
კომპიუტერის, ტელეფონის, ტელევიზორის სადენები, ხშირად, მთელ ბინაშია მიმობნეული. ასეთი “ორგანიზაციის” შედეგი არასახარბიელოა – სრული უწესრიგობა. რა თქმა უნდა, უმეტეს შემთხვევაში, სადენების არეულობას ყურადღებას არც ვაქცევთ, მაინც არ ჩანს ხოლმე. თუმცა, როგორც კი დალაგებას დაიწყებთ და ეცდებით, აალაგოთ მთელი ეს არეულობა, მაშინვე მიხვდებით, რომ წესრიგი აქაც საჭიროა.
წარმოგიდგენთ 2 გზას, რომლებიც დაგეხმარებათ სადენების მოწესრიგებაში.
პლასტმასის მილები
პლასტმასის მილები – ეს პირველი და თითქმის ყველაზე ერთგული მეგობარია, რომელიც დაგეხმარებათ სადენების მოწესრიგებაში. ყველაზე მარტივია ბაზრობაზე წასვლა და შესაფერისი მილების ნაკრების შეძენა. სურვილისამებრ, მათ დამოუკიდებლადაც გააკეთებთ პლასტმასის ბოთლებით. ამისთვის დაჭერით ბოთლი ლენტებად, შემდეგ მოამზადეთ შესაფერისი ხის ფორმა. ლენტები დაახვიეთ ხეზე, შემდეგ კი დაამუშავეთ სამშენებლო ფენის გამოყენებით.
დავუბრუნდეთ სადენებს. მაშ ასე, პლასტმასის მილები ორნაირად დაგეხმარებათ წესრიგის დამყარებაში. პირველ რიგში, შეიძლება ყველა სადენის მოგროვება და ერთ დიდ მილში ან გოფრირებულ შლანგში გაშვება. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, შეგიძლიათ დააფიქსიროთ ოთახის კედლებსა და ავეჯზეც. ასეთი მიდგომა არამხოლოდ სადენებს მოაწესრიგებს, არამედ გაზრდის ესთეტიკურ თვისებებსაც.
მეორეც, პლასტმასის ფერადი მილების გამოყენება შეიძლება ერთ კონად, ცალკეული სადენების მოსანიშნავად. მაგალითად, ცისფერ მილში შეუშვებთ პრინტერის სადენს, ხოლო წითელში – კომპიუტერისას. ალტერნატივის სახით შეიძლება რამდენიმე ფერადი საიზოლაციო ლენტის გამოყენება.
საკანცელარიო კავები
მეორე, რაც სადენებთან არათანასწორ ბრძოლაში დაგეხმარებათ, არის ქაღალდის საკანცელარიო კავები. უფრო სწორად, ბევრი (ძალიან ბევრი) საკანცელარიო კავი. პირველი და მთავარი, რისი გაკეთებაც შეიძლება – მოაგროვოთ ყგამოყენებადი სადენები ერთად და დააფიქსიროთ კავით. შეგიძლიათ, გამოავლინოთ კიდევ ცოტაოდენი ფანტაზია და გამოიყენოთ საკანცელარიო კავების სახელურები იმისათვის, რომ კედელზე ან ავეჯზე სადენები დააფიქსიროთ (ჭანჭიკების გამოყენებით).
გარდა ამისა, კავებით არააქტიური სადენების დაჭერაც შეიძლება. უბრალოდ მიამაგრეთ რამდენიმე კავი სამუშაო მაგიდის კიდეზე და დაამაგრეთ პასიური სადენები, მაგალითად, USB. ეს საიმედოდ დააფიქსირებს სადენს და არ მისცემს მაგიდის ქვეშ ჩავარდნის საშუალებას, მოწყობილობის გამორთვის მომენტში.
კიდევ რამდენიმე გზა სადენების მოსაწესრიგებლად: