როგორ გავარემონტოთ საპირფარეშო, საიზოლაციო ლენტის გამოყენებით

ზოგიერთი ადამიანისთვის, რემონტი არასდროსაა პრობლემა. მოგბეზრდათ შპალერის ფერი მისაღებში? დაიცავით ნივთები, შეიძინეთ ახალი შპალერი, დაიქირავეთ სპეციალისტები, იცხოვრეთ 1-2 კვირა სხვაგან და დაბრუნდით განახლებულ კედლებში. სამწუხაროდ, ბევრი ჩვენგანისთვის, ობიექტური მიზეზების გამო, ეს ვარიანტი არაა ხელმისაწვდომი.

სწორედ ამიტომ, სახლის გასაახლებლად სხვა, ნაკლებად ხარჯიანი და მარტივი გზების პოვნა გვიწევს. ასე მოიქცა ჩვენი დღევანდელი სტატიის მთავარი გმირიც. როცა საპირფარეშოში კერამიკული ფილების განახლება მოისურვა, მთელი ოთახი კი არ დაუნგრევია – ელეგანტურ და მარტივ გადაწყვეტილებას მიაგნო.

მომზადება

პირველ რიგში, ქალმა “საწყისი მასალა” მოაწესრიგა: იატაკის ფილა სპეციალური საშუალებით საგულდაგულოდ გაწმინდა, თანაც არაერთხელ.

შემდეგ დიასახლისმა გაზომა ფილის ზომები და, როცა სამუშაოს მასშტაბები თვალსაჩინო გახდა, იატაკი ზუმფრის მანქანით დაამუშავა. კიდევ ერთხელ დაალაგა, გაიტანა ჭარბი სიბინძურე და მტვერი, და დრო მოვიდა გეგმის შემდეგი ნაბიჯისთვის.

ქალმა ფრთხილად დააწება საიზოლაციო ლენტი იატაკსა და კედლებს შორის არსებილ ყველა გადაბმასთან. იგივე გაიმეორა უნიტაზთან.

შეღებვა

ხელოვანმა გოგონამ იატაკზე ორი ფენა გრუნტი წაუსვა: მეორე მაშინ გამოიყენა, როცა პირველი ფენა გაშრა. შემდეგ დიასახლისმა ხელში ფუნჯი აიღო და გრუნტს რამდენიმე ფენა თეთრი საღებავი წაუსვა, პროცესი კი მაშინ შეწყვიტა, როცა დარწმუნდა, რომ იატაკი მაქსიმალურად სწორი იყო.

ახალი ფიგურები

ახლა საქმეში წინასწარ დამზადებული ყალიბი ჩაერთო. მისი გამოყენებით, ქალმა იატაკს მისთვის სასურველი ფიგურები დაახატა და ყურადღებას აქცევდა იმას, რომ ფიგურა არ გასცდენოდა ფილებს.

სულ ესაა! მოხერხებულმა დიასახლისმა საპირფარეშოში ახალი ფილები ძველის შეუცვლელად მიიღო, მთელ პროცესზე კი მინიმალური დრო და ძალისხმევა დახარჯა.

მოგწონთ შედეგი? გააკეთებდით ასეთ განახლებას?