
ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა ნამდვილად არასახარბიელოა. სანამ ექსპერტები ეკონომიკური კრიზისიდან სწრაფად გამოსვლას გვპირდებიან, რასაც არც თავი და ბოლო არ აქვს, ჩვენი მოსახლეობა ბურღულეულსა და სხვა პროდუქტს იმარაგებს.
ამ დროს, ასევე, აქტიურდება ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც უფრო საშიშია, ვიდრე რიგში მდგომი პენსიონერები – ესენი ბინის მძარცველები არიან. მათ უმეტესობას წარმოადგენს ნარკომანები, უსახლკაროები და უმუშევრები, თუმცა, მათ შორის ნამდვილი პროფესიონალებიც არიან.
მძარცველები ყველაზე დიდ საფრთხეს დედაქალაქის მაცხოვრებელთათვის წარმოადგენენ: აქ შემოსავლები უფრო მაღალია, მფლობელები სახლებში მეტ ძვირფასეულობას ინახავენ და სამსახურშიც მეტ დროს ატარებენ. დამნაშავის პოვნა, ასეთ შემთხვევაში, თითქმის არარეალურია, რადგან ისინი, დიდი ალბათობით, უმეტესად სახლში ჯდომის მოყვარულები/ასოციალური პირები არიან.
სხვა ქალაქების მაცხოვრებლებიც არ უნდა მოდუნდნენ. ხანგრძლივი დასვენება ზღვაზე, აგარაკზე, ნათესავებთან სტუმრად – თქვენს ბინას საფრთხის ქვეშ აყენებს. მძარცველთა არსენალში ასობით გზაა იმის გასაგებად, არის თუ არა სახლში მეპატრონე, და ბინის გასაძარცვავად. ახლა გაგარკვევთ იმაში, თუ როგორ ირჩევენ ბოროტმოქმედები მსხვერპლს და როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი თავდასხმა.
ხანდახან, ბინას ნარკომანები და უსახლკაროებიც ტეხენ, ოღონდაც ერთი დოზის ან ბოთლის საყიდელი ფული იშოვონ. ხშირად, ისინი არ რისკავენ სახლში შეჭრას დაპატიჟების გარეშე, კმაყოფილდებიან ფარდულებისა და პირველი სართულების აივნების გატეხვას, თუმცა ინციდენტები მაინც ხდება.
სხვა საქმეა პროფესიონალები, რომლებიც ჩვეულებრივ ბინებში არ შევლენ. მათ მხოლოდ მდიდარი მოქალაქეების ქონება ადარდებთ, მზად არიან რისკზე წასასვლელად, ოღონდაც დიდი ნადავლი მოიპოვონ.
ჩვეულებრივ, ისინი ჯგუფებად მუშაობენ, რომლებიც მკაცრად ინაწილებენ როლებს. ერთი აკვირდება პოტენციურ კლიენტს, მეორე ადგენს გეგმა, ხოლო მესამე – დაკავებულია უშუალოდ ძარცვით. შემდეგი მოვალეობაა ნადავლის გადანაწილება.
პირველ რიგში, ისინი პოტენციური მსხვერპლის ფინანსურ მდგომარეობას აფასებენ. უყურებენ კონდიციონერების, ანტენების რაოდენობას, იხედებიან ფანჯრებში. სოლიდურ კარებსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.
ძვირადღირებული ავტომობილი – უტყუიარი ნიშანია მსხვერპლის შეძლებულობისა. ბინის მფლობელის დევა მარტივია: დამკვირვებელი უბრალოდ შედის სადარბაზოში პოტენციურ მსხვერპლთან ერთად და მიჰყვება ბინამდე, ადის უფრო მაღლა, რომ არ გამოიწვიოს ეჭვები.
მეზობლები შეიძლება გაუაზრებლად დაეხმარონ მძრაცველებს და ყველაფერი უამბონ იმ ადამიანის შესახებ, რომლის გაძარცვასაც გეგმავენ. ბებიებს უყვართ მეზობლების განხილვა ეზოში, ისინი თითოეულ შენაძენს ამჩნევენ. საკმარისია, უბრალოდ გვერდით დაუდგნენ და თავი ისე მოაჩვენონ, თითქოს ვიღაცას ელოდებიან, რომ საჭირო ინფორმაცია მიიღონ.
სახლში მძარცველების მოყვანა, რა უცნაურიც არ უნდა იყოს, თქვენ თვითონაც შეგიძლიათ. ნაცნობებთან ახალი ტექნიკის, სამკაულების, ძვირადღირებული ტანსაცმლის შეძენის შესახებ მოყოლამ შეიძლება ბნელი პიროვნებები დააინტერესოს. ასეტი ინფორმაცია უკიდურესად ფრთხილად უნდა გაამჟღავნოთ.
