
მადრიდში ძალიან პატარა ბინის მფლობელის ცხოვრება კომპიუტერულ თამაშებს მოგაგონებთ – იგი კიბის გარეშე ოთახიდან ოთახში ვერ გადაადგილდება. MYCC სტუდიის ესპანელმა არქიტექტორებმა შეძლეს 20 კვადრატული მეტრი ფართობის ბინის მცირე სივრცის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება.
ეს უჩვეულო ბინა ერთი ადამიანის ცხოვრებისა და მუშაობისთვისაა გათვლილი. 100 კუბური ან 20 კვადრატული მეტრის საცხოვრებელს არქიტექტორებმა უწოდეს ცარიელი კოლოფი, რომელიც შევსებას ელის. დაქირავებულმა დამპროექტებლებმა გამოიყენეს მთელი თავიანთი კრეატიულობა, რათა მინიატურული ბინა ტევად ადგილად ექციათ.
კიბეებისა და საფეხურების კომბინაცია ბინის ყველა დონეს ერთ სივრცედ აერთიანებს. ერთი ოთახიდან მეორეში გადასვლა მცირე ფიზიკურ დატვირთვას უტოლდება.
შემოსასვლელი ოთახი ფაქიზაც გადაიზრდება სამზარეულოში, რომლიდანაც საფეხურებს მივყავართ ქვემოთ, მისაღებ ოთახში, მოპირდაპირე კედელთან. რკინის კიბით, რომელიც ერთ კედელზეა მიმაგრებული, შეიძლება ანტრესოლზე არსებულ კაბინეტზე ასვლა. კაბინეტის ქვეშ დამალულია საძინებელი.
კიდევ ერთ კიბეს მივყავართ მისაღებიდან სააბაზანომდე, რომელიც სამზარეულოს ქვეშაა განლაგებული. კედლები, იატაკები და ჭერები თეთრადაა შეღებილი, ერთადერთი ფერადი აქცენტები კი ავეჯი და ხელოვნების ნიმუშებია.
მადრიდში მხოლოდ ერთი ასეთი ბინაა, თუმცა იაპონიაში მსგავსი პროექტი უკვე მოძველებულადაც ითვლება.