61 წლის პენსიონერი უკვალოდ გაქრა საკუთარი სახლიდან. აი, რა იპოვეს იქ ახალმა მფლობელებმა

2015 წელს პენსიონერ მერი სტუარტ ჩერუტის 61 წელი შეუსრულდა. ქალი საკუთარ სახლში ცხოვრობდა და ხალხს ნაკლებად ეკონტაქტებოდა. მერისთან ერთად მის მიერ ქუჩიდან აყვანილი 6 კატა ცხოვრობდა. რა თქმა უნდა, მეზობლები ცდილობდნენ პენსიონერის დახმარებას, თუმცა, მისი უკვალოდ გაქრობის მომენტში ისინი გაჩუმდნენ.

ხალხმა განგაში მხოლოდ მაშინ ატეხა, როცა ნახა, რომ ქალმა შეწყვიტა სახლის ზღურბლთან მიტანილი წერილების აღება. მხოლოდ ცოტა ხნის წინ, როცა ჩერუტის გაცარიელებულ სახლში ახალი მაცხოვრებლები გაჩნდნენ, გაუჩინარებული პენსიონერის საიდუმლოს, როგორც იქნა, ფარდა აეხადა.

ოთხი წლის წინ, პოლიციელებმა ქალის სახლში მხოლოდ მისი უბედური კატების გვამები იპოვეს. თვითონ მერის პოვნა კი ვერავინ შეძლო. მძარცველის თავდასხმის ვერსია თითქმის მაშინვე გამოირიცხა: გაუჩინარებულის ყველა ნივთი ადგილზე იყო, ხოლო სახლში ბრძოლის არავითარი კვალი არ აღმოუჩენიათ.

უნდა ითქვას ისიც, რომ კატების ნეშთები სხვენზე იპოვეს. იქ ასასვლელი დაკეტილი იყო, სხვენის ქვეშ კი ძველი კიბე იყო მიმდგარი. თუმცა, უბედური შინაური ცხოველების პატრონი სხვენზე არ იყო.

მხოლოდ ცოტა ხნის წინ, როცა მერის სახლში ისევ მივიდა ვიღაც საცხოვრებლად, პენსიონერი იპოვეს. სააბაზანოსა და მისაღებ ოთახს შორის კედლის რემონტის დროს, 30-სანტიმეტრიანი სისქის ჭრილი იპოეს. იქ ადამიანებმა ქსოვილების ძველი გროვა იპოვეს.

მაცხოვრებლებს თავზარი დაეცათ, როცა ტანსაცმლის ნაგლეჯებს შორის ძვლებიც იპოვეს. სამართალდამცავებმა, რომლებიც გამოძახებისას გამოცხადნენ, სწრაფად დაადგინეს, რომ აღმოჩენილი ძვლები ნამდვილად მერი ჩერუტის ეკუთვნის.

მოგვიანებით კი პოლიციელებმა ისიც დაადგინეს, თუ როგორ აღმოჩნდა პენსიონერის გვამი კედლებს შორის არსებულ სივრცეში.

როგორც ჩანს, დაბალ და გამხდარ ქალს სხვენში დამპალი ხის დაფა ჩაუტყდა. უბედური პენსიონერი იმ ვიწრო ჭრილში მოხვდა და იქედან გამოსვლა ვერ მოახერხა.

მერი დასახმარებლად ვერავის დაუძახებდა – იგი ხომ მარტო ცხოვრებდა. რამდენადაც ნათესავებს იგი არ ხვდებოდა, მისი გაუჩინარება ძალიან გვიან დადგინდა.

რთულია იმის წარმოდგენაც კი, თუ რამდენი იწვალეს სიკვდილამდე პენსიონერმა და მისმა კატებმა. გამოძიების შედეგით დადგინდა, რომ ძვლებზე ტრავმები არ ჩანს, ამიტომ ქალი, დიდი ალბათობით, შიმშილითა და წყურვილით გარდაიცვალა.