მეორე საშიშროება – სოციალური ქსელებია. ჩვენ ყველას გვიყვარს ცხოვრებით ტრაბახი, ვაქვეყნებთ ფოტოებს ფეისბუქსა და ინსტაგრამზე. ბოროტმოქმედებმა შეიძლება მეგობრებში დაგიმატონ და შეისწავლონ თქვენი ცხოვრება. როცა კურორტზე გადაღებულ ფოტოებს დადებთ, სწორედ მაშინ მოვლენ დაუპატიჟებელი სტუმრები.
თუ მსხვერპლი განსაკუთრებით მდიდარია, მძარცველები მასზე თვალთვალს აწესებენ, რომელიც, ხშირად, კვირების მანძილზე გრძელდება. ისინი ადგენენ მაცხოვრებლების გრაფიკს, არკვევენ დროს, როცა სახლში არავინ იქნება.
შემოწმების ყველაზე პოპულარული მეთოდია სახლში დარეკვა სოციალური სამსახურებისა და სოციოლოგიური ცენტრების წარმომადგენლების სახელით. ასეთ უჩვეულო აქტიურობას აუცილებლად უნდა მიაქციოთ სათანადო ყურადღება.
ასევე, ბოროტმოქმედები ბინის მაცხოვრებელთა ვინაობას ამოწმებენ საფოსტო ყუთების მიხედვითაც: თუ იგი სავსეა, ესე იგი, სახლში დიდი ხანია არავინ ყოფილა. მფლობელის არყოფნას კარზე ჩამოდებული სარეკლამო ბუკლეტებიც გასცემს. ყველაზე ეშმაკი ბოროტმოქმედები ელექტრომაჩვენებლის ჩვენებებსაც აჩვენებს, თუ იგი გარეთაა.
ბოროტმოქმედებმა შეიძლება დატოვონ ერთგვარი ნიშნებიც: კარში ჩადონ ასანთის ღერი, თმის ღერი, დაკიდონ სახელურზე რეკლამა ან ძაფი. თუ ნიშნის მდგომარეობა შეიცვალა, ესე იგი, მეპატრონე სახლში იყო.
ეს ფოტოები ყურადღებიანმა ბიჭმა გადაიღო, რომელმაც მეზობელი მძარცველებისგან იხსნა.
კარის წინ დადებული ხალიჩაც ერთგვარად “წარმოადგენს” თავის მფლობელს. მის ქვეშ შეიძლება ორცხობილის დადება იმის შესამოწმებლად, შევიდა თუ არა სახლში ვინმე. ასევე, შეიძლება საღებავით მონიშნონ კარის საკეტი ან სახელური.
როგორ დავიცვათ თავი თავდასხმისგან
ნუ მოუყვებით ყველას ოჯახის შეძლებულობის შესახებ, ნუ იტრაბახებთ ახალი შენაძენებით. სთხოვეთ ბავშვებს, არ მოუყვნენ ნაცნობებს მშობლების შემოსავლების შესახებ. ფრთხილად იყავით, თუ სახლში უცხო ადამიანები ხშირად რეკავენ, სხვადასხვა “კომპანიიდან”. ქალაქიდან ხანგრძლივი გასვლის შემთხვევაში, ნათესავებს სთხოვეთ ბინის მიხედვა. გასვლამდე დაკეტეთ ფანჯრები და ფარდები.
ძარცვის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზა ისევ და ისევ სიგნალიზაციაა. როცა სახლში უცხო ადამიანი იჭრება, მუშაობას იწყებს მიმღებები და სისტემა განგაშის სიგნალს დაცვის პულტს უგზავნის. 10 წუთში მძარცველების დასახვედრად რამდენიმე ძალოსანი კაცი მივა.
ასეთი სისტემა ჩვეულებრივი მოქალაქისთვის შეიძლება ძვირი იყოს, თუმცა, თუ გაქვთ ისეთი რამ, რაც დაცვად ღირს, კარგი იქნება, თუ თავს დაიზღვევთ. უსაფრთხოებაზე ეკონომიის გაკეთება არ შეიძელბა. როგორც ამბობენ, ძუნწი ორმაგს იხდის.
დაიცავით უსაფრთხოების მარტივი წესები და იყავით ყურადღებით. ასეთ შემთხვევაში შეძლებთ მშვიდად ჩაალაგოთ ჩემოდნები და გაემგზავროთ კურორტზე. თუ უახლოეს დროში შვებულება არ გექნებათ, დარჩით ჩვენთან ერთად: ჩვენ დაუღალავად გავაგრძელებთ წერას თქვენთვის.