მარტივი და ხელმისაწვოდმი გზა ლინოლეუმზე “ტალღების” მოსაშორებლად

ტალღები ლინოლეუმზე – ნამდვილად არასასურველი რამაა ნებისმიერი დიასახლისისთვის. თუმცა, ისინი მუდმივად ჩნდება. ადრე თუ გვიან, ასეთი რამ ნებისმიერ საფარს მოსდის. ამ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ლინოლეუმს პირვანდელი სახე დავუბრუნოთ. საბედნიეროდ, მისი გამოსწორება შეიძლება და არც ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. მაშ ასე, რა უნდა იცოდეთ და როგორ უნდა მოიქცეთ.

არამგონია საჭირო იყოს იმის თქმა, რომ დღეისათვის სწორედ ლინოლეუმია იატაკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საფარი. სწორედ ამიტომ, მასზე გაჩენილი ტალღებისა და ბუშტუკების პრობლემა ნაცნობია ძალიან ბევრისათვის. თუმცა, პრაქტიკის მიხედვით, ყველამ არ იცის, თუ როგორ გადაჭრას პრობლემა. ამისთვის უნდა გაიგოთ, საერთოდ, რატომ ხდება მსგავსი რამ. არსებობს სამი ძირითადი მიზეზი.

პირველი – ესაა პლინტუსების არასწორად დამონტაჟება. გამოუცდელი “თვითხელოსნები”, ხშირად, ძალიან მაგრად აჭერენ პლინტუსებს იატაკის საფარზე, რაც ცნობილ პრობლემას იწვევს. მეორე მიზეზი – ესაა იატაკის არ გასუფთავება ლინოლეუმის დაგებამდე. დაბოლოს, მესამე მიზეზია ქსოვილის დაგებისას ნაკერების გაუთვალისწინებლობა. საქმე ისაა, რომ ლინოლეუმსა და კედელს შორის 1-სანტიმეტრიანი დაშორება მაინც უნდა იყოს. ასევე, ლინოლეუმი შეიძლება გაიბეროს, თუ მის ქვეშ ხვდება ნესტი, თუმცა ეს უფრო იშვიათად ხდება, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები.

როგორ მოვიქცეთ

მაშ ასე, პირველ რიგში, გაარკვიეთ ტალღის გაჩენის მიზეზი. რეკომენდებულია, მოხსნათ პლინტუსი და ცოტახანს დაელოდოთ. ძალიან ხშირად, ლინოლეუმი ამ მარტივი ოპერაციის შესრულებიდან მალევე სწორდება. მართალია, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ მასალა იატაკზე არაა მიწებებული. თუ ასეა და საფარი მაინც აიტალღა, აუცილებელია ნაწილობრივი დემონტაჟი და ხელახალი მიწებება. ამასთან, ლინოლეუმი წინასწარ უნდა გაათანაბროთ რაღაც მყარით და მოწმინდოთ წებოს ნარჩენები.

ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ ხანდახან ბუშტუკები ოთახში ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებების დროსაც ჩნდება. ამ სიტუაციაში, თუ იატაკის საფრის ამოჭრა და ხელახალი გადაწებება არ გსურთ, შემდეგნაირად მოიქეცით: აიღეთ სადგისი და გააკეთეთ ბუშტუკებზე წვრილი ხვრელები. დიდი ალბათობით, აღნიშნული ნაბიჯი პრობლემას გადაწყვეტს.

ვიდეო:

ასევე, თუ თქვენი ლინოლეუმი დაზიანდა, მისი აღდგენაც შესაძლებელია.