მარტივი საშუალებები საახალწლოდ სახლის მოსართავად

ხალი წელი შესანიშნავი დღესასწაულია ჩვენი კულტურისთვის. სუფრებზე გემრიელი კერძები ჭარბობს, ოთახების კუთხეებში კი სადღესასწაულოდ მორთული ნაძვისხე დგას. თუმცა, რატომ უნდა შევჩერდეთ ამაზე?

როცა ქუჩაში ბნელა, ხოლო სული ცოტათი მოწყენილია, ლამაზად გაფორმებული ბინა სულს გაათბობს და დღესასწაულის მოახლოებას შეგვახსენებს. რამდენიმე დეტალის დამატებით მიხვდებით, თუ რამდენად გასაოცრად გარდაისახა მთელი ოთახი. საშინაო სიმყუდროვე ერთობ მნიშვნელოვანია!

სადღესასწაულო ქილები ტკბილეულით

დეკორატიული სკოჩი, ლენტები და ღილები ჩვეულებრივ კანფეტებიან ქილებს სამზარეულოს მკვეთრ დეკორად აქცევს.

თოვლისკაცები წინდებისგან

ასეთი დეკორაციისთვის საჭირო ყველა დეტალი სახლში უკვე გაქვთ. დაგჭირდებათ: თეთრი წინდები, ბრინჯი, ძაფები, ღილები, მძივები და ლენტები.

ნაძვისტოტებიანი კალათი

მოათავსეთ ნაძვის ტოტები, შუქდიოდური სანათი და პატარა მორებიც კი, დაწნულ კალათში და ვუალა! ასეთი დეკორაცია არამხოლოდ განსაკუთრებულ ინტერიერს შექმნის, არამედ შენობაში ერთგვარ წიწვოვან სურნელსაც დატოვებს.

კედლის “საჩუქრები”

დღესასწაულებზე ჩვეულებრივი ნახატები ორიგინალური დეკორაციებით შეგიძლიათ დაამაგროთ. საკმარისია, შეახვიოთ პიცის ცარიელი ყუთები ვატმანით, დაამაგროთ ბაფთები, კომპოზიციის დასასრულებლად ზემოდან ბრტყელი საახალწლო სათამაშოები მიაწებოთ.

მინიატურული ქუდები

ეს აქსესუარები იმდენად საყვარელია, რამდენადაც მათი მომზადებაა მარტივი. მეტიც, პროცესში მარტივად შეიძლება ბავშვების ჩართვაც. ქუდის შესაქმნელად დაგჭირდებათ ფერადი ძაფები და ტუალეტის ქაღალდის მუყაო.

“ფარდები” ნაძვისხის ბურთებისგან

დატოვეთ ქაღალდის ფიფქები საკლასო ოთახების მოსართავად, თავად კი ფარდების ლამაზი ალტერნატივა გამოიყენეთ. მიამაგრეთ ლავგარდანს ნაძვისხის სათამაშოები, რაც საკმაოდ დიდ დროს წაიღებს.

მცურავი სანთლები

ასეთი მარტივი დეკორაციებისთცის აბსოლუტურად ნებისმიერი ჭურჭელი გამოგადგებათ, ოღონდ გამჭვირვალე იყოს. იმპტოვიზებულ სასანთლეში შეგიძლიათ ჩაალაგოთ გირჩები, ყვავილები, ნაძვის ტოტები, კენკრა, ფორთოხლის ნაჭრები, შემდეგ კი გაავსეთ წყლით.

სუფრის გაწყობა

მაგალითად, აქციეთ თეფშები საყვარელ თოვლისკაცებად. ასეთი რამ თქვენ ნაცნობებს აქამდე არ გაუკეთებიათ.

სასანთლეები ბოკლებით

სუფრის ეს დეკორაციები ეფექტურად გამოიყურება, თუმცა, მათი დამზადება საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა. პირველ რიგში, მავთულიანი სანთლების პოვნა ყველგან არ შეიძლება, ამიტომ მოგიწევთ, თავად მიარჩილოთ მავთულები სანთლებს. მეორეც, უნდა იყიდოთ ხელოვნური თოვლი და პატარა საახალწლო ბურთები.

მანათობელი ლარნაკი

მინიმალისტური შუშის ლარნაკი იქცევა შუქით სავსე ჭურჭლად. შიგნით შეგიძლიათ ნებისმიერი რამ მოათავსოთ.

ყინულის სასანთლეები

ასეთი სასანთლეების შექმნა იმაზე უფრო მარტივია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. დაგჭირდებათ პლასტმასის ბოთლი და დეკორაციები თქვენი გემოვნებით. ექსპერიმენტები სავსებით მისაღებია.

ეს კი კონსტრუქციის მაგალითად, რომელიც უნდა დაამზადოთ, რათა ყინულის სასანთლე მიიღოთ. გაავსეთ სივრცე ორ ბოთლს შორის კენკრით, ტოტებითა და წყლით.

იმედია, ეს იდეები შთაგაგონებთ ხელნაკეთი ნივთების დამზადებას. სულ რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ იგრძნობთ, რომ დღესასწაული უკვე კართანაა.