
ცხოველთა უმრავლესობა საცხოვრებელს მოკრძალებულ ადგილებში, ხის ფუღუროებში, მიწის ქვეშ ან სოროებში პოულობს. ზოგიერთი მათგანი კი სხვის სახლებს იკავებს. თუმცა, ფრინველები, ჭიანჭველები, ფუტკრები და ფაუნის სხვა წარმომადგენლები იშენებენ საკუთარ ბუდეებსა თუ სოროებს დასასვენებლად, შთამომავლობის გასამრავლებლად და გასაზრდელად. არსებობენ ცხოველები, რომლებიც ძალიან სერიოზულად უდგებიან საცხოვრებლის შენებისა და მოწყობის საკითხს, ნამდვილი არქიტექტორების მსგავსად. გთავაზობთ ცხოველური სამყაროს საუკეთესო არქიტექტორებისა და მათი უბადო მშენებლობების ნაკრებს.
პლანეტა დედამიწაზე არსებობენ სხვა ცხოველებიც, რომლებიც ყველაზე ნიჭიერი არქიტექტორების სიაში უნდა შევიდნენ. მაგალითად, წავები – კაშხლების შესანიშნავი მშენებლები, რომლებითაც მდინარის დინებას ხერგავენ და ქმნიან ერთგვარ გუბეს. ტოტებისა და ჭუჭყისგან აშენებულ სახლში წავები თავს თბილად და უსაფრთხოდ გრძნობენ.
ჭიანჭველებიც გასაოცარი მშენებლები არიან, რომლებსაც ძალიან სწრაფად შეუძლიათ თავიანთი მიწისქვეშა საცხოვრებლის მოწყობა, მთელი კოლონიებისთვის. ფუტკრები აშენებენ ულამაზეს ფიჭებს თაფლის შესანახავად და შთამომავლობის გასამრავლებლად. ცბიერი ობობებიც, საიდუმლო კარით, რომელიც აბრეშუმის ძაფებზე მაგრდება და დაუყოვნებლივ იხსნება, აშენებენ გვირაბების მთელ სისტემას.
10. ჩვეულებრივი მქსოველი
ეს ფრინველი სამხრეთ აფრიკაში, ნამიბიასა და ბოტსვანაში ცხოვრობს. ჩვეულებრივი მქსოველები თავიანთ კომუნალურ ბუდეებს ტოტებისა და ბალახებისგან აშენებენ, ხეებსა და სხვა ობიექტებზე, მაგალითად, სატელეფონო ბოძებზე. მათი ბუდეები, ფრინველების აშენებულ საცხოვრებლებს შორის, ყველაზე დიდად ითვლება და მათში რამდენიმე თაობა მოთავსდება – ასობით ფრინველი. ბუდეები კომუნალურებად იმიტომ ითვლება, რომ ერთი დიდი ბუდე მრავალი ცალკეული ბუდისგან შედგება. კონსტრუქციის ცენტრში ძალიან თბილად, იქ ჩიტები ღამით იყრიან თავს, გარე ბუდეებში დღისით ტემპერატურა 7-8 გრადუსზეა, თუ გარეთ 16-33 გრადუსი ტემპერატურაა. გარედან კონსტრუქცია გვაგონებს თივის ზვინს, რომელში შესვლაც ქვემოდან შეიძლება.
9. ჭიანჭველა-მკერავი/ობობა-ფოთოლხვეველა
ყველასათვის ცნობილია, რომ ჭიანჭველები კოლონიებად ცხოვრობენ მიწაში ან ხეში, როგორც წითელი ევროპული ჭიანჭველები. ცენტრალური აფრიკისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მაცხოვრებელი მქსოველა ჭიანჭველები ბუდეებს ცოცხალი ფოთლებისგან აშენებენ, რომლებსაც ერთმანეთს აბრეშუმის ძაფებით ამაგრებენ. ასეთ კონსტრუქციაში მთელი კოლონია ცხოვრობს. კონსტრუქცია წყალგაუმტარია. მსგავსი საცხოვრებელი აქვს ავსტრალიელ ობობა-ფოთოლხვეველასაც. ერთადერთი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ობობა უკვე მკვდარ ფოთლებს იყენებს, ახვევს მათ და ალამაზებს აბრეშუმის ძაფებით. ფოთოლი ობობის ქსელის ცენტრშია მოთავსებული.
