რატომ არ უნდა დატოვოთ დამტენი მოწყობილობა ტყუილად შეერთებული

თუ თანამედროვე ადამიანს წარსულში გავამგზავრებთ, იგი სულ რამდენიმე დღე თუ გაძლებს. საქმე იმაში არაა, რომ იგი ჩვენი წინაპრების ყოფაცხოვრებასა და რეალიებს არაა მიჩვეული, არ აქვს საჭირო უნარები და ფიზიკური მომზადება. პრობლემა გაჯეტების მიმართ დამოკიდებულებაში მდგომარეობს.

ტექნოლოგიებმა მჭიდროდ მოგვიჭირა თავისი მარწუხები, მინიატურული მოწყობილობები კოღოებივით გვეწებებიან და ჩვენგან სასიცოცხლო ენერგიას იწოვენ, ძვირფას დროსთან ერთად. რა თქმა უნდა, ისინი მნიშვნელოვნად ამარტივებენ ჩვენს ცხოვრებას, თუმცა მასზე ბატონობენ კიდევაც.

მოწყობილობების ტყვეობაში

როგორც არ უნდა იყოს, ჩვენთვის უკვე შეუძლებელია სმარტფონების, პლანშეტებისა და ლეპტოპების გარეშე ცხოვრება. ისინი ჩვენი სასჯელი და ჩვენი ჯილდოა, რომელთა გარეშეც ვერაფერს ვაკეთებთ. თუმცა, ეს მოწყობილობებიც არაა ყოვლისშემძლე – ადამიანების მსგავსად, მათაც სჭირდება დასვენება. საუბარი, რა თქმა უნდა, დატენვაზეა.

ბოლო დროს კი პოპულარული გახდა POWER BANK-ის ტარება, რათა “მომაკვდავი” დევაისი გზად დავტენოთ, მიუხედავად ამისა, ბინასა თუ სახლში, ყველას გვაქვს უამრავი დამტენი მოწყობილობა. არანაკლებ ერთი ცალი ოჯახის თითო წევრის თითო მობილურისთვის, თითოც ლეპტოპისა და პლანშეტისთვის.

ამასთან დაკავშირებით, სახლში უამრავი სადენი გროვდება, რომლებზეც ეშმაკი ფეხს წამოიკრავს. ნაცნობი სიტუაციაა? მაშინ თქვენ, დიდი ალბათობით, დამტენებს შტეფსელში ჩართულს ტოვებთ, ხილული კი მხოლოდ ის შტეკერები რჩება, რომლებიც უშუალოდ მოწყობილობას უერთდება.

იცით, რა საფრთხეს მოიწავს დამტენი მოწყობილობები, რომლებიც დღეების მანძილზე ჩართულია ელექტრო-ქსელში? თანაც, ისინი ტყუილად მუშაობენ, რითიც მათ ექსპლუატაციის ვადას ამოკლებთ და ხანძრის საშიშროებას ქმნით.

საფრთხე

სტატისტიკის თანახმად, საყოფაცხოვრებო ხანძრების უმეტესი ნაწილი მოკლე ჩართვის შედეგია. დატოვეთ დამტენი ქსელში? მზად იყავით შედეგებისთვის.

უბედურება შეიძლება დაძაბულობის მომატების ან მოწყობილობის გაუმართაობის გამო დატრიალდეს. ამის თავიდან ასაცილებლად, რეგულარულად სეამოწმეთ დამტენის მუშაობისუნარიანობა. პირველი ნიშანი მისი არაჯანსაღობისა – ძლიერი გახურებაა. ასეთი პაციენტები, დიდი ალბათობით, შეკეთებას არ ექვემდებარება და ისტორიას ბარდება.

ყოველთვის შეამოწმეთ მოწყობილობა

დეფექტის მქონე დამტენები, ბოლო დროს, ძალიან იშვიათად იყიდება, თუმცა ეფლის ქარხნებსაც შეუძლია დეფექტიანი საქონლის გამოშვება.

თუ არასდროს გახსენდებათ მოწყობილობის გამორთვა შტეფსელიდან, ისინი პასიურ რეჟიმშიც აგრძელებს ელექტროენერგიის მოხმარებას. დღეში დიდი არაფერი, თუმცა, თუ სახლში ხუთი ასეთი რამაა, წელიწადში რამდენიმე ათეულ კილოვატს დაწვავს. “ხურდებია!” – იტყვით, თუმცა საქმე ლარებში კი არა, ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებაშია.

პრობლემის ელეგანტური გადაწყვეტილება

როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში? ნუთუ დაუსრულებლად უნდა ვითამაშოთ სადენებთან, ხან შევაერთოთ, ხან გამოვაერთოთ შტეფსელში?

გამოსავალი არსებობს, თანაც რამდენიმე. ყოველთვის შეიძლება ქსელური ფილტრის ყიდვა ცალკეული ჩამრთველებით, ისინი იაფია და ცხოვრებასაც გიმარტივებთ.

კიდევ უფრო თანამედროვე ვარიანტია ტაიმერის მქონე ჩამრთველი. ესაა დაპროგრამებული შტეფსელი, რომელსაც მუშაობის დროს უყენებთ.

არც ერთი ჩვენგანი არ იქნება დარწმუნებული თავისი მოწყობილობისა და სადენების გამართულობაში, ამიტომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა.