
როგორც წესი, როცა ადამიანს თავზემოთ ჭერი არ ავქს, ცდილობს, გამოსავალი იპოვოს და საცხოვრებელს ნებისმიერ ადგილას აწყობს, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებაშიც.თ თუმცა, არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როცა ადამიანს სახლიცა და შემოსავლიანი ბიზნესიც აქვს, თუმდა სტაბილურობასა და კომფორტს გარემონტებულ ძველ ავტობუსში ცხოვრებაზე ცვლის. ასე მოიქცა ამერიკელი ცოლ-ქმარი, რომლებმაც, ორ შვილთან ერთად, ბედნიერება ქვეყნის გარშემო მოგზაურობაში ჰპოვეს, თანაც, ოდნავადაც არ უნანიათ ადრინდელ კეთილმოწყობილ ცხოვრებაზე.
ბევრი ჩვენგანისთვის იმის წარმოდგენაც კი რთულია, რომ უზარმაზარი, კეთილმოწყობილი სახლის, შემოსავლიანი ბიზნესისა და პერსპექტიული მომავლის პატრონს შეუძლია, უარი თქვას ამ ყველაფერზე. თანაც, გადასვლამდე ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადოს სატრანსპორტო საშუალების გადაკეთებაში, სამომავლოდ კი მთელს ოჯახს ცხოვრების კომფორტული პირობები მოაკლოს.
თუმცა, ბილინგსელმა (აშშ, მონტანა) ტონი მაქვეიმ (Tawny McVay) და მისმა ქმარმა, მაიკლმა, გადაწყვიტეს, რომ დიდ სახლში ცხოვრება მოსაწყენია, ამიტომ ცვლილებებზე წავიდნენ. გადაკეთებული ავტობუსისა და საცხოვრებელი ადგილის არჩევის თავისუფლების შესახებ რეპორტაჟის ნახვისას, მათაც მოუნდათ ასეთი მოძრავი სახლის შეძენა, რათა მათთვის არაფერს შეეშალა ხელი ბორბლებზე ცხოვრებასა და პეიზაჟის მუდმივ ცვლაში.
ასეთი ერთგვარი ოცნების განსახორციელებლად, ახალგაზრდებმა დაიწყეს შესაფერისი სატრანსპორტო საშუალების ძებნა. მალე მათ იპოვეს საკმაოდ კარგი ვარიანტი: 2004-წლიანი ჩამოწერილი სასკოლო ავტობუსი, რომელიც მხოლოდ 5 ათას დოლარად შეიძინეს.
მომავალ ოჯახურ ბუდეს მათ “ოლივერი” უწოდეს და დაკავდნენ საცხოვრებლის რემონტით. შეძენისთანავე, მეუღლეებმა გასაყიდად გაიტანეს თავიანთი სახლი და საოჯახო ბიზნესი (რამდენიმე სპორტ-დარბაზი, რომლებშიც ისინი ტრენერებიც იყვნენ.), დაიწყეს ავტობუსის გადაკეთება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს ძალიან ხარჯიანი საქმე აღმოჩნდა, ხოლო სახლი, ძვირადღირებული ავტომობილი და მათი დანარჩენი ქონება, არაფრით იყიდებოდა. ოჯახი მთელი 1.5 წლის განმავლობაში საკმაოდ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში იყო.
ბუნებრივია, მეგობრებსა და ნათესავებს ისინი, მსუბუქად რომ ვთქვათ, არანორმალურებად მიაჩნდათ და არ ესმოდათ, თუ რატომ რისკავდნენ ისინი თავიანთი მომავლით, მითუმეტეს, ორ შვილთან ერთად, თუმცა ცოლ-ქმარს უკან არ დაუხევია. ბოლოს და ბოლოს, მათ შეძლეს მთელი ქონების გაყიდვა და მთელი ძალები და სახსრები ავტობუსის მოწყობაზე დახარჯეს, თანაც, იმ დროისთვის მასში ცხოვრებაც მოუხდათ.
მაიკლმა, მამასთან ერთად, დააცარიელა ავტობუსი, მოხსნა კედლისა და იატაკის საფარი, შეუდგა აბსოლუტურად ახალი კონსტრუქციის შექმნას, რომელიც გაუძლებდა სიცივეს, სიცხესა და მაღალ ტენიანობას.
რამდენადაც ოთხწევრიანი ოჯახი ხანგრძლივ მოგზაურობას ოთხფეხა მეგობარ აპოლონთან ერთად გეგმავდა, ერთბაშად რამდენიმე საცხოვრებელი ზონის, სამზარეულოსა და სააბაზანოს მოწყობა გახდა საჭირო.
ზრდასრულებისთვის მოეწყო საძინებელი პოდიუმზე, რომლის ქვეშაც ორგანიზებულია საკმაოდ ტევადი შესანახავი სისტემა. ბავშვებისთვის ააწყვეს ორსართულიანი საძინებელი და ახლა ყველას პატარა, თუმცა მაინც საკუთარი კუთხე აქვს.
იმის გათვალისწინებით, რომ ოჯახი სრულყოფილად უნდა იკვებებოდეს. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო სამზარეულოს, რომელიც ყველაფერი აუცილებლითაა აღჭურვილი. ავტობუსში მოიძებნა ადგილი სამუშაო ზონის, ნიჟრის, სრულყოფილი გაზქურისა და ღუმლის, მაცივრის, სამზარეულო ავეჯის, სარეცხი მანქანისა და მცირე საწყობის ადგილიც კი, რომელშიც საკვები პროდუქტები ინახება.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ ავტობუსია და, ერტი შეხედვით, იქ ოთხი ადამიანი ვიწროდ იცხოვრებს, საგულდაგულო დაგეგმარების წყალობით, წყვილმა შეძლო საკმაოდ ტევადი მისაღები ოთახის მოწყობაც, რომელიც სასადილო ოთახისა და დასასვენებელი ზონის ფუნქციასაც ასრულებს მთელი ოჯახისთვის, და საყვარელ ადგილად იქცა მათი ძაღლისთვისაც.
სამწუხაროდ, სრულყოფილი სააბაზანო ოთახის მოწყობა აქ არ გამოვიდა, თუმცა ბიოტუალეტი, ნიჟარა და საშხაპე მაინც მოაწყვეს. ტონიმ და მაიკლმა ამ გარდასახვაზე 15 000 დოლარამდე დახარჯა, 5 000 დოლარიც ავტობუსში გადაიხადეს, თუმცა ისინი არაფერს ნანობენ.
სრული გარდასახვიდან 1 წლის განმავლობაში, თავიანთი მოძრავი სახლით უკვე 8 000 კმ-ზე მეტი გაიარეს და უსასრულოდ ბედნიერები არიან, რომ ყოველდღე ახალ ადგილზე იღვიძებენ. ბუნებრივია, ისინი ბავშვებთან ერთად მოგზაურობენ, რადგან ტონის სურს, ასწავლოს მათ ოცნებებისკენ მისწრაფება, მაშინაც კი, თუ ეს არ ჯდება სოციალურ ნორმებსა და წესებში.
თუ მსგავსი გარდასახვები მოგწონთ, აუცილებლად მოგეწონებათ ყოფილი სასწრაფო მანქანის გადაკეთებაც.