
ლონდონში ჩასულ ტურისტთაგან ცოტა თუ აქცევს ყურადღებას აკურატულ შესასხლელზე ნახევრად სარდაფულ შენობაში, გაიდ-პარკთან ახლოს. მხოლოდ ერთეულებმა იციან, რომ ადრე ამ მიწისქვეშა ბინაში ჩვეულებრივი საზოგადოებრივი ტუალეტი იყო.
ჯერ კიდევ 6 წლის წინ, აქ ნანგრევები სუფევდა. დიდი ხნის წინ დახურულ საზოგადოებრივ ტუალეტებში უსახლკარო ადამიანები და მოხეტიალე ცხოველები ათევდნენ ღამეებს, გამვლელები კი სინდისის ქენჯნის გარეშე ყრიდნენ იქ ნაგავს. თუმცა, შემდეგ, მიტოვებული შენობა ხელოვანმა არქიტექტორმა აღმოაჩინა.
როცა ლორა კლარკმა პირველად ნახა ეს ადგილი, იგი საშინელ მდგომარეობაში იყო. თუმცა, სპეციალისტი, რომელმაც უმაღლესი განათლება გლაზგოსა და ლივერპულის უნივერსიტეტებში, ხელოვნების სკოლაში მიიღო, მაშინვე მიხვდა: საყოველთაო ზიზღის გამომწვევი შენობისგან მშვენიერი ბინის მიღება შეიძლებოდა! ქვემოთ მოცემულია ფოტოები, რომლებზეც ასახულია მიტოვებული საპირფარეშოს ფოტოები სხვადასხვა დროში.
მიწისქვეშა საპირფარეშო ჯერ კიდევ 1929 წელს აშენდა, თუმცა 1980-ში დაიხურა. ძველი შენობის ზოგიერთ ოთახში ადამიანს ფეხი 30 წელზე მეტია, არ დაუდგამს. ვინ იცის, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს უსამართლობა, რომ არ გამოჩენილიყო ლორა, რომელმაც მიზნად დაისახა, რომ ტუალეტი მყუდრო ბარად, კაფედ ან ბინადაც კი ექცია.
სხვათა შორის, გოგონას საწყისი გეგმები სწრაფად შეიცვალა. ჩინოსნებთან რამდენიმეწლიანი მოლაპარაკების შემდეგ, არქიტექტორი მიხვდა, რომ ხელისუფლება მის მომავალ ბიზნესს თავისუფლებას არ მისცემდა. მაშინ კლარკმა გადაწყვიტა, დაევიწყებინა კაფეს იდეა და, ამის ნაცვლად, საპირფარეშო საოცნებო ბინად აქცია.
მეგობრები, რომლებსაც ლორამ თავისი გეგმები გაუზიარა, თვლიდნენ, რომ გოგონა გაგიჟდა. საღ გონებაზე მყოფ ადამიანს მოუნდებოდა საპირფარეშოში ცხოვრება? თუმცა, ლორას მტკიცედ სწამდა, რომ ამ შენობისგან იდეალურ საცხოვრებელს მიიღებდა.
მთელი ეს პროექტი კლარკს 65 000 ფუნტი დაუჯდა. ამ ფასში შედის თვითონ შენობის საფასუი, რემონტის ხარჯები და ის 3 ათასიც, არქიტექტორმა იურისტებთან კონსულტაციაში რომ გადაიხადა. ბინა სარფიანი გამოვიდა, იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი ბინები ლონდონში არანაკლებ ხუთჯერ უფრო ძვირია.
საპირფარეშოს გადაკეთების დაწვრილებითი გეგმის შედგენის შემდეგ, გოგონამ სახელოები აიკაპიწა და საქმეს შეუდგა. სარემონტო სამუშაოების დიდი ნაწილი ლორამ დამოუკიდებლად შეასრულა, ნაწილში მეგობრებიც დაეხმარნენ. სპეციალისტებს ქალი მხოლოდ მაშინ იწვევდა, როცა მათ გარეშე ვერაფერს გახდებოდა.
მალე, ერთ დროს ნანგრევებმა, სულ სხვაგვარი სახე მიიღო. ქვემოთ მოცემულ ფოტოებზე უკვე ჩანს, თუ რა ჩქარი ნაბიჯებით იქცა ყოფილი საპირფარეშო ნორმალურ შენობად, კლარკის დამსახურებით. დღეს კი ადამიანები, რომლებსაც გოგონა სტუმრად ეძახის, არ იჯერებენ, რომ 6 წლის წინ აქ მიტოვებული ტუალეტი იყო.
ვრცელი სამზარეულო, აღჭურვილი უახლესი ტექნიკითა და გემოვნებით, იმ კედელთანაა მოწყობილი, რომელზეც ადრე პისუარები ეკიდა.
ტევადი მისაღები, დივნით, ჟურნალის მაგიდითა და მრავალი კარადით, საკმაოდ მყუდრო ჩანს. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რომ ბინის ერთ-ერთი კედელი მთლიანად თაროებს დაეთმო: ძალიან პრაქტიკული გადაწყვეტილებაა.
სახლში, როგორც ხედავთ, კარები არაა. სხვათა შორის, ისინი არც სჭირდება. დახვეწილი თაღები გაცილებით ლამაზად და ორგანულად ერწყმის საერთო სტილს.
მინიმალისტური სააბაზანო/საპირფარეშო ოთახი თვალს ახარებს. პრაქტიკული, მოსახერხებელი, არაფერი ზედმეტი.
კლარკი გულწრფელად აღიარებს: იგი თავადაც არ ელოდა, რომ მისი შრომის შედეგი ასეთ სილამაზეს გამოიღებდა. ლორას მეგობრები თავადაც სირცხვილით იფერფლებიან, საკუთარი უნდობლობის გამო.
აქ ერთგვარი ბაღიც კია, რომელშიც არქიტექტორმა ნაქსოვი სავარძელი მოათავსა. ახლა მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია მოდუნდეს ყვავილების გარემოცვაში და დაგავიწყდეთ ის, რომ გარშემო მთელი ლონდონი ხმაურობს.
რამდენიმე წლის წინ ლორა მუხლჩაუხრელად მუშაობდა, რათა შედეგად საოცნებო ბინა მიეღო. დღეს გოგონას საცხოვრებელი მისი ნაცნობებისა და ახლობლებისთვის თეთრი შურის მიზეზია.