ცოლ-ქმარმა შეიძინა ბინა, რომელშიც რემონტი დენიკინის დროიდან არ გაკეთებულა

იმ ბინის მფლობელები, რომლის ფოტოებიც ჩვენს დღევანდელ სტატიაშია, ძალიან ბედნიერი იყვნენ საკუთარი საცხოვრებლის შეძენის დროს. მეუღლეებს სულაც არ აშინებდა ის ფაქტი, რომ მათი ახალი სახლი კარგად ნამდვილად არ გამოიყურებოდა.

ახალშეძენილი სახლის სამზარეულოს კედლებიდან საღებავი მუჭებად ცვიოდა, რადიატორი ფანჯრის რაფის ქვემოდან მტკივანი კბილივით იჭყიტებოდა, ხოლო ბინძური ხალიჩა დიდი ხნის წინ უნდა გადაეგდოთ.

მისაღები ოთახი ცოტათი უკეთ გამოიყურებოდა. თუმცა, აქაც საკმარისი პრობლემა იყო. იატაკის საფარი სასწრაფოდ შესაცვლელი იყო. ახალ შპალერზეც უარი არ ითქმებოდა.

ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა, ყველა დადებითი და უარყოფითი მხარის გათვლის შემდეგ, ძველი საფარების დემონტაჟი გადაწყვიტა. მეუღლეებმა სწრაფად მოიშორეს ზედმეტი ნივთები, გაწმინდეს კედლები, აყარეს იატაკის საფარი.

ყველაზე მეტი პრობლემა, როგორც ბინის მფლობელები შიშობდნენ, ძველი იატაკის ქვეშ აღმოჩნდა. სანამ ფილებს დააგებდნენ, იატაკი დიდხანს და მტანჯველად სწორდებოდა.

საბედნიეროდ, მეუღლეები შეუპოვრები აღმოჩნდნენ და არ დანებდნენ ამ გარემოებების მიუხედავად. დღეს მათი განახლებული სამზარეულო ძალიან ტევადი და კომფორტულია.

დიასახლისი განსაკუთრებით კმაყოფილია ლამაზი ბადით, რომლის მიღმაც მისმა ქმარმა შეუხედავი გამათბობელი დამალა.

მისაღები ოთახიც სრულად გარდაისახა. არავითარი ძველი შპალერი და გაცრეცილი იატაკი. უბრალო, ელეგანტური და მყუდრო…

როგორც ხედავთ, ნებისმიერი ძველი ბინის გარდასახვაც შეიძლება, მთავარია, ამის ძალა და სურვილი გქონდეთ.