როგორ დავკიდოთ ფარდები ლავგარდნის გარეშე

“ფანჯრის ტექსტილები ინტერიერს 80%-ით უფრო მრავალფეროვანს ხდის!” – თქვა ერთხელ ჩემმა დაქალმა, რომელიც 10 წელზე მეტია, ინტერიერის დიზაინერად მუშაობს. ფანჯრის ესთეტიკა, ლამაზი ფარდებით, არასდროს დატოვებს სტუმრებს გულგრილს. თუმცა, არსებობს სიტუაციები, როცა ოთახის ან ლოჯის ტრადიციული გზით გაფორმების შესაძლებლობა არ გვაქვს. მაშინ ფარდების დაკიდება ლავგარდნების გარეშე გვიხდება.

დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ მოქმედი საშუალებების ნაკრებს იმისათვის, რომ ფარდები ლავგარდნებისა და ხვრელების გარეშე დაკიდოთ. არც ქმრის შეწუხებაა საჭირო!

როგორ დავკიდოთ ფარდები

1. პირველი, რაზეც ყურადღება უნდა გაამახვილოთ – ესაა ლავგარდანი-კაფე. მინი ლავგარდნები ძალიან მოსახერხებელია, როცა ფანჯრების ან მცირე ზომის ჭრილების უჩვეულოდ გაფორმება გსურთ, დეკორაციას კი განსაკუთრებულ სტილს მიანიჭებთ.

ასეთი ლავგარდნის უპირატესობა იმაშია, რომ მის დასაყენებლად არაა საჭირო ბურღი, ფარდები კი მოდურად გამოიყურება. უბრალოდ გაწმინდეთ ჩარჩოს ზედაპირი, მიაწებეთ სამაგრები, ჩასვით ფარდები და დაამაგრეთ სამაგრებზე.

2. კარგი საშუალებაა ორმხრიანი სკოჩის გამოყენება ფალშ-ლავგარდნის ქვეშ, რომლისთვისაც მსუბუქი პლასტმასი ან ალუმინის პროფილის ნებისმიერი ნაჭერი გამოგადგებათ.

3. ქსოვილი, დაწებებული შუშაზე, კარგი აზრია არამხოლოდ გაღებად, არამედ ყრუ ფანჯრებზეც. ამის გაკეთება მარტივია, რადგან ქსოვილი, დაწებებული შუშზე, ნებისმიერ მომენტში მოხსნათ, ფანჯრები კი გაწმინდოთ.

ფიქსაციისთვის იყენებენ სახამებლის წებოს, წყლისა და დახეხილი საპნის ხსნარს, შაქრის სიროფს და მოხარშული მაკარონის წყალსაც. მასა უნდა წაუსვათ შუშას, შემდეგ კი დაადოთ ფარდა. თვითონ ქსოვილი შეგიძლიათ გაჟღინთოთ მაფიქსირებული საშუალებით, შუშაზე უკეთესი მიმაგრებისთვის, და კარგად დააგლუვეთ.

4. ფარდების დაკიდევა რეზინზე მოძრავი ფანჯრებისთვისაა შესაფერისი. ამ ვარიანტისთვის დაგჭირდებათ ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო რეზინი. გაატარეთ იგი ფარდაში, შემდეგ ჩამოაცვით ანჯამები ჩარჩოს მოძრავ ადგილს ისე, რომ გამოწეულ ადგილებს შორის მოახვედროთ.

5. გრაგნილი ჟალუზების დაყენებისას ჩვეულებრივი ლავგარდანი საჭირო არაა. გრაგნილი ფარდების დაკიდება აივანზე შეიძლება სარტყლის გამოყენებით. თუმცა, თუ აივანს გამოსაწევი ფანჯრები აქვს, ჟალუზებს თითოეულ მათგანზე ვერ გააკეთებთ.

6. კარგი იდეაა ფარდების დაკიდება კაუჭებზე, თუ მათ ანჯამებით ან ლუვერსებით აღჭურვავთ. ხანდახან, ეს ერთადერთი საშუალებაა ქსოვილის მოხრილ ზოლად დამაგრებისთვის.

7. მარტივი დამაგრებისთვის არაა სასურველი მძიმე ქსოვილებისა და იატაკამდე დაშვებული ფარდების გამოყენება. არსებობს უამრავი მსუბუქი ქსოვილი და საინტერესოდ შეკერილი მოკლე ფარდები, რომლებსაც შუშებზე, გამჭვირვალე სილიკონის საწოვრებით.

ფარდები და ტული სხვადასხვა ფერის, ტექსტურისა და მასალის შეიძლება იყოს, ამიტომ რთულია იმ ვარიანტის არჩევა, რომლებიც მორთავს მთელ სახლს. არადა ერთბაშად ყველაფერი კარგი გვსურს. ამიტომ გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც ინტერიერის შესაფერისი ფარდების შერჩევაში დაგეხმარებათ.