
ჩვენ მივეჩვიეთ მაღაზიებში სიარულსა და კედების, ჩექმებისა თუ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის შეძენას, რათა გარედან ლამაზი იყოს, ფეხებისთვის – კომფორტული, და არც მოდას ჩამოვრჩეთ. სწორედ ამიტომ, იმას, თუ რას ვიცვამთ ფეხზე სახლში, ნაკლებ ყურადღებას ვუთმობთ.
-“ჩემი ზომაა, ფერიც, ასე თუ ისე, სასიამოვნოა – შეიძლება ჩაცმა!” – ასე ვეუბნებოდი საკუთარ თავს ადრე, როცა სახლისთვის ახალ ფლოსტებს ვარჩევდი. ადრე, არა ახლა, როცა სახლში რბილი და ძალიან მოსახერხებელი ფლოსტებით სიარული დავიწყე, რომლებიც დაქალმა მაჩუქა. ასევე, ისიც მითხრა, თუ როგორ შეიძლება ამ ლამაზმანის მოქსოვა საკუთარი ხელებით.
როგორ მოვქსოვოთ ფლოსტები
ეს გზა იმდენად საინტერესო და მარტივია, რომ მე 1 საღამოს მოვრჩი. ახლა ჩემს სახლში 3 წყვილი ფლოსტებია სტუმრებისთვის, ასევე, 2 ლამაზი საჩუქარი დედაჩემისა და დედამთილისთვის.
დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, თუ როგორ მოვქსოვოთ ლამაზი ფლოსტები დამოუკიდებლად. თვლები მარტივად მზადდება, ნაკერების გარეშე, თანაც მხოლოდ ორ ჩხირზე.
სახლში ყოფნა უფრო კომფორტული და სასიამოვნო რომ იყოს, ფლოსტების შერჩევას დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ. ისინი რბილი, თბილი უნდა იყოს და არ სრიალებდეს, რათა საყოფაცხოვრებო ტრავმები თავიდან აიცილოთ.
სწორი ფლოსტები სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის სახლში, სწორედ თავისი სირბილის გამო! მათში თავს ძალიან კომფორტულად იგრძნობთ, მითუმეტეს, თუ საუბარი ზამთარზეა, როცა დამატებით სითბოს ყველა საჭიროებს.
ლამაზი ნაქსოვი ფეხსაცმელი სახლისთვის დაუჯერებლად პოპულარულია უკვე ათობით წლის მანძილზე. ხელსაქმის ოსტატები მარტივად ამზადებენ ასეთ ნაკეთობებს დამოუკიდებლად, თავისთვის და საჩუქრადაც. დღეისათვის, საშინაო ნაქსოვი ფეხსაცმლის ფართო ასორტიმენტი არსებობს სხვადასხვა მაღაზიაში, ყოველწლიურად კი მისი პოპულარობა მხოლოდ იზრდება.
ასეთი ფლოსტების უცვლელი აქტუალობა შემდეგი ფაქტორებით იხსნება: უჩვეულო სირბილე და სიმსუბუქე ტერფში, ჰაერის დიდებული ცირკულაცია, მაქსიმალური კომფორტი და მოსახერხებლობა, მოვლის სიმარტივე – ასეთი ფლოსტები უპრობლემოდ ირეცხება მანქანითაც და ხელითაც, ფლოსტების გახდა კი საჭირო არაა დივანზე ან სავარძელზე დაწოლისას.
გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ, თქვენს ფლოსტებს აბსოლუტურად ახალი დიზაინი მისცეთ და ნებისმიერი ფერით მოქსოვოთ.
ფლოსტებიი შეგიძლიათ დაამზადოთ როგორც ზამთრის, ისე ზაფხულისთვისაც – ამისთვის სხვადასხვა ძაფი უნდა გამოიყენოთ.
ასეთი თვლები მარტივად იქსოვება, ნაკერების გარეშე, თანაც ორ საქსოვ ჩხირზე, სამ ფენად. ფლოსტები მოსახერხებელია იმ ქალებისთვის, რომლებსაც 38-39 აქვთ ფეხის ზომა. ჩაერთეთ შემოქმედებით პროცესში და აირჩიეთ ფერი და დიზაინი ისე, რომ თქვენს თვალებს ყოველდღე ახარებდეს.
უშუალოდ ქსოვის პროცესი იხილეთ ამ ვიდეოში. მასში გამოცდილი ხელსაქმის ოსტატი გვიზიარებს ასეთი გასაოცარი ნივთის შექმნის ხრიკებს.
როგორც ხედავთ, სახლში თავის კომფორტულად შეგრძნებისთვის სულაც არაა მაღაზიებში სიარული. სცადეთ ფლოსტების მოქსოვა ამ კონსტრუქციით და ნამდვილად არ ინანებთ!