ამ ძველ სახლს 950 000 დოლარად ყიდიან. ერთი შეხედვით, განსაკუთრებული არაფერი…

იმ დროს, როცა იტალიის კუნძულებზე სახლებს 1 ევროდ ყიდიან, ხოლო სოფლებში დასასახლებლად თანხას იხდიან, მეგაპოლისებში უძრავი ქონების ფასები წარმოუდგენლად იზრდება. პრესტიჟულ ქალაქში საცხოვრებლად ძალიან დიდი თანხის გაღება გვიწევს, თუმცა რიელტორებს ყოველთვის აქვთ ოპტიმალური ვარიანტი.

თქვენ წინაშეა სახლი, რომლის ღირებულებად $950 000-ს შეადგენს. “მდიდრული სასახლე” საშუალებას გაძლევთ, პირდაპირ ვანკუვერის (კანადა) ცენტრში იცხოვროთ, მისი უპირატესობა კი სკოლასთან და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებთან ახლოს მდებარეობაა.

პატარა სახლი? არა, გამყიდველების აზრით, ეს კოფორტული, მოსახერხხებელი ადგილია. ისევ არ გნებავთ ამ სახლის შეძენა? შეხედეთ სამზარეულოს და თითქმის მილიონდოლარიანი საფასური თვალსა და ხელშუა გამართლდება.

კარგად ჩანს, რომ სახლის დეკორი წლებია, არ განახლებულა. თუმცა, დიდი ამბავი, ამ სახლის გასაღებს თუ მიიღებთ, კულტურული მემკვიდრეობის ასეთი მოთხოვნადი ნიმუშის მფლობელი გახდებით.

ლამაზი ბაღი, 1.5-სართულიანი შენობა და 3 საძინებელი – საუკეთესო და, უპირობოდ, ყველაზე იაფი გადაწყვეტილებაა ვანკუვერში ცხოვრების მსურველთათვის.

ამ სახლში ყველაფერია, რაც ცხოვრებისთვის საჭიროა – კარი, ფანჯრები და ოთახები. “რემონტის შემდეგ მშვენიერი სახლი გამოვა, ქალაქის ცენტრში.” აქებენ რიელტორები, ამაში კი ვერ შეედავებით.

განცხადებაში არ მალავენ, რომ შენობის ღირებულება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია მის მდებარეობაზე. განცხადება ასე სრულდება: “შესაძლოა, ეს თქვენი შანსია ვანკუვერში საცხოვრებლად.” დიდი ალბათობით, საკუთარი სახლის აშენება გაცილებით იაფი დაგიჯდებათ.