
სიტყვა “ხრუშოვკაზე” პირველი, რაც გვახსენდება, არის ბებიის ბინა, რომელიც ნაფტალინის სუნითაა გაღენთილი და გვახსენებს წარსულ ეპოქას, ასოცირდება სიღარიბესთან. ზოგიერთ ადამიანს კი ასეთ ბინაში ცხოვრება სამარცხვინოდაც კი მიაჩნია. თუმცა, ისინი გაოცებისგან პირს ვეღარ ხურავენ, როცა ჩემი ძველი ოროთახიანი ხრუშოვკის თანამედროვე რემონტსა და ინტერიერს ხედავენ.
ხრუშოვკის დიზაინი
იდეები რემონტისთვის
1. ბინა ბებიაჩემმა დამიტოვა. იგი რამდენიმე წლის მანძილზე ცარიელი იყო, სანამ აქ არ გადმოვედით. ეს სტანდარტული ოროთახიანი ხრუშოვკაა, მესამე სართულზე. მისი საცხოვრებელი ფართი 42 კვ.მ.-ა.
ხის ჭრაჭუნა იატაკი, საღებავის სქელი ფენებით, დაჟანგული მილებითა და სანტექნიკით, ნაპრალებიანი ფანჯრებითა და ცისფრად შეღებილი კედლებით… აი, ასე გამოიყურებოდა ხრუშოვკა რემონტის გარეშე.
2. ჩვენ გავთვალეთ და დავგეგმეთ ყველაფერი წვრილმანებამდე: შევქმენით ბიუჯეტი, ავიღეთ ზომები, დავხაზეთ გადაგეგმარების ესკიზები, შევიძინეთ სამშენებლო მასალები. გადავწყვიტეთ, ჩვენი ახალი ბუდე სრულად შეგვეცვალა.
3. ბინაში ქვა ქვაზე არ დავტოვეთ, ყველაფერი მოვანგრიეთ: კედლები (მზიდის გარდა), ტიხრები… ხელშეუხებლად მხოლოდ სან.კვანძი და საწყობი დავტოვეთ. ასევე, გავზარდეთ საერთო სივრცე ლოჯიის ხარჯზე.
4. ახალი რემონტი – ახალი სიცოცხლეა. მოვიშორე ყველაფერი ძველი, გავიტანეთ მთელი ნაგავი. მოვამზადეთ ოთახები სამშენებლო და მოსაპირკეთებელი სამუშაოებისთვის.
5. ბინის დიზაინის იდეებს, რა თქმა უნდა, ინტერნეტში ვეძებდით. უამრავ ვარიანტს შორის სწორედ ეს შევარჩიეთ. გადავწყვიტეთ, სამზარეულო მისაღებ ოთახთან გაგვეერთიანებინა, სივრცის გაზრდისა და ფუნქციურობის დამატების მიზნით.
6. ორი ოთახის შეერთება – ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება იყო პატარა სივრცისთვის. იმის ნაცვლად, რომ სამზარეულოში ან მინი-მისაღებში თავი ვიწროდ გვეგრძნო, ახლა გვაქვს საშუალება, შევიკრიბოთ საერთო მაგიდასთან ვრცელ ოთახში.
7. თავისუფალი სივრცის უპირატესობა თვალსაჩინოა! მეტი სინათლე, მეტი ადგილი, არავითარი წინაღობა და ვიწრო გასასვლელები.
8. რა სილამაზეა!
9. ეს ფოტოები რემონტის დასრულებისთანავე გადავიღეთ. ოთახებს მალე ცხოვრების კვალი დაეტყობა და შეივსება მრავალფეროვანი დეკორით, ახალი ავეჯითა და საინტერესო დეტალებით.
10. საძინებელი კრემისფერებშია. მასში ავეჯის მინიმალური რაოდენობა მოვათავსეთ. გარდერობის მოწყობის ხარჯზე, კარადებიც თავიდან მოვიცილეთ. ავიხდინე ჩემი დიდი ხნის ოცნებაც – დიდი და მოსახერხებელი საწოლი.
11. სააბაზანო ოთახიც კრემისფერებშია. ყველაფერი ჩვენთვის მაქსიმალურად კომფორტულად და ლაკონიურაც მოვაწყვეთ.
12. ეს ჩვენი პირველი გრანდიოზული რემონტია. მიღებული შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ!
ახლა კი მინდა, თქვენც შეაფასოთ ჩვენი ნაშრომი კომენტარებში.