრები ღრმა კარადებში

სუფრის ხელსახოცები, ქსოვილის სუფრები თუ მაგიდის ხელსაწყოები და ჭურჭელი, რომლებსაც იშვიათად იყენებთ, უმჯობესია, პლასტმასის ან მუყაოს კალათებში შეინახოთ. ასეთი ორგანიზაცია მნიშვნელოვნად ამარტივებს საჭირო ნივთების პოვნასა და ყველაფრის მაქსიმალურად კომპაქტურად დალაგებაში.

5. გონივრული დაყოფა

უჯრების დასაყოფი ჭურჭელი არამხოლოდ ჩანგლების, დანებისა და კოვზების დახარისხებაში, არამედ სამზარეულოს სხვადასხვა ხელსაწყოს შენახვაშიც დაგეხმარებათ. დასაყოფი ჭურჭლების გამოყენებით, ერთ უჯრაში მარტივად ჩაატევთ ყველა არასტანდარტულ ჭურჭელს, ყოველგვარ სასარგებლო წვრილმანსა და იშვიათად გამოყენებულ ნივთებს, ასევე, მაქსიმალურად გაამარტივებს მათ პოვნას.

6. მაგნიტური დაფა

მიუხედავად იმისა, რომ დანის დასადგამები კომპაქტურად და პროფესიონალურად გამოიყენება, სამზარეულოზე ისინი დიდ სასარგებლო ადგილს იკავებს. ნაცვლად ამისა, შეინახეთ დანები და სამზარეულოს მოწყობილობები მაგნიტურ ზოლზე, რომელსაც კედელზე მიამაგრებთ.

7. ქვაბების არასტანდარტული შენახვა

ქვაბებისა და ტაფების მოწესრიგება, ხშირად, ძალიან რთულია. ისინი ხმაურსა და გაურკვევლობას იწვევს, როცა ახოხოლებული დასტიდან ერთის აღება გვჭირდება. ასეთი უსიამოვნო პროცედურის თავიდან ასაცილებლად, მოათავსეთ ქვაბები, საჭრელი დაფები, თავსახურები და საცხობი ფორმები ვერტიკალურად.

8. დამატებითი ფუნქციური ზონა

თუ მცირე ქვაბებს, ტაფებსა და სამზარეულოს მოწყობილობებს ნიჟრის ან გაზქურის თავზე შეინახავთ, მათ ყოველთვის მარტივად მისწვდებით. თანაც, კარადებში ადგილი გათავისუფლდება.

9. ადგილი, რომელზეც არავინ ფიქრობს

კარადების ქვედა და გვერდითა მხარეები შესანიშნავია დამატებითი საკიდებისა და მეტალის მინი-თაროებისთვის. მათზე ძალიან მოსახერხებელია საჭრელი დაფების, სანელებლებისა და მძიმე ნივთების დალაგება, რომლებიც დიდ ადგილს იკავებს კარადებში.

10. გრძელი სკამები ჩვეულებრივს სჯობს

სასადილო ზონისთვის გრძელი სკამები ნაკლებ ადგილს იკავებს. რაც მთავარია, მას კიდევ ერთი არსებითი დადებითი მხარე აქვს – იგი დამატებით სასარგებლო სივრცეს მოიცავს სავარძლების ქვეშ, სადაც ქვაბების, საყოფაცხოვრებო ხელსაწყოებისა და სხვა მნიშვნელოვანი ნივთების შენახვა შეგიძლიათ.