
ეპოქსიდური წებოს მაგიდები ყოველთვის უჩვეულოდ გამოიყურება. ამ მასალის გამოყენების ხარჯზე ვიღებთ უნიკალურ კონსტრუქციებს, რომლებიც ნებისმიერ ინტერიერში მომგებიანად გამოიყენება. წებოს გამოყენებით, ხის ჩვეულებრივ ნაკეთობას ხელოვნების ნამდვილ ნიმუშად აქცევენ.
ეპოქსიდური წებოს თავისებურება
ეპოქსიდური წებო ოლიგომერების სინთეტიკურ ნაერთს წარმოადგენს “სუფთა: სახით, ეს მასალა არ გამოიყენება. მისი თვისებები მხოლოდ გამამყარებელთან კონტაქტის შემდეგ მიიღება.
ძირითადი კომპონენტების კომბინაციის შეცვლით, შეგიძლიათ სხვადასხვა მახასიათებლის მქონე წებო დაამზადოთ:
- მყარი
- თხევადი
- მედეგი
- რეზინისებრი და სხვ.
ეპოქსიდური წებოს გამოყენების სფერო მის მოდიფიკაციაზეა დამოკიდებული. ამ უკანასკნელის თავისებურებები ქვემოთაა მოცემული:
მოდიფიკაციის ტიპები
ქიმიური – მის მისაღებად, წებოს უმატებენ სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებას, რომლებიც მასთან კონტაქტში შედის (პოლიეთერული ზეთები და სხვ.). აღნიშნული კომპონენტები ძირითადი ინგრედიენტის თვისებებს ცვლის.
ფიზიკური – მოდიფიკაცია მიიღება წებოში ისეთი ნივთიერებების დამატების გზით, რომლებიც მასთან კონტაქტში არ შედის.
ეპოქსიდური წებოს მაგიდა მზადდება ხის ფუძეზე სინთეტიკური მასასლის დამატებით. შედეგად ვიღებთ ნაკეთობას, რომელიც ქიმიური ნივთიერებების მიმართ მაღალი მედეგობით გამოირჩევა.
ასეთი მაგიდის დასამზადებლად, გარდა ხის ფუძის მომზადებისა, საჭიროა სინთეტიკური მასალისა და გამამყარებლის შერევა. ორივე კომპონენტის პროპორციაზეა დამოკიდებული შემადგენლობის მახასიათებლები. გამამყარებლის ჭარბი ან მცირე რაოდენობა იწვევს
- ნაკეთობის გამძლეობის შემცირებას;
- ნაკეთობის მედეგობის შემცირებას ქიმიური ნივთიერებებისა და წყლის მიმართ.
ამასთან, ზედმეტი გამამყარებელი წებოს გამოეყოფა. ხშირ შემთხვევაში, ამ მასალის გამოყენებით ნივთების დამზადებისას გამოიყენება საწყისი კომპონენტების 1:1 ან 1:2 პროპორცია.
ნაკეთობების სახეობები
ეპოქსიდური წებოს მაგიდები განსხვავდება გარეგნობითა და სინთეტიკური მასალების თავისებურებებით. ეს უკანასკნელი არსებობს ცივი ან ცხელი გამყარების. ეპოქსიდური წებოს მაგიდის საშინაო პირობებში დასამზადებლად, ძირითადად, პირველი ტიპის ნივთიერება გამოიყენება.
დადებითი და უარყოფითი მხარეები
ეპოქსიდური წებოს მაგიდას ძლიერი უპირატესობები აქვს, ხის სტანდარტულ კონსტრუქციებთან შედარებით:
- აქვთ უნიკალური გარეგნობა;
- წყალგაუმტარია;
- არ ექვემდებარება აბრაზიულ ზემოქმედებას;
- შეუზღუდავი შესაძლებლობები აქვს დიზაინერული გადაწყვეტილებებისთვის.
სინთეტიკური შემადგენლობის გამყარების პროცესში იგი თითქმის არ იკუმშება. ეპოქსიდური წებოს მაგიდა დამატებითი მასალებითაც შეიძლება გაკეთდეს. ესენია:
- ფოსფორესცირებადი და სხვა საღებავები;
- კაუჩუკი;
- ღვინის საცობები და სხვ.
ეპოქსიდური წებოს მაგიდის უარყოფითი მხარე მისი მაღალი ფასია. კონსტრუქციის ტიპის, ზომებისა და დიზაინის მიხედვით, ერთი ნაკეთობის დაფარვისთვის რამდენიმე ათეული ლიტრი სინთეტიკური მასალა შეიძლება გახდეს საჭირო.
ეპოქსიდური წებოს მაგიდის არჩევისას ყრუადღება გაამახვილეთ ბუშტუკების არსებობაზე. ისინი ნაკეთობის დამზადების ტექნოლოგიების არასწორად შესრულების შედეგია და ნეგატიურად ისახება მის მახასიათებლებზე.
კონსტრუქციის შექმნის პროცესში მნიშვნელოვანია ხის ზედაპირის მომზადებაც. მას შემდეგ, რაც ფუძეს ჭუჭყს მოაშორებთ, მას უნდა წაუსვათ გრუნტი, რათა წებო ხის ფორებში არ ჩაჯდეს და ბოლოს მაგიდის ზედაპირი ჰაერის ბუშტუკებით არ დაიფაროს.
მომზადების ეტაპის დასრულებისას უნდა მომზადებს ეპოქსიდური შემადგენლობა (წებო და გამამყარებელი), რომელშიც, სურვილისამებრ, ემატება საღებავები და მსგავსი კომპონენტები. მიღებული ნარევი ისხმება ხის ზედაპირზე. სრულ გამყარებას მხოლოდ 15 წუთი სჭირდება. გაჩენილი ბუშტუკების მოსაშორებლად, გაათბეთ ზედაპირი სამშენებლო ფენით.
ბოლოს ზედაპირს ამუშავებენ ზუმფრის აპარატით და აპრიალებენ. მთელი კონსტრუქციას დამზადებას, დაახლოებით, 7 დღე სჭირდება, რომელთა განმავლობაშიც, მასალა მედეგობას იკრებს. ამის შემდეგ, ნაკეთობის გამოყენება დანიშნულებისამებრ შეიძლება.
ვიდეო: მაგიდის დამზადება ეპოქსიდური წებოთი