
ფრანგი მხატვრის, Benedetto Bufalino-ს ბორბლებიან სახლს არამხოლოდ მოგზაურობა, არამედ შემოგარენის ზემოდან დათვალიერებაც შეუძლია. ფურგონს სპეციალური მექანიზმი აქვს, რომელსაც იგი 10 მეტრამდე სიმაღლეზე ააქვს, რაც ფანჯრიდან შესანიშნავ ხედსა და არაკეთილმოსურნეებისგან თავდაცვას უზრუნველყოფს.
თავისთვის დამახასიათებელი ქალაქური ეპატაჟის იუმორისტული ჟანრის ფრანგმა მხატვარმა ბენედეტო ბუფალინომ მოიფიქრა ავტომისაბმელის ჰაერში აშვება. ღამით მოგზაურობისას, როცა შეჩერება ხდება საჭირო, ბორბლებიანი სახლი “მფრინავ სახლად” იქცევა.
ხეებსა თუ ქალაქურ შენობებს შორის მოხვედრილი პატარა მისაბმელი ნელა მიიწევს ზემოთ და ღამით განსაკუთრებით გასაოცარია შემოგარენის მაცხოვრებელთათვის, თავისი გამოჩენისა და იდუმალი, მყუდრო, საშინაო შუქის გამო.
მარტივია იმ ქალაქების მაცხოვრებელთა შოკის წარმოდგენა, რომლებიც საღამოობით, ლურჯ ცაზე, სახლებს ზემოთ, არსაიდან გამოჩენილ, ნელ-ნელა ზემოთ მიმავალ ამოუცნობ მფრინავ ფურგონს ხედავენ.
იცხოვრებდით ასეთ სახლში? სად წახვიდოდით?