
შესაფერისი ზომის ავეჯს, როგორც წესი, მაღაზიაში ვერ ვპოულობთ, მისი შეკვეთით დამზადება კი საკმაოდ ძვირი გვიჯდება. საწერი მაგიდის საკუთარი ხელით დამზადება – ესაა როგორც ფულის დაზოგვის, ისე სამუშაო სივრცის იდეალურად ორგანიზების საშუალება. ამასთან, ხელნაკეთი ავეჯი მუდმივად ძვირად ფასობს!
ერთი შეხედვით, ეს იდეა უტოპიურია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ხელსაწყოები ხელში არასდროს აუღია. თუმცა, ეს მამაკაცი საწინააღმდეგოს ამტკიცებს. მისი მაგალითი ნამდვილად შთაგაგონებთ საკუთარი სადურგლო ნაკეთობის შექმნისთვის.
მასალები
- მდფ-ფილა მაგიდის ზედაპირისთვის, გაჭრილი ორ სწორკუთხედად
- 3 კვადრატული სტელაჟი
- ფიჭვის ფიცრები
- ჭანჭიკები და ხრახნები
- ბურღი
- ხის პლინტუსი
- თხევადი ლურსმანი
- თეთრი საღებავი და ფუნჯი
- თვითმჭრელი ხისთვის
- ფანქარი, სახაზავი, სახრახნისი, საზომი რულეტი
- ხის საგლესი
- ხის ხერხი
- სამშენებლო თარაზო
დამზადება
1. სტელაჟები მაგიდის საყრდენად გამოგადგებად. განათავსეთ ისინი თქვენი გათვლების მიხედვით.
2. შემდეგ მიამაგრეთ სტელაჟები ერთმანეთს საჭირო ზომის ფიცრებით. თავიდან შეაერთეთ 2 სტელაჟი, დეტალების დასამაგრებლად ხრახნები და ჭანჭიკები გამოიყენეთ.
3. წინასწარ უნდა მონიშნოთ და გაბურღოთ ჭანჭიკის დიამეტრზე ცოტათი უფრო დიდი ხვრელები.
4. ყველა ფიცარი უნდა დამაგრდეს სტელაჟების დონეზე.
5. გადადით ზედაპირის დამზადებაზე. აიღეთ ფიცრები, გაზომეთ, გახერხეთ. დამაგრებამდე გაზომეთ, მონიშნეთ ხვრელების ადგილები და გაბურღეთ.
6. შეამოწმეთ, კარგად დევს თუ არა ზედაპირები. დაამაგრეთ თხევადი ლურსმნებით. დაამუშავეთ ხვრელები საგლესითა და ზუმფრის ქაღალდით.
7. ახლა შეღებეთ ხის გვერდითა ჩარჩო თეთრი გრუნტითა და რამდენიმე ფენა საღებავით.
8. დაელოდეთ საღებავის გაშრობას. მაგიდა მზადაა გამოყენებისთვის.
როგორც ხედავთ, საწერი მაგიდის საკუთარი ხელებით დამზადება არც ისე რთულია. მცირე შრომის შემდეგ, თქვენ მიიღებთ სასურველი ზომის ავეჯს, რომელიც ფუნქციურიცაა და თქვენი ინტერიერის შესაბამისიც.