
ჩვენ ყველას გვაქვს ინდივიდუალური ფარული ნიჭი. ვიღაც გონებაში დიდ რიცხვებს ამრავლებს, ხოლო ვიღაც ხელნაკეთ ინსტრუმენტებზე უკრავს. თუ ასეთ ნიჭებს განვავითარებთ, ისინი იდეალური იქნება ჰობის ან სამსახურისთვისაც კი.
დღეს ჩვენ გთავაზობთ ხელსაქმეს სადენების გამოყენებით. ეს საქმიანობა, შესაძლოა, არასერიოზულად მოგეჩვენოთ, თუმცა ტყუილად. მარტივი ხელნაკეთობები შესანიშნავად ავითარებს ხელის წვრილ მოტორიკას, ხსნის შემოქმედებით პოტენციალს და, საერთოდ, საშინაო ინტერიერის მოწყობაშიც შეიძლება გამოვიყენოთ.
მაგალითად, ფართო ჭრის სადენები საკმაოდ გამძლეა. მათგან შეიძლება ორიგინალური ტორშერის ან პლაფონის დამზადება. ზოგიერთი ადამიანი ავტომობილის საჭესა და სავარძელსაც კი ალამაზებს.
რა მოვუხერხოთ სადენებს
ვნახოთ, როგორ მზადდება სამაჯური სამი სხვადასხვა ფერის სადენისგან. შედეგი ლამაზი და ფერადია.
დამზადება
1. გაჭერით სადენი საჭირო სიგრძის თანაბარ ნაწილებად. თუ იგი ძალიან თხელია, დაწანით იგი სამი სხვადასხვა სადენისგან.
2. მზა კომპონენტებით დაწანით დიდი ნაწნავი, ყველა რიგი ერთნაირი უნდა იყოს – ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ. როცა ნაწნავი საჭირო ხომის გახდება, დაამაგრეთ სადენი.
3. მოხარეთ ნაწნავი სარტყელის სახით, კიდეები ფრთხილად მოხარეთ, რომ არაფერი დაიზიანოთ. ასევე, შეგიძლიათ სამაჯურის დეკორატიული ყვავილებით მორთვა.
ზედმეტი არ იქნება დაზიანებული ყურსასმენებისთვის მეორე სიცოცხლის მინიჭებაც. მათი ნაცნობი ფორმის წყალობით, ისინი იდეალურია ახალგაზრდული სამკაულებისთვის.
დაგჭირდებათ
- დაზიანებული ყურსასმენები
- მყარი მავთული
- ოქროსფერი საღებავი.
1. ნაკეთობა მყარი რომ იყოს, გაატარეთ მავთული ყურსასმენების სადენში.
2. მიეცით ბრასლეტს საჭირო ფორმა. ყურადღება გაამახვილეთ საჭირო ხელის სისქეზეც – არ შეიძლება, რომ სამაჯური მუდმივად სძვრებოდეს.
3. დაფარეთ ნაკეთობა საღებავით. რაც უფრო მბზინავია იგი, მით უკეთესი.
ჭეშმარიტი ხელსაქმოსნები სადენებს ფიგურებად და ნამდვილ სკულპტურებადაც კი აქცევენ.
ასეთი ნაკეთობები მუზეუმისთვისაც არაა ურიგო.
ვინც არ მიისწრაფვის მსოფლიო დიდებისკენ და სადენებთან ჰობის სახით მუშაობს, ყოველთვის შეუძლია ბავშვებისა და შვილიშვილების გახარება.
როგორც ხედავთ, სადენებისგან, რომლებიც უსარგებლოდ ყრია სახლის კუთხეებში, შეგიძლიათ ორიგინალური ნაკეთობები დაამზადოთ, ასევე, კარგი იქნება ამ საქმით დროის გაყვანაც.
ასეთი საქმიანობა კარგია რამდენიმე მიზეზით: ამშვიდებს, როგორც ნებისმიერი ხელსქმე, ავითარებს წვრილ მოტორიკას, რაც ძალიან სასარგებლოა, და შესაძლებლობას გაძლევთ, მეტი დრო გაატაროთ ახლობლებთან. რაღაც ახლის შექმნა ხომ ყველას ერთად შეგიძლიათ.
იმედია, დაგეხმარეთ იმის მოფიქრებაში, თუ როგორ შეამოკლოთ საღამოები, და კმაყოფილი ხართ შედეგებით.