8. ჩენდრავასის ნახევარკუნძულის მექოხე
მექოხე ცხოვრობს ინდონეზიაში, ჩენდრავასის ნახევარკუნძულზე. ბუდის მშენებლობისას, მამრი იყენებს ბალახებსა და ტოტებს. იგი ერთგვარ მიწურს აშენებს, რათა პოტენციური მეწყვილე მოიზიდოს, ოჯახის შექმნის მიზნით. მიწურის აშენება – ეს მამრისთვის საბოლოო მიზანი არაა. იგი, ასევე, ინტერიერის დიზაინითაცაა დაკავებული და აფორმებს ტერიტორიასაც კენკრით, ყვავილებით, ხოჭოებითა და სხვა მკვეთრი ფერის ობიექტებით, მეტი მიმზიდველობისთვის. მდედრი ბუდეში მიდის, აფასებს მოწყობასა და მამრის პასუხისმგებლიანობას და იღებს გადაწყვეტილებას ოჯახის შექმნის შესახებ.
7. ტერმიტები
ტერმიტები ავსტრალიის ჩრდილოეთ რაიონის ველურ ბუნებაში დაუჯერებელ არქიტექტურულ ნიჭს ავლენენ – მტვრის, თავისივე გადამუშავებული თიხის, ნერწყვისა და ექსკრემენტებისგან აშენებენ 10 მეტრამდე სიმაღლის სატერმიტე ბუდეებს. ეს კონსტრუქციები აღჭურვილია გვირაბებით, კონდიცირების გათვლილი სისტემით და განლაგებულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, ტემპერატურის სწორად დარეგულისრებისთვის. მათი ბუდეები რამდენიმე აკრის მიწას იკავებს. გარდა ამისა, იქ გვხვდება ობი, რომელშიც ტერმიტები შთამომავლობებს ამრავლებენ.
6. ობობას სახლი, საიდუმლო კარით
ცნობილია, რომ ობობები ქსოვენ ქსელებს, თუმცა, ზოგიერთი მათგანი უფრო შორს წავიდა, მაგალითად, ობობა-ფოთოლხვეველა ან ობობების ცალკეული სახეობები ტეხასიდან და კანადიდან, რომლებიც რამდენიმე ჰექტრის ფართობის ქსელებს ქსოვენ. თუმცა ობობა, რომელსაც სახლში საიდუმლო კარი აქვს, ყველაზე ჭკვიანია. იგი მიწისქვეშა სოროში ცხოვრობენ, რომელსაც თავად თხრის. ნიადაგის, მცენარეებისა და აბრეშუმისებრი ძაფების გამოყენებით, იგი თავისი სოროს კარს მალავს. კარის გაღება და დახურვა შესაძლებელია, ამიტომ ობობა ელვისსისწრაფით იჭერს მსხვერპლს, ჩასაფრების ადგილიდან. როცა კარი დახურულია, იგი კარგადაა შენიღბული.
5. ინდოელი მქსოველი/ოროპენდულა-მონტეცუმა
ინდოელი მქსოველი ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ცხოვრობს. ფრინველი იმითაა ცნობილი, რომ აშენებს ელეგანტურ, დაკიდულ ბუდეებს. თუმცა, ეს სახლები უჩვეულო სულაც არაა.
ამ ადგილებიდან მოშორებით, კარიბის რეგიონში ცხოვრობს სხვა ფრინველიც, ოროპენდულა-მონტეცუმა, რომელიც მსგავს კიდულ ბუდეებს ბალახებისა და ვაზისგან აშენებს, 30-მდე წევრისგან შემდგარი კოლონიებისთვის. ისინი ბუდეებს ტყეში, მაღალ ხეებზე, ნარგავებსა და პლანტაციებზე აშენებენ, რაც ინდოელი მქსოველებისგან განასხვავებს, რომლებიც ბუდეებს წყალთან ახლოს, ეკლიან ხეებზე იშენებენ.
