როგორ მოვიზიდოთ კეთილდღეობა ჩვენს სახლებში

ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ შესაძლებელია ბედნიერებისა და სიმდიდრის როგორც მოზიდვა, ისე განზიდვაც. ზეციური ძალების რწმენამ ხალხში არაერთი ცრურწმენა და ჩვეულება წარმოქმნა, რომლებიც დღემდე არსებობს. ცრურწმენების დაჯერება/არდაჯერება ადამიანის პირადი საქმეა.

ხალხური სიბრძნე არამხოლოდ გვასწავლის, როგორ ვიქცეთ მდიდარ და წარმატებულ ადამიანად, არამედ გვიხსნის კიდევაც, თუ რატომ ხდება უსიამოვნებები, რა მიზეზით ჩნდება ოჯახში პრობლემები ან რის გამო ვერ ხერხდება თანამშრომელთან ურთიერთობის დალაგება.

როგორ გავხდეთ მდიდარი და წარმატებული

ითვლება, რომ სხვადასხვა ნივთი, რომლებიც ჩვენს გარშემოა, იზიდავს სხვადასხვა ენერგიას. და, თუ ეს ენერგიები უარყოფითია, იგი ჩვენც გადმოგვეცემა, მოქმედებს ჩვენს ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობაზე, არღვევს სამყაროსთან ურთიერთქმედებას.

სწორედ ამიტომ, დადებითი ენერგიის მოზიდვას ყოველთვის დიდი ყურადღება ეთმობოდა. ამისთვის იყენებდნენ შელოცვებსა და ამულეტებს, სახლის კარის თავზე კიდებდნენ ნალებს, ქარგვისას მიმართავდნენ “იღბლიან” გვირისტებს.

დადებითი ენერგია რომ არ განიზიდოთ და უარყოფითი არ მიიზიდოთ, საჭიროა, სწორად მოექცეთ ჩვენთვის ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო ნივთებსაც კი. აი, როგორ უნდა შეინახოთ ზოგიერთი ნივთი, ხალხური ცრურწმენების თანახმად.

1. მაკრატელი

ეს ინსტრუმენტი მხოლოდ დახურული უნდა შეინახოთ, რომ მისი სამართებლები მჭიდროდ იყოს ერთმანეთთან დადებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, უიღბლობას ვერ ასცდებით, რადგან მაკრატელს თქვენს სახლში კეთილდღეობის გზის “გადაჭრა” შეუძლია.

2. ფოტოჩარჩოები

სახლში არსებული ფოტოჩარჩოები სრული უნდა იყოს, ნახეთქებისა და ნამსხვრევების გარეშე. თუ ჩარჩო გაიბზარა, შეკეთებას არ გირჩევთ, გამოცვალეთ იგი.

3. ცოცხი

უმნიშვნელოვანესი ნივთი, რომელთანაც ათობით ცრურწმენაა დაკავშირებული. ითვლება, რომ ეს დამხმარე თავდაყირა უნდა ინახებოდეს. ასეთ პოზაში იგი იზიდავს კეთილდღეობას და არ აძლევს ფულს სახლიდან “გადინების” საშუალებას. გარდა ამისა, ასეთ მდგომარეობაში ცოცხლის ბინძური ნაწილი არ ეხება იატაკს და არ ავრცელებს ნეგატივს მთელ სახლში.

ხოლო, თუ ცოცხს სწორად დავტოვებთ, ხალხური რწმენის თანახმად, იგი უწმინდური ძალების მაგნიტად იქცევა, რომელიც სახლის დაგვისას ყველგან გავრცელდება და უსიამოვნებებს მოიტანს.

სხვათა შორის, ცოცხის ქონა რეკომენდებულია სახლში მათთვისაც, ვისაც მტვერსასრუტი აქვს. საქმე ამ შინაური დამხმარის მაგიურ თვიებებშია, რომლებიც მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ გამოსცადა.

შეგიძლიათ, შეიძინოთ დეკორატიული ცოცხი, რომელიც კედელზე თავდაყირა უნდა დაკიდოთ. ასეთი დეკორაცია სახლში მოიზიდავს კეთილდღეობას და დააფრთხობს ავ სულებს.

არაა რეკომენდებული ცოცხით ნაგვის გადაგვა ზღურბლს ზემოთ, რადგან ასე შეიძლება სახლიდან ბედნიერება და ფული გახვეტოთ. ხოლო, თუ მზის ჩასვლის შემდეგ დაგვით, ეს დაავადებებს გამოიწვევს. არ შეიძლება ცოცხით დაგვა იმ შემთხვევაშიც, თუ ოჯახის რომელიმე წევრი იმ მომენტში მგზავრობს. ასევე, არ დაუშვათ, რომ ცოცხი უცხო ადამიანებმა გამოიყენონ.

აი, ასეთ საინტერესო რჩევებს გვთავაზობს ხალხური რწმენა, რათა ხელი არ შევუშალოთ საკუთარ თავს წარმატებაში. დაუჯერებთ თუ არა რჩევებს – მხოლოდ და მხოლოდ თქვენი საქმეა. თუმცა, რახან მათი უამრავ თაობას სწამდა, ესე იგი, სადღაც მართალია.

თქვენ გჯერათ ცრურწმენების?