რით შეიძლება ჩავანაცვლოთ ნაძვის ხე საახალწლო დღესასწაულებზე

ჩვენი ინფორმაციით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ცხოვრობს მცირე საცხოვრებელ ფართებში, შესაბამისად, მათ უმრავლესობას არ შეუძლია დიდი ზოის ნაძვისხის დატევა, არადა, ამ მთავარი დეკორაციის გარეშე, ახალი წლის დღესასწაულზე განწყობის შექმნა შეუძლებელია.

Novate.ge-ს რედაქცია გთავაზობთ იდეებს, რომლებიც შთაგაგონებთ სახლის საახალწლოდ გაფორმებასა და ნაძვისხის ჩანაცვლებასაც კი, ნაძვის წიწვების გამოყენებით.

საახალწლო დეკორაციები

1. ნაძვის ტოტები – მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი მასალაა ხელსაქმისთვის. რა თქმა უნდა, ყველაზე სიმბოლურია ნაძვის ხის ფორმის გაკეთება კედელზე აპლიკაციების სახით, ან უბრალოდ ნამდვილი ნაძვის ხის ან მისი ანალოგის დადგმა.

ნაძვის ტოტები უნდა დააფიქსიროთ და ერთმანეთს მიამაგროთ. შეგიძლიათ, ისინი მოათავსოთ ქოთანში ან ლარნაკში, თუნდაც ყუთში.

2. ამ ალტერნატივისთვის საკმარისია ფიჭვის ტოტები, რომლებსაც კედელზე სკოჩის გამოყენებით მიამაგრებთ.

3. როგორც ხედავთ, შემოქმედებით ადამიანს სულაც არ სჭირდება ნაძვისხის შეძენა, რადგან მას ამ ახალი წლის სიმბოლოს დამზადება ხელთ არსებული მასალებისგანაც შეუძლია.

4. ასევე, ნაძვის ტოტებისგან შეიძლება საშობაო გვირგვინის დამზადება და კედელზე ან კარზე დაკიდება. ასეთი ნაკეთობა თქვენს სახლს დღესასწაულის ატმოსფეროს მიანიჭებს.

5. ძალიან მოდურად გამოიყურება ნაძვის ტოტების კომპოზიციები მაგიდისთვის. აუცილებელი ატრიბუტია ანთებული სანთელი და ლამაზი დეკორები.

6. კიდევ რამდენიმე იდეა!

7. ასევე, ნაძვის ტოტებით თვითონ ნაძვისხესაც ააწყობთ, თუ ცენტრში მოცულობით ნივთს, მაგალითად, ღრუბელს მოათავსებთ, გარშემო კი ტოტებით ააწყობთ კომპოზიციას, ნაძვისხის მსგავსს.

ხელოვნური ნაძვისხე ჩადგით ლამაზ ქოთანში და გააფორმეთ თქვენი გემოვნებით.

თუ თქვენთვის საახალწლო განწყობის შესაქმნელად ნაძვისხე არ კმარა, მორთეთ მთელი სახლი სადღესასწაულოდ, ჩვენი იდეების გამოყენებით.