4. ქაღალდის კრაზანა
მაშინ, როცა კრაზანების უმეტესობა ბუდეებს არ აშენებს და სხვის ნაწვალევს ისაკუთრებს, ქაღალდის კრაზანები აშენებენ ელეგანტურ საცხოვრებლებს გადაღეჭილი მცენარეების, ხისა და ღეროებისგან, რომლებსაც ერთად აწებებენ ფისის, ნერწყვისა და აბრეშუმისებრი ძაფების გამოყენებით. ზოგიერთი სახეობა მტვერსა და სიბინძურესაც იყენებს. ბუდეში კვერცხებით სავსე ფიჭებია, როგორც ფუტკრის სკებში. გარედან ფიჭები შეფუთულია ერთგვარი ქაღალდით დამზადებულ ლარვაში. ბუდე ფეხითაა დამაგრებული ხის ტოტზე. კრაზანები ბუდის გარშემო ავრცელებენ განსაკუთრებულ სუნს, რომელიც აფრთხობს ჭიანჭველებს – კვერცხის ქურდებს. ბუდე მოკრძალებულ ადგილებში შეგხვდებათ.
3. ჟღალი მეთუნე/მერცხალი
მომღერალი შაშვები, იგივე ჟღალი მეთუნეები ტალახსა და ნაკელს იყენებენ ხის მწვერვალზე, ბოძებზე ფინჯნების ასაშენებლად. მზა ბუდეს იქ მზეზე აშრობენ, შედეგად კი იღებენ გამძლე საცხოვრებელ სახლს, რომელსაც არ ეშინია ქარის და ნებისმიერ პირობებში ვარგისია საცხოვრებლად. მერცხლების მრავალი სახეობაც ტალახსა და ნერწყვს იყენებს ბუდეების ასაგებად. ისინი თავიანთ ბუდეებს კოლონიებად აშენებენ, ადამიანის საცხოვრებელთან ახლოს. ბუდეების ზომები ასოცირდება ფრინველების რაოდენობასა და მერცხლის სახეობებთან.
2. სფეციდა
სფეციდა თავის ელეგანტურ ბუდეს აშენებს ცილინდრული მილის ფორმით, რომელიც ორღანის მილს ან პანფლეიტს ჰგავს. ამისთვის იყენებს ტალახსა და ნარწყევ მასას ხიდების ფუძეებზე, კედლებსა და კლდეებზე სახლის ასაშენებლად. კრაზანის ბუდე მარტივი, ამფორის ფორმის გამოდის, სემდეგ ბუდეებს ერთმანეთს უერთებენ ისევ ტალახის გამოყენებით. ბუდეში სფეციდებს უამრავი ადგილი აქვს კვერცხისთვის, არა კვერცხების განსათავსებლად, არამედ “ტყვეებისთვის”, მაგალითად, ობობებისთვის, მათ გაქცევა რომ ვერ შეძლონ, კრაზანა მსხვერპლს აქვავებს. მონაპოვარს ბოლოს კრაზანის ჭიები ჭამენ.
1. მაისის ბუზი
მაისის ბუზი – ეს ერთგვარი წყალქვეშა არქიტექტორია. ჭიის მდგომარეობაში, ბუზს უჭირს ნაკადულებში, რუებსა და სხვა წყალსატევებში გადაადგილება და თავშესაფრის პოვნა. რასაც იპოვის, ბუზი იმაგრებს თავის ლარვაზე აბრეშუმისებრი ძაფების გამოყენებით, რომლებსაც თავისივე ჯირკვლებით გამოიმუშავებს. ასეთ შენიღბულ თავშესაფარში ჭია იზრდება, იკვებება და სუნთქავს. თავის გარშემო, იგი ქმნის “ქსელებს”, მსხვერპლის მოსაპოვებლად.
რომელი ცხოველი-არქიტექტორის ნაშრომი მოგეწონათ ყველაზე მეტად?