ძველი სამზარეულოს განახლება ძალიან იაფად, საკუთარი ხელით

სახლების იღბლიანი მფლობელები რმეონტს სხვადასხვა მიზეზით ატარებენ. ვიღაცას საცხოვრებლის განახლება არაკეთილსინდისიერი მეზობლების გამო უწევთ, ზოგის ბინა სადაცაა, თავზე დაემხობა, ხოლო დანარჩენისთვის განახლება ახალი ცხოვრების დასაწყისთანაა დაკავშირებული.

ჩვენი სტატიის გმირები ამ სახლის შეძენის მომენტიდან ოცნებობდნენ ახალ სამზარეულოზე და დროდადრო ცდილობდნენ, დაძველებული ოთახისთვის ახალი სიცოცხლე შთაებერათ, თუმცა, ისეთი განახლებები, როგორიცაა შპალერის გადაწებება და ახალი ჭურჭლის შეძენა, სასურველ შედეგამდე, რა თქმა უნდა, ვერ მიიყვანდა.

თვალებს ეშინიათ, ხელები აკეთებენ

საბოლოო ჯამში, ახალგაზრდა წყვილმა გადაწყვიტა, სამზარეულო სრულად განეახლებინა და უკანმოუხედავად დამშვიდობებოდა ძველ ნივთებს, განსაკუთრებით, აუტანელ ავეჯს. მეუღლეები ახალი ავეჯისთვის გაეშურნენ მაღაზიაში, რომელშიც, საბედნიეროდ, თანამშომლებმა კარგი ფასდაკლება გაუკეთეს.

რემონტის დროს, საკვები მულტიფუნქციურ ქვაბში მზადდებოდა, ხოლო გადაკეთების მნიშვნელოვან ეტაპებს მობილური ტელეფონის კამერით აფიქსირებდნენ. ავეჯის აწყობა კვალიფიცირებულ სპეციალისტს მიანდეს, ხოლო მის მოსვლამდე წყვილმა ახალი ლინოლეუმის დაგება მოასწრო.

უნდა აღინიშნოს, რომ ყველა სარემონტო სამუშაო, გარდა ავეჯის აწყობისა, ცოლ-ქმარმა საკუთარი ხელებით შეასრულა. უფრო სწორად, ძირითადი სირთულეების ჯოხი ქმრის ზურგზე გადატყდა, ხოლო ცოლი ყველანაირად ეხმარებოდა.

სხვათა შორის, ხარისხიანი რემონტის შემდეგ, მშობლიური სახლის ატმოსფერო გაუმჯობესდა და მაცხოვრებლების განწყობაც ამაღლდა. ცალკე უკდა მოვიხსენიოთ სკინალი, რომელიც სამომავლოდ გმირულად აიტანს ცხიმის, ჭუჭყისა და წყლის შხეფებს.

აუცილებელი ფუფუნება

თავიდან, ფული მხოლოდ სამზარეულოს ქვედა კარადებზე ეყოთ, თუმცა, მეორე ხელფასზე ოჯახმა ზედა კარადებიც შეიძინა. სამზარეულო შეავსეს ჭურჭლის სარეცხი მანქანითაც, რომელიც, გარდა შესანიშნავი თვისებებისა, ინტერიერშიც კარგად ჩაჯდა.

როგორც ხეავთ, სკინალმა და ახალმა კარადამ, ლინოლეუმმა და ახალმა შპალერმა ოთახი რადიკალურად შეცვალა.

რემონტი არ დასრულებულა

ბედნიერი წყვილი აქ შეჩერებას არ გეგმავს. მათ გეგმებშია სავარძლების შეძენა, ტელევიზორის ანტენის შენიღბვა, გასაჭიმი ჭერისა და ოთახთშორისი კარის დაყენება.

დამეთანხმებით, შედეგი მართლაც შესანიშნავია! როგორც არ უნდა იყოს, სამზარეულო სახლში ყველაზე მყუდრო და ხშირად მოხმარებადი ადგილია, ამიტომ ამ ოთახის სილამაზე აუცილებელია. სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენ მოგიყევით, თუ როგორ განაახლა ბიჭმა ხრუშოვკის 5 კვ.მ. სამზარეულო სულ რამდენიმე დღეში.