ძველი ავეჯის მოდური განახლების საუკეთესო ვარიანტები

ყველას უნდა, რომ მისი საცხოვრებელი სუფთა და ლამაზი იყოს. სამწუხაროდ, ყველას არ აქვს ოცნების სახლის აშენების ან თანამედროვე ბინის შეძენის საშუალება, ამიტომ ბევრი ცხოვრობს ხრუშოვკებში, რომლებიც უკვე რამდენიმე ათწლეულით ძველია.

რა თქმა უნდა, ხარისხიან რემონტს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. 50 წლის ხრუშოვკის ქცევად შეიძლება კომფორტულ და თანამედროვე საცხოვრებლად. თუმცა, ამასთან, ჩნდება კითხვა: რა მოვუხერხოთ ძველ ავეჯს? 

ვიღაც უბრალოდ ნაგავსაყრელზე ტოვებს საბჭოთა კომოდებს, კარადებს, მაგიდებსა და მსგავს ნივთებს, რის შემდეგაც ახალ ავეჯს იძენს. თუმცა, სხვა გზაც არსებობს. ზოგიერთი ადამიანი ცდილობს, ძველ ნაკეთობებს ახალი სიცოცხლე მიანიჭონ. ქსელში ასეთი გადაკეთების მრავალი მაგალითის პოვნა შეიძლება.

ასე ჩვეულებრივი სკამი გაცილებით მხიარულად გამოიყურება.

ახლა სავარძელი ახალივით გამოიყურება.

იმ შემთხვევისთვის, თუ სახლში ძველი ბარის ურიკა მოგეპოვებათ.

ჩვეულებრივ ტუმბოს გაცილებით საინტერესო ავეჯად აქცევთ.

საბჭოთა კომოდი მეორე შანსს იმსახურებს.

ყველასათვის ცნობილი საბჭოთა ტაბურეტი ორიგინალური განახლების შემდეგ.

შუაზე გაჭრილი ტუმბო ასეთ გრძელ სკამად და თაროდ იქცა.

აი, როგორ უნდა დაამზადოთ კედლის უჩვეულო თაროები.

ასე ძველ ტუმბოს “გააცოცხლებთ”.

იქნებ, რომელიმე ვარიანტმა შთაგაგონოთ თქვენი ავეჯის გადაკეთებაც. აღნიშნული მაგალითები იმის მტკიცებულებაა, რომ არაა ახალი კომოდისა თუ სკამის შეძენა საჭირო – მონდომების შემთხვევაში, ყველაფერს თავად გაუმკლავდებით.

კიდევ რამდენიმე იდეა ვიდეოში: