
ოდესღაც მარილი ძვირადღირებული საქონელი იყო. მისი დეფიციტის გამო ხდებოდა ბუნტები და საბრძოლო შეტაკებები. მარილით დასატვირთავად, ქარავნები უდიდესი რისკის ხარჯზე იპარებოდნენ ველური თათრული სტეპების გავლით.
ქვამარილი
დღეს მარილი ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი საკვები პროდუქტია. მართალია, მის გარეშე კერძების უმეტესობა ვერ მომზადდება, მარილი, შაქართან ერთად, სულ უფრო ხშირად იწოდება “თეთრ სიკვდილად”. თუმცა, აუცილებლად უნდა დააფასოთ ეს პროდუქტი!
იაფი და აბსოლუტურად უსაფრთხო მარილი ყოფაცხოვრებაში დიდ სარგებელს მოგვიტანს. ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ მისი გამოყენების ზოგიერთ უჩვეულო გზას, რომლებიც დაგეხმარებათ რეცხვაში, დალაგებასა და პირადი ჰიგიენის დაცვაში.
მარილის გამოყენება ყოფაცხოვრებაში
1. ფანჯრების წმენდა სახლსა და ავტომობილში
გახსენით 2 ს.კ. მარილი 3 ლ თბილ წყალში. ამ მასით შეიძლება ფანჯრების გაწმენდა და ავეჯიდან მყარი ლაქების ამოყვანაც კი.
2. მსუბუქი რეცხვა
ტანსაცმელი ლაქებისა და გახუნებისგან რომ დავიცვათ, დაუმატეთ სარეცხ მანქანაში ცოტაოდენი მარილი. მარილისა და წყლის გამოყენებით შეიძლება წითელი ღვინის ლაქების ამოყვანაც. მასა იწოვს ღვინოს, ხოლო ტანსაცმელი უბრალოდ გაწმინდეთ ხელსახოცით ან ჯაგრისით.
3. კბილის ტკივილის შემსუბუქება
თუ კბილის ტკივილი გაწუხებთ, გახსენით ცოტაოდენი მარილი თბილ წყალში და გამოივლეთ პირის ღრუ. თუმცა, გაიარეთ კონსულტაცია სტომატოლოგთან. თუ ხელთ კბილის პასტა არ გაქვთ, შეგიძლიათ, მარილი და სოდაც გამოიყენოთ, თანაბარი რაოდენობით.
4. ფეხების ოფლიანობის გაქრობა
შეგიძლიათ მარილით ფეხის აბაზანებიც გაიკეთოთ. ამისათვის. 8 ლ წყალში გახსენით 3 ს.კ. მარილი და 1/4 ნაჭერი საპონი. პროცედურა ფეხის ოფლიანობასა და უსიამოვნო სუნს შეამცირებს, თუმცა, კანის გამოშრობა შეუძლია, ამიტომ წაისვით კრემი დასრულების შემდეგ.
5. უსიამოვნო სუნი ღუმელში
თევზის მომზადების შემდეგ, ღუმელში საშინელი სუნი დარჩა? როგორ მოვიქცეთ? როგორ მოვაშოროთ? ამაში დარიჩინი და მარილი დაგეხმარებათ. დაყარეთ ცოტაოდენი მარილი ღუმელში და ჩართეთ რამდენიმე წუთით. სულ რამდენიმე წუთში, სუნი სრულად გაქრება.
6. ვერცხლისა და სპილენძის წმენდა
ბეჭედი ისევ გაშავდა? შეურიეთ ძმარი და მარილი და დაწმინდეთ მეტალის ნივთები ღღუბლით. გაგიკვირდებათ, თუ როგორ გაბზინდება თქვენი სამკაული.
7. გაჭედილი ნიჟარა
ნიჟარა რომ გაწმინდოთ, განსაკუთრებით სამზარეულოში, ჩაყარეთ მასში მარილი და დაასხით მდუღარე წყალი. რამდენიმე წუთში დაინახავთ, რომ წყალი მშვენივრად გაედინება, დაბინძურება კი გაქრა.
8. კანის სკრაბი
შეურიეთ ქვამარილი ლავანდის ეთერზეთს. წაისვით მასა სახეზე და ჩამოიბანეთ წყლით. ეს კარგი სკრაბია. ზეტი დაარბილებს თქვენს კანს, ხოლო მარილი დაუბრუნებს ელვარებასა და სინაზეს.
იცოდით, რომ სახამებელს იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე თქვენი თეთრეულის გახამებაა?