
ნუ ღელავთ, ეს ცოცხალი თევზებია. ისინი არავის გაუყინავს. თევზები ოთახის ტემპერატურის წყალში ცხოვრობენ. თქვენ წინაშეა დიზაინერული აკვარიუმი Ice Cube, რომელიც ყინულის კუბის ფორმითაა შესრულებული.
ჩვენ ყველას გვიყვარს საშინაო სიმყუდროვე და თბილი ატმოსფერო ოფისში. ოთახის გაცოცხლების საკმაოდ მარტივი საშუალება აკვარიუმია. თუმცა, ხშირად, უზარმაზარი მოწყობილობა ძალიან დიდ სასარგებლო სივრცეს იკავებს და მისი მოვლაც ძალიან რთულია.
საყოფაცხოვრებო დიზაინერმა Аrthur Хin-მა (Se Xin) ეს პრობლემა რადიკალურად გადაწყვიტა. მან შექმნა პატარა აკვარიუმი, რომელიც არამხოლოდ დაზოგავს თქვენს სივრცესა და ძალებს, არამედ ინტერიერსაც გაალამაზებს.
ეს აკვარიუმი-ილუზიაა. ერთი შეხედვით გვეჩვენება, რომ თევზები ლღობადაწყებული ყინულის კუბში არიან გაჭედილი.
თუმცა, თუ უკეთ დააკვირდებით – ყველაფერი თავის ადგილას დადგება. აკვარიუმი თევზებისთვის კეთილმოწყობილი, ხოლო ადამიანის თვალისთვის – სასიამოვნო ნივთია. ამასთან, იგი სტუმრებსაც დააკავებს, ცოტა ხნით მაინც. ეს ხომ არაა შუშის დიდი აკვარიუმი, მას თვალს ძალიან დიდხანს ვერ მოსწყვეტთ, მითუმეტეს, თუ მის წინ დაჯდებით.