ფრანგი ფოტოგრაფი ოცნებობდა საკუთარ სახლზე, თუმცა ამის ფული არ ჰქონდა… მაშინ მან ავტოფარეხი გადააკეთა

საცხოვრებლის საკითხი ჩვენს დროში ძალიან მწვავედ დგას. განსაკუთრებით, ახალგაზრდა ოჯახებისთვის, რომლებსაც ჯერ კიდევ არ შეუძენიათ მყუდრო ბუდე, თანაც, არც ამის ფული აქვთ, თუნდაც ერთოთახიანი ბინის საყიდლად.

თუმცა, ნებისმიერი სიტუაციიდან შეიძლება გამოსავლის პოვნა. ფრანგ ფოტოგრაფ ჯერემი ბუჰგოლცს ბორდოში საცხოვრებლის შესაძენი ფული საერთოდ არ ჰქონდა.

მან გადაწყვიტა, ქალაქის ცენტრში იაფი ავტოფარეხი შეეძინა. ჯერემიმ ჩადო ცოტაოდენი ფული, დრო, წარმოსახვა და ძალისხმევა და გახდა 41 კვ.მ. ფართობის საცხოვრებლის მფლობელი.

შეძენის მომენტში, ფარეხი ამაზრზენად გამოიყურებოდა.

რემონტის შემდეგ კი ულამაზო ადგილს ვეღარც იცნობდით.

გადაგეგმარების დროს, ავტოფარეხი დაიყო ზონებად: სამზარეულო, პატარა მისაღები, სამუშაო ტერიტორია.

საძინებელი მეორე სართულზეა განლაგებული, რომელშიც ვიწრო კიბეს ავყავართ.

ამ პატარა ბინაში სააბაზანო ოთახისთვისაც გამოიძებნა ადგილი.

თუ კარგად დაფიქრდებით, შესაძლებელია ნებისმიერი სიტუაციიდან არასტანდარტული და პრაქტიკული გადაწყვეტილებების პოვნაც. მაშინაც კი, თუ დიდი შესაძლებლობა არ გაქვთ, მთავარი მიდგომაა.